კინოარხების კოდირება
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების გამო, 31.08.23-დან განხორციელდა მაგთის კინოარხების კოდირება:
- "ჩვენი მაგთი" - N201;
- "მაგთი კინო" - N202;
- "მაგთი ჰიტი" - N203.
არხზე კოდის მოხსნა
კოდის მოსახსნელად გადართეთ შესაბამის არხზე და აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი:
- არხზე კოდის მოხსნა
„არხზე კოდის მოხსნით“ თქვენ ადასტურებთ, რომ არხზე დროის ნებისმიერ მონაკვეთში, არასრულწლოვანებისთვის შეუსაბამო კონტენტის შესაძლო განთავსების მიუხედავად, ის ხელმისაწვდომი იყოს იმ დრომდე, სანამ მომავალში თავად არ მოისურვებთ მის ხელახლა კოდირებას;
- არხის ერთჯერადად გახსნა
„არხის ერთჯერადად გახსნით“ არხი ხელმისაწვდომი იქნება იმ დრომდე, სანამ არ გადართავთ სხვა არხზე, რის შემდეგაც მას კვლავ დაედება კოდი.
ორივე შემთხვევაში საჭიროა PIN კოდის შეყვანა, რის შემდეგაც არხზე წვდომა გაიხსნება არჩეული მეთოდით.
თუ არ გახსოვთ საკუთარი ტელევიზიის PIN კოდი, შეგიძლიათ დააჭიროთ ღილაკს „ახალი PIN კოდის გამოგზავნა“ და ახალი PIN კოდი გამოიგზავნება თქვენს საკონტაქტო მობილურ ნომერზე.
არხის ხელახალი კოდირება შესაძლებელია ნებისმიერ დროს.