სიახლეები

10.07.2024

მომხმარებელთა საყურადღებოდ!
გახშირდა სატელეფონო თაღლითობის ფაქტები, რისთვისაც არაკეთილსინდისიერი პირები სხვადასხვა სქემას იყენებენ.

გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე, არ შეავსოთ ელ. ფოსტაში ან SMS-ში მითითებული ბმულები გადახდის განსახორციელებლად, ასევე, არ შეიყვანოთ პერსონალური მონაცემები.
შეეცადეთ ინფორმაცია გადაამოწმოთ პირდაპირ კომპანიასთან, რომლისგანაც შემოგივიდათ შეტყობინება.

თაღლითობის კონკრეტული ფაქტის დაფიქსირებისთანავე, მაგთიკომი იღებს ზომებს და ბლოკავს ასეთ ნომრებს თუ ვებგვერდებს.

არ ენდოთ უცხო წყაროებს გადამოწმების გარეშე!

04.09.2023

გარკვეულ ვებგვერდებზე შესვლისას შეიძლება, მიიღოთ შეტყობინება ცრუ ინფორმაციით, რომ თქვენ გახდით შემთხვევით შერჩეული იღბლიანი მომხმარებელი და მოიგეთ ფულადი პრიზი, რომლის მისაღებადაც გთხოვენ, რომ შეავსოთ გარკვეული კითხვარი. 
ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს!
მაგთიკომი გაფრთხილებთ, რომ ეს თაღლითობის მცდელობაა, ინფორმაცია მოგების შესახებ მცდარია! გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და თქვენს პირად მონაცემებს ნუ გაუზიარებთ უცხო პირებს. 

გაითვალისწინეთ, რომ ინფორმაცია მაგთიკომის გათამაშებებსა და კონკურსებზე ყოველთვის ვრცელდება ჩვენი ოფიციალური Facebook-ისა და ვებგვერდის საშუალებით. 

არ ენდოთ უცხო წყაროებს, გადამოწმების გარეშე!

15.08.2023

გარკვეულ ვებგვერდებზე შესვლისას შეიძლება, მიიღოთ შეტყობინება ცრუ ინფორმაციით, რომ თქვენ გახდით შემთხვევით შერჩეული იღბლიანი მომხმარებელი და მოიგეთ ფულადი პრიზი, რომლის მისაღებადაც გთხოვენ, რომ შეავსოთ გარკვეული კითხვარი. 
ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს!
მაგთიკომი გაფრთხილებთ, რომ ეს თაღლითობის მცდელობაა, ინფორმაცია მოგების შესახებ მცდარია! გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და თქვენს პირად მონაცემებს ნუ გაუზიარებთ უცხო პირებს. 

გაითვალისწინეთ, რომ ინფორმაცია მაგთიკომის გათამაშებებსა და კონკურსებზე ყოველთვის ვრცელდება ჩვენი ოფიციალური Facebook-ისა და ვებგვერდის საშუალებით. 

არ ენდოთ უცხო წყაროებს, გადამოწმების გარეშე!

16.06.2023

ინტერნეტში ან სოციალურ ქსელებში შესაძლოა შეგხვდეთ ცრუ ინფორმაცია, რომელშიც მაგთიკომის სახელით გთავაზობენ დასაქმებას.
ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს! გაფრთხილებთ, რომ ეს თაღლითობის მცდელობაა.
გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და არ ენდოთ უცხო წყაროებს გადამოწმების გარეშე!
გაითვალისწინეთ, რომ ინფორმაცია მაგთიკომში დასაქმების, აქციების, შეთავაზებებისა თუ კონკურსების შესახებ ყოველთვის ვრცელდება მხოლოდ ჩვენი ვებგვერდის საშუალებით. 

30.03.2023

ინტერნეტში ან სოციალურ ქსელებში შესაძლოა, შეგხვდეთ ვებგვერდი, რომელიც გთავაზობთ მაგთიკომისა და სხვა მობილური ოპერატორების პაკეტებს განსხვავებულ ფასად.
ვებგვერდზე ბარათის და პირადი მონაცემების შეყვანის შემთხვევაში ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ თანხა, თუმცა შეძენილი ერთეულები არ გაგიაქტიურდებათ.
გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და არ ენდოთ უცხო წყაროებს გადამოწმების გარეშე!
გაითვალისწინეთ, რომ ინფორმაცია მაგთიკომის აქციების, შეთავაზებებისა, თუ კონკურსების შესახებ ყოველთვის ვრცელდება მხოლოდ ჩვენი ოფიციალური Facebook გვერდისა და ვებგვერდის საშუალებით. 

მაგთიკომის ვებგვერდი: www.magticom.ge 
ვებპორტალი: MyMagti.com
Facebook: fb.com/magti

16.11.2023

გარკვეულ ვებგვერდებზე შესვლისას შეიძლება მიიღოთ შეტყობინება ცრუ ინფორმაციით, რომ თქვენ გახდით შემთხვევით შერჩეული იღბლიანი აბონენტი და მოიგეთ Apple iPhone 14, პრიზის მისაღებად კი ითხოვენ კითხვებზე პასუხის გაცემას.

ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს!

მაგთიკომი გაფრთხილებთ, რომ ეს თაღლითობის მცდელობაა, ინფორმაცია მოგების შესახებ მცდარია. გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და თქვენს პირად მონაცემებს ნუ გაუზიარებთ უცხო პირებს. გაითვალისწინეთ, რომ ინფორმაცია მაგთიკომის გათამაშებებსა და კონკურსებზე ყოველთვის ვრცელდება ჩვენი ოფიციალური Facebook-ისა და ვებგვერდის საშუალებით. არ ენდოთ უცხო წყაროებს გადამოწმების გარეშე!

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადება

2022 წლის 27 აპრილს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, როგორც სატელეფონო კონსულტაციის ფარგლებში ისე ელექტრონული ფოსტისა და სოციალური ქსელის მეშვეობით შეტყობინებით მიმართა არაერთმა პირმა, რომლებიც უთითებენ იდენტური შინაარსის გარემოებებზე.
კერძოდ, მათ „Datacomm“-ის სახელით მიიღეს მოკლე ტექსტური შეტყობინებები, სადაც მითითებულია მათი სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ბმული (ე.წ. „ლინკი“).

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოუწოდებს ყველა პირს, თავი შეიკავონ „Datacomm“-ის სახელით მსგავსი შინაარსის მიღებულ შეტყობინებებში მითითებული არასანდო ბმულის (ე.წ. „ლინკის“) გახსნისაგან, რადგან ბმული შეიძლება შეიცავდეს ვირუსს ან მავნე პროგრამებს (malware, spyware), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თქვენს ელექტრონულ მოწყობილობებში შენახულ პერსონალურ მონაცემებზე უკანონო წვდომა.

მნიშვნელოვანია, თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაიცვათ კიბერუსაფრხოების წესები და თავი შეიკავოთ არასანდო და არაიდენტიფიცირებული შეტყობინებებით (SmS, Email, Messanger…) მიღებული ბმულების (ე.წ. „ლინკები“) გახსნისაგან.

გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ფაქტი შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, 2022 წლის 27 აპრილს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ სამსახურში შემოსული შეტყობინებები წარმოდგენილ თანდართულ ფოტომასალასთან ერთად შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეგზავნა შესაბამისს საგამოძიებო სამსახურს.

სრული ინფორმაცია - https://personaldata.ge/ka/press/post/8127

23.02.2022

ინტერნეტში ან სოციალურ ქსელებში შესაძლოა, შეგხვდეთ მაგთიკომის და სხვა მობილური ოპერატორების გათამაშების ან სხვადასხვა აქციის სარეკლამო ვებგვერდები და პოსტები. 
მიმზიდველ გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად ან სხვადასხვა პაკეტის შესაძენად ითხოვენ SMS-ის გაგზავნას ან დარეკვას მითითებულ ნომერზე.
შესაძლოა, მოითხოვონ პირადი ან საბანკო ბარათის მონაცემების შევსება.
SMS-ის გაგზავნის, დარეკვის ან პირადი მონაცემების შეყვანის შემთხვევაში ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ თანხა, თუმცა ვერც გათამაშებაში მიიღებთ მონაწილეობას და ვერც პაკეტს შეიძენთ!

გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და არ ენდოთ უცხო წყაროებს გადამოწმების გარეშე!
გაითვალისწინეთ, რომ ინფორმაცია მაგთიკომის აქციების, გათამაშებებისა თუ კონკურსების შესახებ ყოველთვის ვრცელდება მხოლოდ ჩვენი ოფიციალური Facebook გვერდისა და ვებგვერდის საშუალებით. 

16.12.2021

ინტერნეტში ან სოციალურ ქსელებში შესაძლოა, შეგხვდეთ მაგთიკომისა და სხვა მობილური ქსელების აქციების შესახებ სარეკლამო ვებგვერდები ან პოსტები. 
გთავაზობენ სხვადასხვა პაკეტს „ძალიან დაბალ ფასში“, რის სანაცვლოდაც ითხოვენ პირადი მონაცემების შევსებას და საბანკო ბარათის მონაცემებს.
მონაცემების შეყვანის შემთხვევაში ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ თანხა, თუმცა პაკეტის შეძენა არ მოხდება!

გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და თქვენს პირად მონაცემებს ნუ გაუზიარებთ უცხო პირებს.

გაითვალისწინეთ, რომ ინფორმაცია მაგთიკომის აქციების, გათამაშებებსა და კონკურსებზე ყოველთვის ვრცელდება მხოლოდ ჩვენი ოფიციალური Facebook-ისა და ვებგვერდის საშუალებით. 

არ ენდოთ უცხო წყაროებს გადამოწმების გარეშე!

03.09.2021

დილიდან ფიქსირდება გამოტოვებული ზარები საერთაშორისო ნომრებიდან, ძირითადად ეთიოპიიდან, რომელთა საწყისი კოდია:

  • 002519

ნუ დარეკავთ მითითებულ ნომრებზე, ეს თაღლითობის მცდელობაა, ნომერი საერთაშრისო მიმართულებისაა და გადარეკვის შემთხვევაში ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ თანხა.
ნომრები უკვე დაბლოკილია, თუმცა სამომავლოდ გირჩევთ, თუ უცხოეთიდან ზარს არ ელოდებით, მოერიდოთ ნებისმიერ უცხო საერთაშორისო ნომერზე გადარეკვას, რათა არ დაზარალდეთ.