პირდაპირი მარკეტინგი

თუ გსურთ, რომ მაგთიკომისგან  მიიღოთ სარეკლამო შეთავაზებები (SMS შეტყობინებები/ზარები), ჩვენი პროდუქტების, მომსახურებების სიახლეების, აქციების შესახებ აუცილებელია, რომ თქვენგან მივიღოთ თანხმობა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე.

როდესაც თქვენ აფორმებთ ხელშეკრულებას, თანხმობა/უარი პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე შეგიძლიათ განაცხადოთ ხელშეკრულების გაფორმებისას.

თუ ხელშეკრულების გაფორმებისას ან/და სხვა ფორმით,   უკვე დაფიქსირებული გაქვთ თანხმობა ან უარი  პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე და ახლა გსურთ არჩევანის შეცვლა ( თანხმობის გამოხმობა ან/და თანხმობის დაფიქსირება) შეგიძლიათ  უფასოდ და შეუზღუდავად, ისარგებლოთ: USSD კოდით *182#OK


დამატებითი ინფორმაცია

თქვენ მიერ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადებამდე, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ამ პირობებს. თუ თქვენთვის რომელიმე პირობა არ არის ნათელი და მარტივად გასაგები, გთხოვთ ნუ განაცხადებთ თანხმობას და ნებისმიერი პირობის განმარტებისათვის მიმართეთ ცხელ ხაზს, მომსახურების ოფისს ან მაგთიკომის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს.

რას ნიშნავს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე თანხმობა
  • თქვენი თანხმობა გულისხმობს, რომ უფლებას გვაძლევთ თქვენი პერსონალური მონაცემები (მონაცემების კატეგორიები მითითებულია ქვემოთ) დავამუშაოთ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით და მონაცემების დამუშავების შედეგად, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში თქვენ მიიღოთ მაგთიკომის სხვადასხვა სახის სარეკლამო ხასიათის შეტყობინებები/შეთავაზებები;
  • თქვენი თანხმობის შემთხვევაში, შეთავაზებები შესაძლოა მიიღოთ: ტელეფონის ნომერზე შეტყობინების და ხმოვანი ზარების სახით, ელფოსტაზე (თუ ამგვარი მონაცემი მითითებული გაქვთ) ელექტრონული შეტყობინების სახით;  
  • პერსონალურ მონაცემებს, რომელიც პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის  კომპანიის მიერ  შესაძლოა დამუშავდეს, წარმოადგენს:
  • წერილობითი თანხმობის შემთხვევაში -თქვენი სახელი და გვარი, მისამართი, სქესი, დაბადების თარიღი/ასაკი, სააბონენტო ნომერი, ელ-ფოსტის მისამართი, მომსახურების ტიპის და გადახდების შესახებ ინფორმაცია, საკომუნიკაციო ტერმინალური მოწყობილობის ტიპის (მაგ; ტელეფონის მოდელი) და ადგილმდებარეობის (ე.წ. ლოკაციის  მონაცემი) შესახებ ინფორმაცია;
  • USSD კოდის ან სხვა ელექტრონული საშუალებით (არაწერილობითი) გამოხატული თანხმობის შემთხვევაში -თქვენი სახელი და გვარი, მისამართი, სქესი, სააბონენტო ნომერი, ელ-ფოსტის მისამართი.
  • ჩამოთვლილი მონაცემების დამუშავება უზრუნველყოფს თქვენი ინტერესების შესაბამისად, სასურველი კომერციული ინფორმაციის მიღების ეფექტურობას;
  • თანხმობის დაფიქსირებისას მონაცემების ჩამონათვალი მოცემულია შესაბამის ხელშეკრულებაში ან ელექტრონულ საკომუნიკაციო ფორმაში/აპლიკაციაში და შესაძლებლობა გაქვთ გაეცნოთ უშუალოდ თანხმობის დაფიქსირებამდე;
  • თუ თქვენ დაეთანხმებით მაგთიკომისგან შეტყობინებების/შეთავაზებების მიღებას, თქვენ მიიღებთ ინფორმაციას  მაგთიკომის პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ, სიახლეების, მოქმედი თუ ახალი აქციების/შეთავაზებების,  ფასდაკლებების შესახებ  (მაგ. „საკვირველი დღეები“, „MyMagti-ის საათები“ );
  • თქვენ შეგიძლიათ შეუზღუდავად (მრავალჯერადად) და უფასოდ, ნებისმიერ დროს, განახორციელოთ, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით თქვენი პერსონალური მონაცემების  დამუშავებაზე გამოხატული თანხმობის გამოხმობა, ან დათანხმება (თუ თანხმობა არ გაქვთ  გაცხადებული, ან ასეთი თანხმობა გამოხმობილი გაქვთ).
როგორ შეგიძლიათ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე დათანხმება
  • როდესაც თქვენ აფორმებთ ხელშეკრულებას, თანხმობა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე შეგიძლიათ განაცხადოთ ხელშეკრულების გაფორმებისას (შესაბამისი ველის მონიშვნით, კოდის აკრეფით, იმის მიხედვით, თუ რა ფორმით დებთ ხელშეკრულებას);
  • ნებისმიერი ფორმით დასადებ ხელშეკრულებაში მკაფიოდ იქნება მითითებული თქვენი არჩევანის შესაძლებლობა. ასევე იმ პერსონალური მონაცემების ჩამონათვალი, რომელიც პირდაპირი მარკეტინგის მიზნით  შესაძლოა დამუშავდეს კომპანიის მხრიდან, თანხმობის გამოხმობის ფორმის და წესის შესახებ ინფორმაცია.
  • თქვენი არჩევანი არ მოახდენს გავლენას სააბონენტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიღებაზე, რადგან თანხმობა/უარი პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავებაზე  არ წარმოადგენს ხელშეკრულების გაფორმებისთვის აუცილებელ პირობას და მოქმედებს მისგან დამოუკიდებლად.
  • თუ უკვე გაქვთ გაფორმებული ხელშეკრულება და არ გაქვთ გაცხადებული თანხმობა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე, ან გქონდათ დაფიქსირებული თანხმობა და განახორციელეთ თანხმობის გამოხმობა და ახლა გსურთ  მისი დაფიქსირება და კომპანიისგან შეთავაზებების მიღება,  შეგიძლიათ  ისარგებლოთ USSD კოდით - *182#OK.
  • USSD კოდის - *182#OK-  აკრეფის შემდეგ, ეკრანზე მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად შეძლებთ: გაეცნოთ  იმ პერსონალური მონაცემების ჩამონათვალს, რომელიც თანხმობის დაფიქსირების შემთხვევაში შესაძლოა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავდეს კომპანიის მხრიდან, თანხმობის გამოხმობის ფორმის და წესის შესახებ ინფორმაციას და დააფიქსიროთ თქვენი თანხმობა.
როგორ შეგიძლიათ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე უარის თქმა ან უკვე გაცემული თანხმობის გამოხმობა
  • თუ თქვენ უარს იტყვით/გამოიხმობთ უკვე გაცხადებულ თანხმობას პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავებაზე, ჩვენ არ დავამუშავებთ/შევწყვეტთ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მათ დამუშავებას,რა შემთხვევაშიც არ/აღარ მიიღებთ სარეკლამო შეთავაზებებს (SMS შეტყობინებებს/ზარებს), ჩვენი პროდუქტების, მომსახურებების, სიახლეების შესახებ.
  • როდესაც თქვენ აფორმებთ ხელშეკრულებას, უარი პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე (ამ მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნა) შეგიძლიათ განაცხადოთ ხელშეკრულების გაფორმებისას (შესაბამისი ველის მონიშვნით, კოდის აკრეფით, იმის მიხედვით თუ რა ფორმით დებთ ხელშეკრულებას).
  • ნებისმიერი ფორმით დასადებ ხელშეკრულებაში მკაფიოდ იქნება მითითებული თქვენი არჩევანის შესაძლებლობა.
  • თუ უკვე გაქვთ გაფორმებული ხელშეკრულება, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე გაცხადებული გაქვთ თანხმობა ხელშეკრულების გაფორმებისას ან/და სხვა ფორმით და გსურთ მოითხოვოთ ამ მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა (მოახდინოთ თანხმობის გამოხმობა) შეგიძლიათ  უფასოდ და შეუზღუდავად, ისარგებლოთ: USSD კოდით - *182#OK ან თავად სარეკლამო ხასიათის შეტყობინებაში მითითებული წესით, შეტყობინების გაგზავნით - ნომერზე 91521.
  • USSDკოდი- *182#OK- აკრეფის შემდეგ, ეკრანზე მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად, მითითებული ციფრის აკრეფით, შეძლებთ დააფიქსიროთ თქვენი უარი პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე, რაზეც მიიღებთ, თქვენი მოთხოვნის მიღების დამადასტურებელ SMS შეტყობინებასაც.
  • თქვენ ასევე შეგიძლიათ  დააფიქსიროთ უარი თავად სარეკლამო ხასიათის შეტყობინებაში მითითებული წესით. თანხმობის გამოხმობა, რაც გულისხმობს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნას, ზემოაღნიშნული რომელიმე მეთოდის გამოყენებით უნდა მოხდეს   იმ მობილური სააბონენტო ტელეფონის ნომრიდან, რომლის სააბონენტო ანგარიშის ფარგლებშიც, გსურთ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე გაცხადებული თანხმობის გამოხმობა.
  • მაგთიკომის მობილური ნომრიდან თანხმობის გამოხმობა შეეხება მხოლოდ იმ მობილურ სააბონენტო ნომერს, რომლიდანაც დაფიქსირდა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნა.
  • გაითვალისწინეთ,რომ ჩვენ მიერ პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მონაცემების დამუშავების შეწყვეტა არ გულისხმობს, რომ ჩვენ დავბლოკავთ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით სხვა საკომუნიკაციო კომპანიის ქსელიდან გენერირებულ ან კონკრეტული სუბიექტის მიერ მათი პასუხისმგებლობით გაგზავნილ შეტყობინებებს (მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს). ასეთი შეტყობინებების დაბლოკვა თქვენ უნდა განახორციელოთ კონკრეტულ შეტყობინებაში მითითებული წესით.
  • თქვენ მიერ თანხმობის გამოხმობის შემთხვევაში, ჩვენ შევწყვეტთ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით თქვენი მონაცემების დამუშავებას მოთხოვნიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.