სტატისტიკა და დეტალური

სტატისტიკა და დეტალური

18 / მაისი / 2021

გაინტერესებს რამდენ MB-ს ხარჯავ?
ან რამდენ წუთს იყენებ?

მაგთის მობილური აპლიკაციით MyMagti უკვე შეგიძლია
დისტანციურად, ოფისში მისვლის გარეშე, მიიღო მობილური ნომრის სტატისტიკა და დეტალური ამონაწერი.

სტატისტიკის მოთხოვნის შემდეგ, მარტივად შეძლებ, ნახო საკუთარ მობილურ ნომერზე  თანხის, წუთების, SMS-ისა და ინტერნეტის დანახარჯი ან ანგარიშზე შეტანილი თანხა.

ნომრის დეტალური ამონაწერის მოთხოვნის შემთხვევაში მიიღებ ინფორმაციას გამავალი ან შემომავალი ზარების და SMS-ების ნომრების შესახებ. დეტალური ამონაწერი სრულად ასახავს მოთხოვნილ ნომერზე განხორციელებული ქმედებების დროს, ხანგრძლივობასა და ღირებულებას.

MyMagti - მაგთის ოფისი შენს სმარტფონში!

დამატებითი ინფორმაცია
  • ნომრის სტატისტიკის შესახებ ინფორმაცია უფასოა;
  • ნომრის დეტალური ამონაწერის ღირებულებაა - 1 ;
  • დეტალური ამონაწერის მიღება შეუძლია მხოლოდ ნომრის იურიდიულ მფლობელს, აპლიკაციაში იდენტიფიკაციის გავლის შემდეგ;
  • აპლიკაციით შესაძლებელია მხოლოდ ბოლო 30 დღის სტატისტიკისა და დეტალური ამონაწერის მიღება. უფრო ხანგრძლივი ვადის მოთხოვნა შესაძლებელია მაგთის ნებისმიერ ოფისში.