სიახლეები
03.02.2014
საერთაშორისო ნომრებიდან 37168918072; 22470321630; 37168918258; 37168918061; 33413680886 აბონენტებმა მიიღეს სმს გადარეკვის თხოვნით. ეს თაღლითობის მცდელობაა, ნუ დარეკავთ მითითებულ ნომრებზე, ისინი საერთაშორისო მიმართულებას წარმოადგენენ და ზარის საფასური ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ. მსგავსი ინფორმაცია შეგიძლიათ გადაამოწმოთ მაგთიკომის ცხელ ხაზზე.
17.01.2014
აბონენტებმა მიიღს ტექსტური შეტყობინება საერთაშორისო ნომრიდან +447879347167, თითქოს მათ მოიგეს გაეროს ჯილდო - 4 მილიონი ევრო, და ითხოვდნენ პირადი მონაცემების მიწოდებას.
გთხოვთ, მსგავს შემთხვევებში გამოიჩინოთ სიფრთხილე და ნუ გასცემთ პირად მონაცემებს უცხო პირებზე, თანაც, ამ ნომერზე გადარეკვის შემთხვევაში საერთაშორისო ზარის საფასური ჩამოგეჭრებათ ანგარიშიდან.
10.01.2014
საერთაშორისო ნომრიდან 37127918010 აბონენტებმა მიიღეს სმს სასწრაფოდ გადარეკვის თხოვნით. გთხოვთ, ნუ დარეკავთ მითითებულ ნომერზე, ეს თაღლითობის მცდელობაა, ნომერი საერთაშრისო მიმართულებას წარმოადგენს და საფასური ჩამოგეჭრებათ ანგარიშიდან. მსგავს შემთხვევებაში ინფორმაცია შეგიძლიათ გადაამოწმოთ ცხელ ხაზე დარეკვით.
14.11.2013
საერთაშორისო ნომრიდან (447459381984) მაგთის აბონენტებმა მიიღეს სმს–ები, რომლებიც ადრესატებს თანხის მოგებას აუწყებდნენ. ეს შემთხვევა თაღლითობის მცდელობაა და აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. გთხოვთ, ნუ დარეკავთ სმს–ში მითითებულ ნომერზე, იგი საერთაშორისო მიმართულებას წარმოადგენს და საფასური ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ. ასევე, ნუ გაგზავნით წერილს ტექსტში მითითებულ მისამართზე.
30.04.2013
საერთაშორისო ნომრებიდან 95525200041, 95525200042, 95525200043, 95525200044, 95525200045 მაგთის აბონენტებთან დაფიქსირდა შემავალი ზარები (აბონენტებს ხვდებოდათ გამოტოვებული ზარები). გთხოვთ, ნუ გადარეკავთ ასეთ ნომრებზე, რადგან ეს უცხოურია ნომრები და ზარის საფასური ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ. კონკრეტულ ნომერთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ მაგთის ცხელ ხაზზე.
20.06.2012
რამდენიმე საერთაშორისო ნომრიდან (00353862117720, 00353862116586, 00353862111841 ა.შ) მაგთის აბონენტებმა მიიღეს სმს–ები, რომლებიც ადრესატებს თანხის მოგებას აუწყებდნენ. ეს შემთხვევა თაღლითობის მცდელობაა და აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. გთხოვთ, ნუ დარეკავთ სმს–ში მითითებულ ნომერზე, იგი საერთაშორისო მიმართულებას წარმოადგენს და საფასური ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ. ასევე, ნუ გაგზავნით წერილს ტექსტში მითითებულ მისამართზე.
10.05.2012
საერთაშორისო ნომრებიდან 00248989302, 00248989303, 00248989323 მაგთის აბონენტებთან დაფიქსირდა შემავალი ზარები, როდესაც ავტომატი უცხო ენაზე შეტყობინებას ტოვებდა. ყველაზე ხშირად აბონენტებს გამოტოვებული ზარები ხვდებოდათ, რადგან ეს შემთხვევები ღამის განმავლობაში დაფიქსირდა.
გთხოვთ, ნუ გადარეკავთ ასეთ ნომრებზე, რადგან ეს ნომრები უცხოურია და საფასური ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ. ზევით აღნიშნული ნომრები ამჟამად ჩაკეტილია და მაგთის აბონენტებისათვის ზიანის მოტანას ვერ შეძლებს, თუმცა მოერიდეთ ნებისმიერ უცხო საერთაშორისო ნომერზე გადარეკვას, თუ უცხოეთიდან ზარს არ ელოდებით.
კონკრეტულ ნომერთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ მაგთის ცხელ ხაზზე.
07.07.2011
საერთაშორისო ნომრიდან 00393891405876 მაგთის აბონენტებმა მიიღეს სმს–ები, რომლებიც ადრესატებს 270 000 ფუნტის მოგებას აუწყებდნენ და თანხის მისაღებად მომხმარებლის საკონტაქტო ინფორმაციას ითხოვდნენ. ეს შემთხვევა თაღლითობის მცდელობაა და სიმართლეს არ შეესაბამება. გთხოვთ ნუ გადარეკავთ გამომგზავნელ ნომერზე, ის საერთაშორისო მიმართულებას წარმოადგენს და საფასური ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ. ასევე ნუ გააგზავნით საკონტაქტო ინფორმაციას ტექსტში მითითებულ მისამართზე.
10.03.2011
საერთაშორისო ნომრიდან 447031835929 მაგთის აბონენტებმა მიიღეს სმს–ები, რომლებიც ადრესატებს 500 000 ფუნტის მოგებას აუწყებდნენ. ეს შემთხვევა თაღლითობის მცდელობაა და აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. გთხოვთ ნუ გადარეკავთ გამომგზავნელ ნომერზე, ის საერთაშორისო მიმართულებას წარმოადგენს და საფასური ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ. ასევე ნუ გააგზავნით წერილს ტექსტში მითითებულ მისამართზე.
17.11.2010
სელფის ნომრიდან 871509912 შემოვიდა სმს–ები მაგთის აბონენტებთან, სადაც თავაზობენ ახალ აქციაში ჩართვას, რომლის აქტივაციისათვის საჭიროა გარკვეული ნომრის აკრეფა.
აღნიშნული შემოთავაზება სინამდვილეს არ შეესაბამება და თაღლითობის მცდელობაა, მითითებული ნომრის აკრეფის შემთხვევაში თანხა ჩაერიცხება თაღლითს.
ნუ ენდობით მსგავსი ტიპის შემოთავაზებას, უკიდურეს შემთხვევაში გადაამოწმეთ მაგთის საინფორმაციო ცენტრში.