სახლის ინტერნეტი და ტელევიზია

ხშირად დასმული შეკითხვები
რა ღირს კრედიტით სარგებლობა?
  • კრედიტით სარგებლობის დღიური საფასურია 0.5 (თანხა დაემატება დღიურ სააბონენტოს);
  • კრედიტით სარგებლობის ვადა - გააქტიურებიდან 10 დღე;
  • კრედიტის გააქტიურება შესაძლებელია ანგარიშზე თანხის ამოწურვიდან პირველი 10 დღის განმავლობაში.

კრედიტი ავტომატურად ითიშება სააბონენტო თანხის სრულად დარიცხვისას, აკლდება მხოლოდ არსებული მინუს ბალანსი და დარჩენილი თანხა ნაწილდება შესაბამისი დღეების რაოდენობაზე.

როგორ შევამოწმო ბალანსი?

ანგარიშის შესამოწმებლად:

  • თუ სარგებლობ მაგთის IP ტელევიზიით, დისტანციური მართვის პულტზე დააჭირე „მწვანე“ ღილაკს, ეკრანზე გამოვა აბონენტის შესახებ ინფორმაცია;
  • სმარტფონში გადმოწერე აპლიკაცია MyMagti და მიიღე სასურველი ინფორმაცია უმარტივესად;
  • საკონტაქტო ნომრიდან აკრიფე კოდი *111# OK - აირჩიე ბალანსი და მიჰყევი ეკრანზე გამოსულ ინსტრუქციას.
რა საშუალებებით არის შესაძლებელი თანხის გადახდა და როგორ გავიგო სააბონენტოს გადახდის თარიღი?
  • ოპტიკური ინტერნეტისა და IP ტელევიზიის სააბონენტო ანგარიშდება 30 კალენდარულ დღეზე და მოქმედებს წინასწარი გადახდის სისტემა, შესაბამისად, თარიღი მონაცვლეობს მიმდინარე თვის კალენდარული დღეების რაოდენობის მიხედვით;
  • თანხის შევსება შესაძლებელია მაგთის ვებგვერდიდან, აპლიკაციიდან MyMagti ან მომსახურების ოფისებში;
  • გადახდა ასევე შესაძლებელია: სწრაფი გადახდის აპარატებით, ინტერნეტ და მობაილ ბანკინგით, საბანკო გადარიცხვით - მოძებნე „მაგთის ოპტიკური ინტერნეტი“.

მომსახურება აღდგება გადახდიდან მაქსიმუმ 30 წუთში.
თანხის ჩარიცხვის სერვისის საფასური და პირობები დამოკიდებულია სერვისის გამწევ კომპანიებზე.

შესაძლებელია თუ არა არასრული სააბონენტო თანხის დარიცხვა?
  • შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ ბალანსს შეავსებ სააბონენტოს ამოწურვამდე, ანუ სერვისის გათიშვამდე;
  • გათიშვის შემთხვევაში კი, სერვისის ჩასართავად აუცილებელია სრული სააბონენტო თანხის ჩარიცხვა.
როგორ ავიღო კრედიტი?
  • თუ სარგებლობ მაგთის IP ტელევიზიით, დისტანციური მართვის პულტზე დააჭირე „მწვანე“ ღილაკს, ეკრანზე გამოვა „კრედიტის გააქტიურება“;
  • სმარტფონში გადმოწერე აპლიკაცია MyMagti და გაიაქტიურე კრედიტი უმარტივესად;
  • საკონტაქტო ნომრიდან დარეკე: 0322 20 05 05
  • კრედიტის ჩართვა შესაძლებელია მომსახურების გათიშვიდან 10 დღის განმავლობაში.
    კრედიტით სარგებლობის ვადაა 10 დღე. 
გადაუხდელობის შემთხვევაში რამდენ ხანში გაუქმდება სერვისი?
  • სერვისი გაუქმდება გათიშვიდან 45 დღეში.
  • ჩართვისას იმოქმედებს სერვისის რეაქტივაციის საფასური.
როგორ გავიგო რა პაკეტებით ვსარგებლობ და შემიძლია თუ არა თავად ცვლილებების განხორციელება?
  • გააქტიურებული პაკატების შემოწმება ან ცვლილება შესაძლებელია აპლიკაციით MyMagti;
  • ასევე, IPTV-ის მენიუში განთავსებული პორტალიდან.
შესაძლებელია თუ არა სერვისის დაპაუზება - დროებით შეჩერება?
  • სერვისის შეჩერება (პაუზა) შესაძლებელია როგორც მხოლოდ ინტერნეტის, ასევე ტელევიზიის ან ორივე სერვისის ერთდროულად;
  • შეჩერების მაქსიმალური ვადაა 360 დღე;
  • მომსახურების საფასური: 30 დღე - 3 ლარი.
  • პაუზის გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს უფასოდ.

გაითვალისწინე, რომ შეუძლებელია მხოლოდ დამატებითი ტელევიზიის დაპაუზება.

როგორ დავაპაუზო მომსახურება?
  • აპლიკაციიდან MyMagti
იმ შემთხვევაში, თუ შევცვალე ან დავკარგე საკონტაქტო ნომერი, რა საშუალებითაა ცვლილება შესაძლებელი?
  • საკონტაქტო ნომრის ცვლილება შესაძლებელია მაგთიკომის ნებისმიერ ოფისში, ნომრის მფლობელის მიერ პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენით;

თუ ნომრის მფლობელი ვერ ახერხებს ოფისში მისვლას, მან უნდა გამოაგზავნოს მოთხოვნა მეილზე: sapretenzio@magticom.ge. იდენტიფიცირებისთვის აუცილებელია, პირადობის დამადასტურებელი საბუთის ფოტოსურათი და მფლობელის ფოტოსურათიც - ხელში პირადობის დამადასტურებელი საბუთით. მეილში აუცილებელია მიუთითოს აბონენტის ნომერი, სახელი და გვარი, ასევე, ახალი საკონტაქტო ნომერი.

შესაძლებელია თუ არა ინტერნეტისა და IP ტელევიზიის გადაფორმება?

დიახ, შესაძლებელია, ამისათვის:

  • ნომრის იურიდიული მფლობელი და გადაფორმების მსურველი, ერთდროულად უნდა გამოცხადდნენ მაგთიკომის მომსახურების ოფისში, დასაშვებია სხვადასხვა ფილიალი. აუცილებელია თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი საბუთი.
  • ასევე, ბინის მფლობელს შეუძლია ავტომატური გადაფორმება განახორციელოს პირადობის მოწმობის და რეესტრის ამონაწერის წარდგენის საფუძველზე. აუცილებელია ბალანსზე თანხა  იყოს განულებული.
  • გადაფორმების საფასური - 10 ლარი.
შემიძლია თუ არა WiFi როუტერის პაროლის შეცვლა?
  • პაროლის შეცვლა შესაძლებელია მარტივად - აპლიკაციიდან MyMagti
    გაიარე რეგისტრაცია სააბონენტო ნომრით და მოძებნე „ტექნიკური პარამეტრები“.