საკვირველი დღეები TikTok-ზე

საკვირველი დღეები TikTok-ზე

10 / აგვისტო / 2020

გაგვაკვირვე და მოიგე Huawei P30 Pro და მაგთის ულიმიტო მობილური ინტერნეტი მთელი თვით!

როგორ?

ჩვენ შევარჩევთ 3 საუკეთესო ვიდეოს, რომლის ავტორები საჩუქრად მიიღებენ ერთ-ერთ საუკეთესო კამერის მქონე სმარტფონს და 1-თვიან ულიმიტო მობილურ ინტერნეტს.

მნიშვნელოვანი დეტალები!

  • თუ შენს ვიდეოს აქვს მაგთიკომის მოწონება, ეს ნიშნავს, რომ ჟიურიმ ნახა ვიდეო.
  • თუ ვიდეოს მაგთიკომის მოწონება 24 საათში არ ექნება, ვიდეოს კომენტარებში კიდევ ერთხელ მონიშნე მაგთიკომის ტიკტოკ გვერდი - @magticom.
  • მაგთიკომის გვერდზე იდება მხოლოდ ჟიურის გუნდის მიერ შერჩეული ვიდეოები.

კონკურსი დაიწყება 10 აგვისტოს და გაგრძელდება 23 აგვისტოს ჩათვლით.

გამარჯვებულები 26 აგვისტოს გამოვლინდებიან!

კონკურსის პირობები და წესები:
  • არ განიხილება ვიდეო, რომელიც არ დააკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
    • ვიდეო უნდა აიტვირთოს ჰეშთეგით #საკვირველიდღეები.
    • ვიდეოს ატვირთვისას უნდა მოინიშნოს მაგთიკომის TikTok გვერდი.
    • აუცილებელია, რომ შესაძლებელი იყოს ვიდეოს გადმოწერა.
  • შეირჩევა რამდენიმე ვიდეო, რომელიც დაიდება მაგთიკომის Facebook, TikTok და Instagram გვერდებზე;
  • კონკურსში გამარჯვება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ.
  • გამარჯვებული კონკურსში მონაწილეობით ადასტურებს მის თანხმობას, მონაწილეობა მიიღოს ამ პროექტთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებასა თუ კამპანიაში, რომელიც მაგთიკომის მიერ იქნება ორგანიზებული;
  • ვიდეოს ატვირთვა ჰეშთეგით #საკვირველიდღეები ავტომატურად გულისხმობს კონკურსში მონაწილეობას. კომპანია უფლებამოსილია არ განიხილოს ვიდეო, რომელიც კომპანიის შეფასებით არ შეესაბამება თემატიკას, ზემოთ მითითებულ წესებსა და პირობებს, ასევე ზოგად მორალურ და ეთიკურ პრინციპებს.
  • კონკურსში მონაწილე ყველა ვიდეოზე საავტორო უფლება უნდა ეკუთვნოდეს კონკურსანტს. იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი პირის მიერ წამოყენებული იქნება რაიმე პრეტენზია მაგთიკომის მიმართ ვიდეოსთან, მის უფლებებთან (როგორც ქონებრივ, ასევე არაქონებრივ, საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან) დაკავშირებით, მაგთიკომი არ არის რაიმე ფორმით პასუხისმგებელი აღნიშნული მესამე პირების მიმართ;
  • კონკურსანტი კონკურსში მონაწილეობის მიღებით გამოხატავს თანხმობას და გადასცემს მაგთიკომს უფლებას, მის მიერ ატვირთული ვიდეო შემდგომში გამოიყენონ საკუთარი შეხედულებისამებრ;
  • პრიზის გატანას შეძლებს მხოლოდ სრულწლოვანი პირი.
  • პრიზი გაიცემა მხოლოდ საქართველოში.