სიახლეები

26.04.2020

მაგთიკომის აბონენტებთან დილიდან დაფიქსირდა გამოტოვებული ზარები შემდეგი საერთაშორისო ნომრებიდან,რომელთა საწყისი კოდებია:

338,3246,3490,3705,3712,4367

ნომრები საერთაშორისოა და გადარეკვის შემთხვევაში აბონენტს ჩამოეჭრებოდა ზარის საფასური. აღნიშნული მიმართულებები უკვე დაბლოკილია, თუმცა სამომავლოდ გირჩევთ, თუ უცხოეთიდან ზარს არ ელოდებით, მოერიდოთ ნებისმიერ უცხო საერთაშორისო ნომერზე გადარეკვას, რათა არ დაზარალდეთ.

01.05.2019

დღეს მაგთიკომის აბონენტებთან დაფიქსირდა გამოტოვებული ზარები საერთაშორისო ნომრებიდან: 00381607915121; 00447418350654. გადარეკვის შემთხვევაში აბონენტს ეჭრებოდა საერთაშორისო მიმართულების ღირებულება.მაგთიკომის მხრიდან უკვე შეზღუდულია ამ ნომრებზე ზარები, თუმცა გთხოვთ გამოიჩინოთ სიფრთხილე და უცხო ნომერზე გადარეკვამდე ინფორმაცია გადაამოწმოთ ცხელ ხაზზე.

21.01.2014

საერთაშორისო ნომრებიდან +216631350428, +33413680886, +2522976035 აბონენტებმა მიიღეს სმს სასწრაფოდ გადარეკვის თხოვნით.

ნუ დარეკავთ მითითებულ ნომრებზე, ეს თაღლითობის მცდელობაა, ნომერი საერთაშრისო მიმართულებას წარმოადგენს და საფასური ჩამოგეჭრებათ ანგარიშიდან.

მსგავს შემთხვევებში ინფორმაცია შეგიძლიათ გადაამოწმოთ ცხელ ხაზზე.

18.10.2018

ყიდვის მცდელობისას საბანკო ბარათიდან მოგეჭრებათ თანხა, თუმცა მეგაბაიტებს ვერ მიიღებთ.

გამოიჩინეთ სიფრთხილე და თქვენს პირად მონაცემებს ნუ გაუზიარებთ უცხო პირებს.

10.09.2018

ბოლო დღეებში მაგთიკომის აბონენტებთან დაფიქსირდა გამოტოვებული ზარები საერთაშორისო ნომრებიდან:

0037066537924
0037066620996
0037069753870
0037066620997
0037066620995
0037066620990
0037066620991
0037066620992
0037066620993
009437066620993
009437066620992
009437066620997
009437066620991
00243829945604

ნომრები უცხოურია და გადარეკვის შემთხვევაში ჩამოიჭრებოდა საერთაშორისო ზარის საფასური. აღნიშნული ნომრები უკვე დაბლოკილია, თუმცა გირჩევთ, მოერიდოთ ნებისმიერ უცხო საერთაშორისო ნომერზე გადარეკვას, თუ უცხოეთიდან ზარს არ ელოდებით. კონკრეტულ ნომერთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ცხელ ხაზზე

13.06.2018

დღეს დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ერთ-ერთ საიტზე სტუმრობისას ბრაუზერში ჩნდება შეტყობინება, თითქოს აბონენტის IP მისამართმა გაიმარჯვა შპს „მაგთიკომის“ ლოიალურობის პროგრამაში და საჩუქრად გადაეცემა APPLE IPHONE X, საჩუქრის მისაღებად კი ითხოვენ კითხვარის შევსებას.

მაგთიკომი გაფრთხილებთ, რომ ეს თაღლითობის მცდელობაა: ინფორმაცია მოგების შესახებ მცდარია. გთხოვთ გამოიჩინოთ სიფრთხილე და თქვენს პირად მონაცემებს ნუ გაუზიარებთ უცხო პირებს.

13.03.2018

ბოლო დროს გვხვდება შემთხვევები, როდესაც დაუცველ (non-secure) ან არალიცენზირებულ ვებ-გვერდებზე სტუმრობის შემდეგ ბრაუზერში ჩნდება მუქარის შემცველი შეტყობინება, სადაც მითითებულ ვებ-ანგარიშზე ითხოვენ კონკრეტული თანხის დაუყოვნებლივ ჩარიცხავს.

მაგთიკომი გაფრთხილებთ, არ გადაურიცხოთ თანხა საეჭვო სუბიექტებს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მსგავსი (არალიცენზირებული და დაუცველი) აპლიკაციებით სარგებლობისას ასევე მატულობს მობილური ტელეფონის პროგრამული ვირუსებით დაინფიცირების შანსი და შესაძლოა, მოხდეს თქვენი ბალანსის გაუთვალისწინებელი გახარჯვა - ტელეფონმა შესაძლოა ავტომატურად გააგზავნოს SMS-ი ან განახორციელოს ზარი მოკლე (ფასიან) ნომრებზე ან დაუკავშირდეს ინტერნეტს.

29.01.2018

მაგთიკომის აბონენტებმა საერთაშორისო ნომრიდან 00491631216896 მიიღეს SMS-ი, სადაც ატყობინებდნენ, რომ თითქოს ეროვნულ ლატარიაში გამარჯვებული ადამიანები თავისი მოგებიდან მათ ჩუქნიან 400000 გირვანქას და სთხოვდნენ მეილზე დაკავშირებას.

გაფრთხილებთ, რომ ეს თაღლითობის მცდელობაა: ინფორმაცია მოგების შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს. გთხოვთ გამოიჩინოთ სიფრთხილე, თქვენს პირად მონაცემებს ნუ გაგზავნით SMS-ში მითითებულ მისამართზე და უცხო ნომრებთან დაკავშირებამდე ინფორმაცია გადაამოწმეთ მაგთიკომის ცხელ ხაზზე.

ზემოთ მითითებული ნომერი წარმოადგენს საერთაშორისო მიმართულებას, და მასზე დარეკვის ან SMS-ის გაგზავნის შემთხვევაში თანხა ჩამოიჭრება თქვენი ანგარიშიდან.

31.07.2017

მაგთიკომის აბონენტებთან დაფიქსირდა გამოტოვებული ზარები შემდეგი საერთაშორისო ნომრებიდან:

0067570894048; 0067570894045; 0067570894046

ნომრები საერთაშორისოა და გადარეკვის შემთხვევაში აბონენტს ჩამოეჭრებოდა ზარის საფასური. აღნიშნული მიმართულებები უკვე დაბლოკილია, თუმცა სამომავლოდ გირჩევთ, თუ უცხოეთიდან ზარს არ ელოდებით, მოერიდოთ ნებისმიერ უცხო საერთაშორისო ნომერზე გადარეკვას, რათა არ დაზარალდეთ.

04.05.2016

მაგთიკომის აბონენტებმა საერთაშორისო ნომრიდან +576129000 მიიღეს ტექსტური შეტყობინება, თითქოს მათ მემკვიდრეობით ერგოთ 500 000 დოლარი და სთხოვდნენ SMS-ში მითითებულ მეილზე დაკავშირებას.

გთხოვთ, მსგავს შემთხვევებში გამოიჩინოთ სიფრთხილე და ნუ გასცემთ პირად მონაცემებს უცხო პირებზე, თანაც, ნომერზე გადარეკვის შემთხვევაში საერთაშორისო ზარის საფასური ჩამოგეჭრებათ ანგარიშიდან.