21.07.2023 - კახეთის საყურადღებოდ!
21 / ივლისი / 2023
კახეთის მიმართულებით, საგზაო სამუშაოების წარმოებისას დაზიანდა მაგთიკომის ოპტიკური კაბელი, აღნიშნულმა გარკვეულ ლოკაციებზე გამოიწვია საკომუნიკაციო სერვისების მიწოდების შეზღუდვა.
მაგთიკომის შესაბამისი სამუშაო ჯგუფი საგანგებო რეჟიმში მუშაობს პრობლემების დროულად აღმოსაფხვრელად.