ინტერნეტ ფილტრი

„ინტერნეტ ფილტრი“ საშუალებას გაძლევთ, დაბლოკოთ არასასურველი ინტერნეტგვერდები წინასწარ განსაზღვრული კატეგორიების მიხედვით და ამით მეტად უსაფრთხო გახადოთ ინტერნეტი თქვენი ოჯახის წევრებისთვის.

„ინტერნეტ ფილტრის“ გააქტიურება უფასოა.

მის გააქტიურებას შეძლებს მხოლოდ ნომრის იურიდიული მფლობელი ან ნომრის მფლობელის წარმომადგენელი.

კატეგორიის ასარჩევად სავალდებულოა წინასწარ იდენტიფიცირების გავლა, ან მომსახურების ოფისში განაცხადის გაკეთება.

„ინტერნეტ ფილტრით“ სარგებლობა შესაძლებელია, როგორც მაგთიკომის ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტზე, ისე - მობილურ ქსელზე.

ინტერნეტგვერდების შეზღუდვა შესაძლებელია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

კატეგორიები
18 წლამდე შეუფერებელია
15 წლამდე შეუფერებელია
12 წლამდე შეუფერებელია
7 წლამდე შეუფერებელია

ასაკობრივი კატეგორიების ვებგვერდების სიის შედგენა/განახლებას ახორციელებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და განთავსდება ვებ-გვერდზე.

სასურველი კატეგორიის არჩევის შემდგომ საჭირო იქნება მოწყობილობის (კომპიუტერი, როუტერი, მობილური ტელეფონი და ა.შ.) გადატვირთვა.

ინტერნეტ ფილტრის გააქტიურება

  • აპლიკაციით MyMagti
  • მაგთის ნებისმიერ ოფისში

ინტერნეტ ფილტრის სარგებლობის წესები და პირობები იხილეთ აქ.