რას ნიშნავს მობილური თაღლითობა
თაღლითობა ზუსტად იმდენი ხანია არსებობს, რამდენიც კაცობრიობა და ზოგადი განმარტებით წარმოადგენს განზრახ ქმედებას პირადი მოგების ან/და სხვისი დაზარალების მიზნით. თუმცა ადამიანის ფანტაზია უსაზღვროა და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად თაღლითობის ცნებაც ფართოვდება და მრავალ განსხვავებულ ფორმას ღებულობს.
თანამედროვე სამყაროში საკმაოდ გავრცელებულია თაღლითობა მობილური კავშირგაბმულობის სფეროში (ე.წ. მობილური თაღლითობა).
მობილური თაღლითების ძირითად მიზანს წარმოადგენს აბონენტებისა და კომპანიების კუთვნილი თანხის არაკანონიერი გზით მითვისება.
თაღლითობის მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი აბონენტი გახდეს!
კომპანია მაგთიკომი, თავისი აბონენტების დაცვით მიზნით, აქტიურად აწარმოებს მობილურ თაღლითებთან ბრძოლის კამპანიას, რაშიც წვლილის შეტანა თითოეულ აბონენტს შეუძლია!
სწორედ თქვენთან თანამშრომლობით არის შესაძლებელი თაღლითობის შემთხვევების აღმოფხვრა, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს აღმოაჩინოს ყოველი ახალი შემთხვევა და ზომები მიიღოს მათ წინააღმდეგ.
კომპანია მაგთიკომის მიზანია მისი აბონენტები არ აღმოჩნდნენ არაკანონიერი და თაღლითური ქმედების მსხვერპლნი.