სიახლეები
19.05.2014
გაცნობებთ, რომ დაფიქსირდა მავნებლობის შემთხვევები: მაგთიკომის რამდენიმე აბონენტის მობილურზე უცნობი და ნაცნობი ნომრებიდანაც შევიდა შეტყობინება, სადაც იუწყებოდნენ (რუსულენოვანი ტექსტით), რომ ლინკით აგზავნიან ფოტოს. ლინკზე დაჭერის შემთხვევაში კი აქტიურდებოდა ვირუსი, და აბონენტის ტელეფონში ჩაწერილ ყველა საკონტაქტო ნომერზე ავტომატურად იგზავნებოდა ეს შეტყობინება, შესაბამისად, აბონენტის ანგარიშიდან თანხა იჭრებოდა. გირჩევთ, რომ მსგავსი შეტყობინებები ლინკის გაუხსნელად წაშალოთ.
28.04.2014
თუ თქვენ დაგირეკეს საზღვარგარეთიდან, მაგრამ ნომერი დაფიქსირდა, როგორც ადგილობრივი და არა საერთაშორისო, გთხოვთ ასეთი ნომრების შესახებ შეგვატყობინოთ ცხელ ხაზზე ან მოგვწეროთ, რათა აღვკვეთოთ მსგავსი შემთხვევები. მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის.
17.04.2014
ჩვენმა აბონენტებმა საერთაშორისო ნომრებიდან 447736370906 და 447736371058 მიიღეს ინგლისურენოვანი შეტყობინება, სადაც აცნობებდნენ 1.500,00 ფუნტის მოგების შესახებ.
გაფრთხილებთ, რომ ეს თაღლითობაა: ინფორმაცია მოგების შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს და გათვლილია ანგარიშიდან საერთაშორისო ზარის საფასურის ჩამოჭრაზე.
მაგთიკომის მხრიდან უკვე შეზღუდულია ამ კონკრეტული ნომრებიდან შეტყობინებაც და მათზე დარეკვაც. თუმცა, გთხოვთ გამოიჩინოთ სიფრთხილე და უცხო ნომერზე გადარეკვამდე ინფორმაცია შეამოწმოთ ცხელ ხაზზე.
17.04.2014
გაფრთხილებთ თაღლითობის მორიგი შემთხვევის შესახებ: აბონენტებს მაგთიკომის კერძო ნომრებიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ მათ გაიმარჯვეს მაგთის გათამაშებაში, მაგრამ პრიზის მისაღებად საჭირო იყო თანხის ჩარიცხვა კონკრეტული ნომრების ანგარიშებზე.
გაითვალისწინეთ, რომ ეს თაღლითობის მცდელობაა, მაგთიკომს ამ ეტაპზე არანაირი გათამაშება არ აქვს. ნუ ენდობით კერძო პირებს, რომლებიც ამა თუ იმ საბაბით ცდილობენ თანხის გამოძალვას. მაგთიკომის მხრიდან უკვე შეზღუდულია ამ კონკრეტული ნომრებიდან ზარები, თუმცა, გთხოვთ გამოიჩინოთ სიფრთხილე და მსგავსი ინფორმაცია გადაამოწმოთ ცხელ ხაზზე.
25.03.2014
მაგთიკომი გაფრთხილებთ თაღლითობის მორიგი შემთხვევის შესახებ: თუ მობილურზე დაგხვდებათ გამოტოვებული ზარი ან სმს დარეკვის თხოვნით, ნომრებიდან 22478222219; 21621070570; 212616027816; 16644112010, თავი შეიკავეთ დაკავშირებისგან, ვინაიდან ეს არის საერთაშორისო მიმართულება.
გთხოვთ გამოიჩინოთ სიფრთხილე და უცხო ნომრებთან დაკავშირებამდე ინფორმაცია გადაამოწმოთ ცხელ ხაზზე, რათა არ დაზარალდეთ.
11.03.2014
აბონენტებმა ნომრებიდან 380946509894, 380946509274, 380946509265 მიიღეს შეტყობინება სასწრაფოდ გადარეკვის თხოვნით. გადარეკვის შემთხვევაში ირთვებოდა ავტომოპასუხე, რომელიც თანხის მოგების შესახებ იუწყებოდა და დროის გაყვანაზე იყო ორიენტირებული. გაფრთხილებთ, რომ ეს თაღლითობაა: ინფორმაცია მოგების შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს და გათვლილია ანგარიშიდან საერთაშორისო ზარის საფასურის ჩამოჭრაზე.
მაგთიკომის მხრიდან უკვე შეზღუდულია ამ კონკრეტული ნომრებიდან შეტყობინებაც და მათზე დარეკვაც. თუმცა, გთხოვთ გამოიჩინოთ სიფრთხილე და უცხო ნომერზე გადარეკვამდე ინფორმაცია შეამოწმოთ ცხელ ხაზზე.
04.03.2014
აბონენტებს მობილურზე ხვდებოდათ გამოტოვებული ზარები საერთაშორისო ნომრებიდან: 0056711971629, 0056711971158, 0056711971035, 0056711972634, გადარეკვის შემთხვევაში კი ეჭრებოდათ საერთაშორისო მიმართულების ღირებულება.
მაგთიკომის მხრიდან უკვე შეზღუდულია ამ ნომრებიდან ზარები, თუმცა გთხოვთ გამოიჩინოთ სიფრთხილე და უცხო ნომერზე გადარეკვამდე ინფორმაცია გადაამოწმოთ ცხელ ხაზზე.
26.02.2014
აბონენტებმა საერთაშორისო ნომრიდან +839301259064 მიიღეს სმს, სადაც ითხოვდნენ სასწარფოდ გადაერეკათ ნომერზე 00247850021. გთხოვთ გამოიჩინოთ სიფრთხილე, ნუ მოახდენთ რეაგირებას მსგავსი ხასიათის სმს-ებზე, რათა არ მოხდეს თქვენი ავანსის გაუთვალისწინებელი ხარჯვა. მითითებული ნომერი წარმოადგენს საერთაშორისო მიმართულებას, და მასზე დარეკვის შემთხვევაში თანხის ჩამოჭრა მოხდება თქვენი ანგარიშიდან.
14.02.2014
ბოლო ხანს გახშირდა +371 და +372 ინდექსით დაწყებული საერთაშორისო ნომრებიდან აბონენტებთან სმს-ები პრიზების მოგების შეტყობინებით და გადარეკვის თხოვნით. გვინდა გაგაფრთხილოთ, რომ ეს არის თაღლითობის მცდლობა: გადარეკვის შემთხვევაში თანხა ზარის წამოწყებისთანავე ჩამოიჭრება ანგარიშიდან. გთხოვთ გამოიჩინოთ სიფთხილე, ნუ მოახდენთ რეაგირებას მსგავსი ხასიათის სმს-ებზე, რათა არ მოხდეს თქვენი ავანსის გაუთვალისწინებელი ხარჯვა.
11.02.2014
მაგთიკომის აბონენტებმა საერთაშორისო ნომრებიდან 37127918018, 37127912931, 37270103553, 37270103552 მიიღეს სმს, სადაც ატყობინებდნენ თანხის მოგების შესახებ და სთხოვდნენ გადარეკვას. გაფრთხილებთ, რომ ეს თაღლითობის მცდელობაა, ნუ დარეკავთ მითითებულ ნომრებზე, ისინი საერთაშორისო მიმართულებას წარმოადგენენ და ზარის საფასური ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ. მაგთიკომის მხრიდან უკვე შეიზღუდა ამ ნომრებიდან აბონენტებთან სმს-ების გამოგზავნა. მსგავსი ინფორმაცია შეგიძლიათ გადაამოწმოთ მაგთიკომის ცხელ ხაზზე.