AI მაგთიჩატის პირობები

რა არის AI მაგთიჩატი?

AI მაგთიჩატი არის გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჩატ-ასისტენტი, რომელიც ამუშავებს თქვენს შეტყობინებებს და გიწევთ ონლაინ კონსულტაციას. სერვისი დაფუძნებულია Google Cloud Vertex AI პლატფორმაზე და იყენებს Gemini API -ს.

აღნიშნული სერვისი გამოიყენება მხოლოდ მომხმარებლის მომართვაზე რეაგირებისა და ოპერატიული კონსულტაციის გაწევის მიზნით.

რა მონაცემები მუშავდება?

AI მაგთიჩატის გამოყენებისას, მხოლოდ მომხმარებლის მომართვაზე რეაგირებისა და ონლაინ კონსულტაციის გაწევის მიზნით, შესაძლებელია დამუშავდეს, ჩატის ფარგლებში თქვენ მიერ ნებაყოფლობით მოწოდებული შემდეგი მონაცემები:

  • თქვენი შეტყობინებების ტექსტი;
  • თქვენი მობილური სატელეფონო ნომერი/ UID /სერვისის იდენტიფიკატორი;
  • სერვისის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ტექნიკური მეტამონაცემები.

რეკომენდაცია: გთხოვთ, ჩატში გააზიაროთ ისეთი პერსონალური ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია თქვენი მომართვის  დამუშავებისთვის/გადაწყვეტისთვის.

იდენტიფიკაცია და პერსონალიზებული ინფორმაციის მიწოდება

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ითხოვს მის სერვისთან დაკავშირებულ პერსონალიზებულ ინფორმაციას, მაგთიკომი იყენებს ერთჯერადი კოდის (OTP) გაგზავნის მექანიზმს იმ ტელეფონის ნომერზე, რომელთან დაკავშრებითაც ხორციელდება მომსახურების გაწევა ან/დარომელიც დაკავშირებულია სერვისის შესაბამის ანგარიშთან (საკონტაქტო ნომერი).

OTP კოდის გამოყენება აუცილებელია მომხმარებლის იდენტობის დასადასტურებლად და ემსახურება მონაცემთა უსაფრთხოებას.

მონაცემთა დამუშავების მიზანი

თქვენი მონაცემები მუშავდება მხოლოდ შემდეგი მიზნებისთვის:

  1. მომართვაზე რეაგირება;
  2. ონლაინ კონსულტაციის გაწევა;
  3. სერვისის ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

მნიშვნელოვანია: მონაცემები არ გამოიყენება მომხმარებლის უფლებებთან დაკავშირებული სამართლებრივი ან სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ავტომატურად მისაღებად.

ავტომატური ხასიათი და ადამიანის ჩართულობა

  • AI მაგთიჩატის პასუხები გენერირდება ავტომატურად და არ წარმოადგენს ოპერატორთან (ადამიანთან) უშუალო კომუნიკაციას.
  • ხელოვნური ინტელექტი არ იღებს სამართლებრივ გადაწყვეტილებებს მომხმარებლის უფლებებსა და ვალდებულებებზე და შესაბამისად მისი გამოყენება არ იწვევს რაიმე სახის შედეგებს მომხმარებლისათვის.
  • ონლაინ ჩატის მომსახურებით სარგებლობისას, თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ არჩევანი, ისარგებლოთ AI მაგთიჩატის (ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჩატ-ასისტენტის) მომსახურებით ან დაუკავშირდეთ ოპერატორს (კომპანიის წარმომადგენელს).

პასუხისმგებელი და უფლებამოსილი პირები

  • შპს მაგთიკომი მოქმედებს, როგორც მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი.
  • Google მონაწილეობს მონაცემთა დამუშავების პროცესში, როგორც დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი.
  • თქვენი მონაცემების დამუშავება ხორციელდება  უსაფრთხოების შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური  ზომების გამოყენებით,  მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოში მოქმედი მოთხოვნების  შესაბამისად.

დამატებითი ინფორმაცია Google Cloud-ის მიერ მონაცემთა დამუშავების შესახებ იხილეთ ბმულებზე: