ჩვენი რეკომენდაციები
უსაფრთხოების დაცვის მიზნით სასურველია გავითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:საშუალებით.
- არ გადავრეკოთ ჩვენთვის უცნობ ნომერზე;
- არ მივაწოდოთ უცნობ პიროვნებებს პირადი ინფორმაცია;
- არ მივიღოთ ბლუთუსით ინფორმაცია უცნობი გამომგზავნისგან;
- არ ვანდოთ ტელეფონის აპარატი უცნობ პიროვნებას;
- არ ვანდოთ უცხო პიროვნებას (მათ შორის ხელოსანს) საკუთარი სიმ–ბარათი;
- არ დავეთანხმოთ არანაირ შემოთავაზებას რომელიც მაგთისგან არ არის და მაგთის ნომერთან არის დაკავშირებული;
- ნებისმიერი საეჭვო შემოთავაზება გადავამოწმოთ კომპანია მაგთიკომის ცხელ ხაზზე;
მაგთიკომი მოგმართავთ თხოვნით:საშუალებით.
ნებისმიერი თაღლითობის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში გთხოვთ ინფორმაცია მოგვაწოდოთ კომპანია მაგთიკომის თაღლითობასთან ბრძოლის განყოფილებას, სპეციალური ფორმის შევსების ან საკონტაქტო ინფორმაციის გვერდზე მითითებული ნომრების საშუალებით.