სიახლეები

29.01.2018

მაგთიკომის აბონენტებმა საერთაშორისო ნომრიდან 00491631216896 მიიღეს SMS-ი, სადაც ატყობინებდნენ, რომ თითქოს ეროვნულ ლატარიაში გამარჯვებული ადამიანები თავისი მოგებიდან მათ ჩუქნიან 400000 გირვანქას და სთხოვდნენ მეილზე დაკავშირებას.

გაფრთხილებთ, რომ ეს თაღლითობის მცდელობაა: ინფორმაცია მოგების შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს. გთხოვთ გამოიჩინოთ სიფრთხილე, თქვენს პირად მონაცემებს ნუ გაგზავნით SMS-ში მითითებულ მისამართზე და უცხო ნომრებთან დაკავშირებამდე ინფორმაცია გადაამოწმეთ მაგთიკომის ცხელ ხაზზე.

ზემოთ მითითებული ნომერი წარმოადგენს საერთაშორისო მიმართულებას, და მასზე დარეკვის ან SMS-ის გაგზავნის შემთხვევაში თანხა ჩამოიჭრება თქვენი ანგარიშიდან.

31.07.2017

მაგთიკომის აბონენტებთან დაფიქსირდა გამოტოვებული ზარები შემდეგი საერთაშორისო ნომრებიდან:

0067570894048; 0067570894045; 0067570894046

ნომრები საერთაშორისოა და გადარეკვის შემთხვევაში აბონენტს ჩამოეჭრებოდა ზარის საფასური. აღნიშნული მიმართულებები უკვე დაბლოკილია, თუმცა სამომავლოდ გირჩევთ, თუ უცხოეთიდან ზარს არ ელოდებით, მოერიდოთ ნებისმიერ უცხო საერთაშორისო ნომერზე გადარეკვას, რათა არ დაზარალდეთ.

04.05.2016

მაგთიკომის აბონენტებმა საერთაშორისო ნომრიდან +576129000 მიიღეს ტექსტური შეტყობინება, თითქოს მათ მემკვიდრეობით ერგოთ 500 000 დოლარი და სთხოვდნენ SMS-ში მითითებულ მეილზე დაკავშირებას.

გთხოვთ, მსგავს შემთხვევებში გამოიჩინოთ სიფრთხილე და ნუ გასცემთ პირად მონაცემებს უცხო პირებზე, თანაც, ნომერზე გადარეკვის შემთხვევაში საერთაშორისო ზარის საფასური ჩამოგეჭრებათ ანგარიშიდან.

22.02.2016

მაგთიკომის აბონენტებთან დაფიქსირდა გამოტოვებული ზარები შემდეგი საერთაშორისო ნომრებიდან:

00905312857405,00905312857408,00905312857420,00905312857421,00905312857423, 00905312857437, 00905312857449, 00905312857461, 00905312857466, 00905312857472, 00905312857481, 00905312857494.

ნომრები უცხოურია და გადარეკვის შემთხვევაში აბონენტს ჩამოეჭრებოდა ზარის საფასური. აღნიშნული ნომრები უკვე დაბლოკილია, თუმცა გირჩევთ, თუ უცხოეთიდან ზარს არ ელოდებით, მოერიდოთ ნებისმიერ უცხო საერთაშორისო ნომერზე გადარეკვას.

კონკრეტულ ნომერთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ცხელ ხაზზე.

30.10.2014

მაგთიკომის აბონენტებმა მიიღეს შეტყობინება, რომლის გამომგზავნად ფიქსირდებოდა magti, შემდეგი სახის ტექსტით: "გამარჯობა ძვირფასო აბონენტო, თქვენ გახდით მაგთიკომის გამარჯვებული. თქვენ მოიგეთ ფულადი პრიზი 5000 gel. info 322170000". გაფრთხილებთ, რომ ეს თაღლითობაა, მსგავსი ინფორმაცია ყოველთვის გადაამოწმეთ ცხელ ხაზზე.

29.10.2014

მაგთიკომის აბონენტებმა საერთაშორისო ნომრებიდან 0021628761675 , 0021628761676, 00905488208616, 00905428767950 მიიღეს SMS, სადაც ატყობინებდნენ თანხის მოგების შესახებ. გაფრთხილებთ, რომ ეს თაღლითობის მცდელობაა: ინფორმაცია მოგების შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს და გათვლილია ანგარიშიდან საერთაშორისო ზარის საფასურის ჩამოჭრაზე, იმ შემთხვევაში თუ აბონენტი შეეცდება ამ ნომრებთან დაკავშირებას. გთხოვთ გამოიჩინოთ სიფრთხილე, თქვენს პირად მონაცემებს ნუ გაგზავნით SMS-ში მითითებულ მისამართზე და უცხო ნომრებთან დაკავშირებამდე ინფორმაცია შეამოწმოთ მაგთიკომის ცხელ ხაზზე.

29.09.2014

მაგთიკომი გაფრთხილებთ თაღლითობის შემთხვევის შესახებ: ჩვენმა აბონენტებმა ნომრებიდან 0050944911307, 0050944911308, 0050944911309 მიიღეს შეტყობინება სასწრაფოდ გადარეკვის თხოვნით. მითითებული ნომრები საერთაშორისო მიმართულებას წარმოადგენენ და მასზე დარეკვის შემთხვევაში ანგარიშიდან თანხა ჩამოგეჭრებოდათ. მაგთიკომმა აღნიშნულ ნომრებზე ზარები და სმს უკვე შეზღუდა. გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და უცხო ნომრებთან დაკავშირებამდე ინფორმაცია გადაამოწმოთ ცხელ ხაზზე, რათა არ დაზარალდეთ.

18.06.2014

ჩვენმა აბონენტებმა საერთაშორისო ნომრებიდან 387603483551, 38763836025, 38766169332, 38766396111, 387603483231 მიიღეს შეტყობინება სასწრაფოდ გადარეკვის თხოვნით. გირჩევთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე, ნუ მოახდენთ რეაგირებას უცნობი ნომრებიდან შემოსულ მსგავსი ხასიათის სმს-ებზე, რათა არ მოხდეს თქვენი თანხის გაუთვალისწინებელი ხარჯვა. მითითებული ნომრები საერთაშორისო მიმართულებას წარმოადგენენ და მასზე დარეკვის შემთხვევაში ანგარიშიდან თანხა ჩამოგეჭრებოდათ. მაგთიკომმა აღნიშნულ ნომრებზე ზარები და სმს უკვე შეზღუდა.

28.05.2014

მაგთიკომის აბონენტებთან დაფიქსირდა გამოტოვებული ზარები საერთაშორისო ნომრებიდან: 218912126285, 218911873180, 218924191851, 218911871570. ნომრები უცხოურია და გადარეკვის შემთხვევაში ჩამოიჭრებოდა ზარის საფასური. აღნიშნული ნომრები უკვე დაბლოკილია, თუმცა გირჩევთ, მოერიდოთ ნებისმიერ უცხო საერთაშორისო ნომერზე გადარეკვას, თუ უცხოეთიდან ზარს არ ელოდებით. კონკრეტულ ნომერთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ცხელ ხაზზე.

19.05.2014

გაცნობებთ, რომ დაფიქსირდა მავნებლობის შემთხვევები: მაგთიკომის რამდენიმე აბონენტის მობილურზე უცნობი და ნაცნობი ნომრებიდანაც შევიდა შეტყობინება, სადაც იუწყებოდნენ (რუსულენოვანი ტექსტით), რომ ლინკით აგზავნიან ფოტოს. ლინკზე დაჭერის შემთხვევაში კი აქტიურდებოდა ვირუსი, და აბონენტის ტელეფონში ჩაწერილ ყველა საკონტაქტო ნომერზე ავტომატურად იგზავნებოდა ეს შეტყობინება, შესაბამისად, აბონენტის ანგარიშიდან თანხა იჭრებოდა. გირჩევთ, რომ მსგავსი შეტყობინებები ლინკის გაუხსნელად წაშალოთ.