მაგთის ოფისები თბილისსა და რეგიონებში მუშაობას 11 მაისიდან განაახლებენ

10 / მაისი / 2020

მომსახურების ოფისების მისამართები და სამუშაო საათები იხილეთ ბმულზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 12 და 26 მაისი დასვენების დღეებია.

შეგახსენებთ, რომ მაგთის ოფისები უზრუნველყოფილია სპეციალური სადეზინფექციო სითხეებით და დღეში ორჯერ სველი წესით სუფთავდება.

მაგთის მომსახურების ოფისებში შესაძლებელია ელექტრონული გადახდა. ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევებისთვის კი ოფისები უზრუნველყოფილია თხევადი ანტისეპტიკური საშუალებებით.

ოფისების მუშაობა დროებით შეჩერებული რჩება შემდეგ ლოკაციებზე:

  • ა. წერეთლის გამზირი 82
  • მარნეული
  • ბოლნისი
  • თბილისისა და ქუთაისის აეროპორტი
  • სითი მოლი
  • ჰუალინგი
  • ისთ ფოინთი
  • საზოგადოებრივი ცენტრები