გია ჯოხთაბერიძის განცხადება

15 / ივლისი / 2020

თელიასონერას საქართველოდან გასვლის მიზეზები კომპანიის 2017 წლის ოფიციალურ ანგარიშში ცხადად ჩანს

მაგთიკომის დამფუძნებლის, გია ჯოხთაბერიძის განცხადება მსხვილი საერთაშორისო ინვესტორების, მათ შორის, თელიასონერას საქართველოდან გასვლის თაობაზე, ეფუძნება თელიასონერას 2017 წლის ოფიციალურ ანგარიშს. (იხილეთ ბმული და სრული ანგარიში)
https://www.teliacompany.com/globalassets/telia-company/documents/reports/2017/q4/telia-company-q4-2017-en.pdf

თელიასონერა წლიურ ანგარიშში მთელ თავს უთმობს სტრატეგიული და მზარდი რისკების შეფასებას, რამაც განაპირობა რიგი ქვეყნებიდან (ყაზახეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, საქართველო, მოლდოვა, ნეპალი) მისი გასვლის გადაწყვეტილება.

რაც შეეხება ბატონი ბექაურის მიერ გამოქვეყნებულ თელიასონერას საქართველოში გამოგზავნილ 2017 წლის წერილს, დიპლომატიური სახე აქვს.

კომპანია TELIA-ს 2017 წლის წლიური ანგარიშიდან ამონარიდში გვ. 44-45-ზე ვკითხულობთ:

განვითარებადი ბაზრები

კომპანია TELIA-მ განახორციელა მნიშვნელოვანი ინვესტიციები ევრაზიის (ყაზახეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, საქართველო, მოდლოვა, ნეპალი), რუსეთის, თურქეთის და ავღანეთის სატელეკომუნიკაციო ოპერატორებში. 2015 წლის სექტემბერში, კომპანია TELIA-მ განაცხადა მისი გადაწყვეტილების შესახებ შეემცირებინა ამ ქვეყნებში მისი საქმიანობა და დროთა განმავლობაში დაეტოვებინა ევრაზიის რეგიონი. ისტორიულად, ამ ქვეყნებში პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი და რეგულატორული სისტემები ნაკლებად პროგნოზირებადი იყო განვითარებულ ბაზრებთან შედარებით. ამ ბაზართა ხასიათი მნიშვნელოვნად ართულებს ოპერაციების პროცესს, რაც მათ შორის განპირობებულია სახელმწიფოს პოტენციური ჩარევით, იმ ფაქტთან ერთობლიობაში, რომ კომპანია TELIA სრულად არ ფლობს აქტივებს, არესებობს ვალდებულებები წილის მფლობელებთან გაფორმებული სხვადასხვა შეთანხმებებით, აქტივებთან და განვითარებულ ბაზრებთან შედარებით ნაკლებ პოტენციურ მყიდველებთან დაკავშირებული რეპუტაციული ხასიათის საკითხები.

პოტენციური გავლენა

ამ განვითარებად ბაზრებზე პოლიტიკური სიტუაცია შესაძლებელია შენარჩუნდეს ან გახდეს კიდევ უფრო მეტად არაპროგნოზირებადი, იმ ზომამდეც კი, რომ კომპანია TELIA იძულებული გახდეს გავიდეს ქვეყნიდან ან ამ ქვეყანაში კონკრეტული ბიზნეს სეგმენტიდან. შესაძლებელია არსებობდეს მოულოდნელი ან არაპროგნოზირებადი სამართლებრივი დავები სამოქალაქო ან საგადასახადო საკანონმდებლო სფეროში. შეზღუდვებმა უცხოური ვალუტის გადაცვლის კუთხით ან ადმინისტრაციულმა ბარიერებმა შესაძლებელია არსებითად შეაფერხოს კომპანია TELIA თავის ადგილსამყოფელ ქვეყანაში მოიზიდოს ფულადი სახსრები, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს მის მიერ დივიდენდების მიღებაში და სესხის დაფარვაში ან მისი ინვესტიციების განკარგვაში. დამატებით რისკს წარმოადგენს უცხო ქვეყნის მფლობელობაზე პოტენციური შეზღუდვების დაწესება ან სხვა ფორმალური ან არაფორმალური შესაძლო პრეტენზიები უცხო ქვეყნის მფლობელობის წინააღმდეგ. ამგვარმა უარყოფითმა მოვლენებმა ან ადგილობრივი ეკონომიკის ან ვალუტის შესუსტებამ შესაძლებელია მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინოს კომპანია TELIA-ს საოპერაციო შედეგებზე. ამ ბაზართა ბუნებამ, რასაც ახასიათებს მნიშვნელოვანი გაურკვევლობები და სირთულეები, შესაძლებელია გავლენა მოახდინოს გაყიდვების პროცესზე როგორც შედეგების ასევე ვადების კუთხით.


Emerging markets

Telia Company has made significant investments in tele-com operators in Eurasia (Kazakhstan, Azerbaijan, Uzbekistan, Tajikistan, Georgia, Moldova, Nepal), Russia, Turkey and Afghanistan. In September 2015, Telia Company announced its decision to reduce the presence in, and over time leave, region Eurasia. Historically, the political, economic, legal and regulatory systems in these countries have been less predictable than in developed markets. The nature of these markets, including potential government intervention, combined with the fact that Telia Company’s assets are not fully owned and there are undertakings and obligations in various shareholder agreements, reputational issues regarding the assets and fewer potential buyers than in more mature markets, makes the complexity of these disposals processes high.

Potential impact

The political situation in these emerging markets may remain or become increasingly unpredictable, even to the extent that Telia Company will be forced to exit a country or a specific operation within a country. There may be unexpected or unpredictable litigation cases under civil or tax legislation. Foreign exchange restrictions or administrative issues may effectively prevent Telia Company from repatriating cash, e.g. by receiving dividends and repayment of loans, or from selling its investments. Another risk is the potential establishment of foreign ownership restrictions or other formal or informal possible actions against entities with foreign ownership. Such negative developments or weakening of the local economies or currencies may have a significantly negative effect on Telia Company’s results of operations. The nature of these markets with significant uncertainties and complexity may affect the sales process regarding both expected outcome and timing.