გადაცემის სისტემების ინჟინერი

შპს „მაგთიკომი“ აცხადებს ვაკანსიის შესახებ გადაცემის სისტემების ინჟინერის თანამდებობაზე.
დასაქმებულს მოუწევს საქმიანობა გადაცემის სატრანსპორტო ქსელის მომსახურებისა და განვითარების მიმართულებით.


ძირითადი მოვალეობები:

  • სატრანსპორტო სისტემების ქსელის მუშაობის მონიტორინგი,მართვა და მომსახურება;
  • MPLS, IP, SDH/PDH  ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სატრანსპორტო ქსელის მოწყობილობების  მონტაჟი და ქსელში ინტეგრაცია;
  • ქსელში პრობლემებისა და დაზიანებების გამოვლენა და აღმოფხვრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სატელეკომუნიკაციო ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • თანამედროვე სატრანსპორტო ქსელებში გამოყენებული ტექნოლოგიებისა და პროტოკოლების ცოდნა Cisco-ს CCNA სერტიფიკატის მოთხოვნების დონეზე (Ethernet (STP, .1q VLANs); TCP/IP protocols; Routing protocols (RIP, EIGRP, OSPF);
  • სასურველია ასევე PDH, SDH ტექნოლოგიების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • მოტივირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა.

მონაცემები  ფოტოსურათით (CV)  გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე vakansia@magticom.ge  Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.