პორტალით სარგებლობის წესები

  1. 1. სარგებლობის წესები
    1. 1.1 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მაგთიკომი“, საიდ. კოდი: 204876606, მისამართი: ქ. თბილისი, 0186 ა. პოლიტკოვსკაიას N7 (შემდგომში - ოპერატორი), საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ პორტალით www.mymagti.com (შემდგომში - „პორტალი“), წინამდებარე პორტალით სარგებლობის წესების (შემდგომში - სარგებლობის წესები) შესაბამისად.
    2. 1.2 პორტალი არის ოპერატორის შექმნილი თვითმომსახურების პროგრამა, რომლის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და დისტანციურად მიიღოთ სხვადასხვა სახის ინფორმაცია, განახორციელოთ მომსახურებების შეძენა, მომსახურების საფასურის გადახდა და სხვა სახის ქმედებები.
    3. 1.3 პორტალით სარგებლობისათვის თქვენ უნდა დაეთანხმოთ წინამდებარე სარგებლობის წესებს. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ სარგებლობის წესებზე დათანხმებით, თქვენ ასევე გაცნობილი ხართ და ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალობის პოლიტიკას. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ გაეცნოთ კონფიდენციალობის პოლიტიკას, რომელიც განთავსებულია ჩვენს ვებ-გვერდზე: www.magticom.ge/ka/useful-info/privacy-policy.
    4. 1.4 პორტალით სარგებლობა შეგიძლიათ თუ თქვენ გაქვთ ოპერატორის მიერ გაცემული სააბონენტო ნომერი (შემდგომში - „სააბონენტო ნომერი“) ან ოპერატორის მიერ მინიჭებული მომსახურების საიდენტიფიკაციო ნომერი - UID (შემდგომში - „საიდენტიფიკაციო ნომერი“).
  2. 2. პორტალზე რეგისტრაცია და ავტორიზაცია
    1. 2.1 პორტალზე (თავდაპირველი) რეგისტრაცია ხორციელდება, პორტალზე განთავსებული ინსტრუქციის შესაბამისად სააბონენტო ნომრის ან საიდენტიფიკაციო ნომერის („Login“) პორტალის შესაბამის ველში შეყვანის გზით. თქვენს მიერ მითითებულ სააბონენტო ნომერზე, ხოლო საიდენტიფიკაციო ნომრით რეგისტრაციის შემთხვევაში, ამ საიდენტიფიკაციო ნომრის ქვეშ არსებულ მომსახურებასთან დაკავშირებით თქვენ მიერ რეგისტრირებულ საკონტაქტო მობილურ ნომერზე (შემდგომში - „საკონტაქტო ნომერი“) მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას აქტივაციის კოდით (შემდგომში - აქტივაციის კოდი). შემდგომ ეტაპზე, პორტალზე აქტივაციის კოდის შესაბამის ველში შეყვანის გზით თქვენ არჩევთ თქვენთვის სასურველ პაროლს, რომელიც გულისხმობს რეგისტრაციის დასრულებას.
    2. 2.2 რეგისტრაციის შემდგომ, თითოეულ შემთხვევაში პორტალით სარგებლობისათვის, პორტალზე განთავსებული ინსტრუქციის შესაბამისად თქვენ დაგჭირდებათ ავტორიზაციის გავლა შერჩეული პაროლის გამოყენებით.
    3. 2.3 პორტალზე თქვენი ავტომატური რეგისტრაცია და ავტორიზაცია, Login-ის გარეშე ხორციელდება იმ შემთხვევაში თუ თქვენ პორტალზე წვდომას ახორციელებთ (ა) სააბონენტო ნომრით ოპერატორის მობილური ინტერნეტის გამოყენებით ან (ბ) ოპერატორის მიერ თქვენთვის რეგისტრირებული IP მისამართით ოპერატორის ინტერნეტ მომსახურებით სარგებლობისას. ამასთან, თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოახდინოთ ავტომატური ავტორიზაციის გაუქმება და ხელახალი ჩართვა.
    4. 2.4 ოპერატორის ინტერნეტ მომსახურების სარგებლობისას საკონტაქტო ნომერი წარმოადგენს ოპერატორის მხრიდან თქვენთან დასაკავშირებელ თქვენ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ისეთ მობილურ სატელეფონო ნომერს, რომელზეც შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით აქტივაციის კოდის და სატელეფონო ზარის მიღება. ოპერატორის ინტერნეტ მომსახურების მისაღებად თქვენი საკონტაქტო ნომერი ინახება ოპერატორის მონაცემთა ბაზაში. ოპერატორის მონაცემთა ბაზაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე აქტივაციის კოდის გაგზავნა მიიჩნევა რომ ის გამოგზავნილია თქვენთვის. თქვენი მხრიდან საკონტაქტო ნომრის ცვლილების შემთხვევაში, აღნიშნული დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოთ ოპერატორს.
    5. 2.5 პორტალზე საიდენტიფიკაციო ნომრით რეგისტრაციისას შესაძლებელია მხოლოდ ამ საინდეტიფიკაციო ნომრის ქვეშ არსებულ მომსახურებებთან დისტანციური წვდომა და მათი ნებადართული მართვა. აღნიშნული პირობა არ ზღუდავს სარგებლობის წესების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ სააბონენტო ნომრის/საიდენტიფიკაციო ნომრის დამატების უფლებას.
  3. 3. პორტალზე დამატებითი სააბონენტო ნომრის და საიდენტიფიკაციო ნომრის დამატება
    1. 3.1 პორტალზე დამატებითი სააბონენტო ნომრის ან საიდენტიფიკაციო ნომრის გააქტიურება ხორციელდება პორტალზე არსებულ შესაბამის ველში ამგვარი დამატებითი სააბონენტო ნომრის ან საიდენტიფიკაციო ნომრის შეყვანის მეშვეობით, რა შემთხვევაშიც ასეთ დამატებით სააბონენტო ნომერზე, ხოლო საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით შემთხვევაში, მის საკონტაქტო ნომერზე იგზავნება აქტივაციის კოდი. ამ საშუალებით მიღებული აქტივაციის კოდის პორტალის შესაბამის ველში შეყვანის გზით თქვენ საშუალება გაქვთ მოახდინოთ ასეთი დამატებითი სააბონენტო ნომრის ან საიდენტიფიკაციო ნომრის და მათ ქვეშ არსებული მომსახურებების შესახებ დისტანციურად მიიღოთ სხვადასხვა სახის ინფორმაცია და ასევე განახორციელოთ შესაბამისი მომსახურებების შეძენა, მომსახურების საფასურის გადახდა და სხვა სახის ქმედებების შესრულება.
    2. 3.2 პორტალზე გააქტიურებული დამატებითი სააბონენტო ნომრის ან საიდენტიფიკაციო ნომრის დეაქტივაცია და მათთან მიმართებაში თქვენი მხრიდან სხვადასხვა სახის ინფორმაციის დისტანციურად მიღების შეჩერება და მომსახურებების შეძენა, მომსახურების საფასურის გადახდა და სხვა სახის ქმედებების შესრულება შეჩერდება ნებისმიერ დროს თუ ასეთი დამატებითი სააბონენტო ნომრის ან საიდენტიფიკაციო ნომრის მფლობელი საკუთარ პორტალზე შესაბამისი მოქმედების განხორციელებით უარს გამოხატავს მასზე.
    3. 3.3 3.2 პუნქტში აღნიშნული შემთხვევის ანალოგიურად, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ როგორც დაათვალიეროთ ის სააბონენტო ნომრები ან საიდენტიფიკაციო ნომრები, რომელთა მფლობელებსაც თავიანთ პორტალზე გააქტიურებული აქვთ თქვენი სააბონენტო ნომერი ან საიდენტიფიკაციო ნომერი დამატებით სააბონენტო ნომრად ან საიდენტიფიკაციო ნომრად, ასევე მოახდინოთ მათი დეაქტივაცია მათი პორტალიდან, რა შემთხვევაშიც ასეთ სააბონენტო ნომრებს ან საიდენტიფიკაციო ნომრებს შეუჩერდებათ პორტალით სარგებლობის შესაძლებლობა.
  4. 4. პორტალით სარგებლობა
    1. 4.1 პორტალით სარგებლობას თქვენ შეძლებთ ნებისმიერი ისეთი ტერმინალური მოწყობილობის საშუალებით, რომელსაც გააჩნია მონაცემთა გადაცემა-მიღების ფუნქცია, გააჩნია შესაბამისი თავსებადობა და კავშირი აქვს ინტერნეტთან.
    2. 4.2 პორტალი გაძლევთ საშუალებას მოახდინოთ ოპერატორის მიერ შეთავაზებული და პორტალზე განთავსებული მომსახურებების:
      (ა) თქვენ სააბონენტო ნომერზე და საიდენტიფიკაციო ნომერზე შეკვეთა, მათ შორის პაკეტების შეძენა, დამატება, შეცვლა, გაუქმება და
      (ბ) დამატებით სააბონენტო ნომერზე და საიდენტიფიკაციო ნომერზე შეკვეთა, მათ შორის პაკეტების შეძენა, შეცვლა და დამატება.
    3. 4.3 პორტალი ასევე გაძლევთ საშუალებას იხილოთ, როგორც თქვენ სააბონენტო ნომერზე და საიდენტიფიკაციო ნომერზე, ასევე დამატებულ სააბონენტო ნომერზე და საიდენტიფიკაციო ნომერზე გააქტიურებული (შეკვეთილი) მომსახურებების და პაკეტების ჩამონათვალი და კონკრეტული მომსახურების ფარგლებში გააქტიურებული (შეკვეთილი) ერთეულები - ხანგრძლივობების, მოცულობების(მეგაბაიტები) და მოკლე ტექსტური შეტყობინებების/მულტიმედიური შეტყობინებების მითითებით და განხორციელებული ოპერაციების ისტორია.
    4. 4.4 პორტალის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ თქვენ სააბონენტო ნომრისათვის ან საიდენტიფიკაციო ნომრისათვის პორტალზე მითითებული ოპერატორის მომსახურებების საფასურის გადახდა და დავალიანების დაფარვა როგორც თქვენი სააბონენტო ნომრის ანგარიშიდან, ასევე საბანკო ბარათის მეშვეობით. დამატებითი სააბონენტო ნომრის ან დამატებითი საიდენტიფიკაციო ნომრისათვის ოპერატორის მომსახურებების საფასურის გადახდა და დავალიანების დაფარვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საბანკო ბარათის მეშვეობით.
    5. 4.5 პორტალის საშუალებით ცალკეული ინფორმაციის/მომსახურებების მიღებისათვის შესაძლოა გათვალისწინებული იყოს საფასური, ისევე როგორც დამატებითი დაცვითი საშუალებები.
    6. 4.6 თქვენ აცნობიერებთ, რომ საბანკო ბარათი, რომლის მეშვეობითაც განახორციელებთ გადახდას უნდა იყოს თქვენს მართლზომიერ სარგებლობაში და სრულ პასუხისმგებლობას იღებთ განხორციელებულ საგადახდო ოპერაციებზე.
  5. 5. ზოგადი დებულებები
    1. 5.1 პორტალის ფუნქციონირების თავისებურებებიდან გამომდინარე, ოპერატორს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეცვალოს პორტალით სარგებლობის წესები, ვიზუალური მხარე, მისამართი ინეტერნეტში, მართვის და ფუნქციონირების წესი, დაამატოს ან გამოაკლოს პორტალის ფარგლებში გათვალისწინებული მომსახურებები წინასწარი შეტყობინების გარეშე. ცვლილების შემთხვევაში, ოპერატორი უზრუნველყოფს თქვენს ინფორმირებას პორტალზე ვიზიტისას.
    2. 5.2 გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ პორტალით სარგებლობა გულისხმობს ინტერნეტის აქტიურ გამოყენებას, ოპერატორი გარანტიას არ იძლევა, რომ პორტალი ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერ დროს, ამასთან პორტალით სარგებლობისას არ არსებობს მხარეთა შორის პორტალის ხელმისაწვდომობის ხარისხის შესახებ შეთანხმება. გამომდინარე აქედან, თქვენ აცნობიერებთ, რომ პერიოდულად პორტალი შესაძლებელია არ იყოს ხელმისაწვდომი სხვადასხვა სახის სამუშაოების ან სხვა, მათ შორის მესამე პირთა მხრიდან გამოწვეული მიზეზებით, რისთვისაც ოპერატორი არ არის პასუხისმგებელი.
    3. 5.3 თქვენს მიერ მითითებულ სააბონენტო ნომერზე, ხოლო საიდენტიფიკაციო ნომრის მითითების შემთხვევაში, საკონტაქტო ნომერზე მიღებული აქტივაციის კოდით პორტალზე რეგისტრაცია, ავტორიზაცია (მათ შორის ავტომატური რეგისტრაცია/ავტორიაცია) და პორტალის გამოყენებით განხორციელებული თქვენი ნებისმიერი ქმედება და ოპერაცია მიიჩნევა თქვენს მიერ განხორციელებულად. აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინოთ აქტივაციის კოდის და პაროლის დაცულობისათვის და უსაფრთხოებისათვის. თქვენი ვარაუდით აქტივაციის კოდის ან პაროლის შესაძლო არასანქცირებული გამოყენების შემთხვევაში დროულად უნდა მოახდინოთ რეაგირება და შეატყონოთ ამის შესახებ ოპერატორს, რათა ოპერატორმა დროულად მოახდინოს პორტალის ბლოკირება. ასეთ შეტყობინებამდე განხორციელებულ ქმედებებზე/ოპერაციებზე და მათ შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ.
    4. 5.4 თქვენთვის ცნობილია და წინასწარ ეთანხმებით იმ შედეგებს, რაც შესაძლებელია მოჰყვეს პორტალით სარგებლობისას განხორციელებულ ქმედებებს/ოპერაციებს და აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობას იღებთ მათ შედეგებზე, მათ შორის რომელიც მოიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება მომსახურების შეკვეთით, პაკეტის შეძენით, შეცვლით, დამატებით, გაუქმებით და მომსახურების საფასურის გადახდით, როგორც უშუალოდ თქვენ სააბონენტო ნომერზე და საიდენტიფიკაციო ნომერზე, ასევე დამატებით სააბონენტო ნომერზე და საიდენტიფიკაციო ნომერზე. აღნიშნული წესიდან გამომდინარე, თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა აუნაზღაუროთ ოპერატორს ან მესამე პირებს მიყენებული ზიანი.
    5. 5.5 თუ ოპერატორისათვის, ნებისმიერ დროს ცნობილი გახდა რაიმე ფაქტი, რომელიც ოპერატორის აზრით ადასტურებს თქვენ მიერ პორტალით/საბანკო ბარათით სარგებლობის არამართლზომიერებას, არასანქცირებულ შეღწევას, არაკეთილსინდისიერაბას ან ისეთ შემთხვევას, რა დროსაც თქვენი მხრიდან პორტალით სარგებლობა ზიანს აყენებს ან ქმნის ზიანის მიყენების საფრთხეს ოპერატორისათვის ან მესამე პირთა მიმართ ან ზღუდავს მესამე პირთა უფლებებს, ოპერატორი უფლებამოსილია, შეტყობინების გარეშე დაბლოკოს პორტალი და შეაჩეროს თქვენი მხრიდან პორტალით სარგებლობა, ისევე როგორც საბანკო ბარათით განხორციელებული ტრანზაქციების შედეგად სააბონენტო ანგარიშზე არსებული თანხის/მომსახურების შეჩერება. აღნიშნული წესიდან გამომდინარე, თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა აუნაზღაუროთ ოპერატორს ან/და მესამე პირებს მიყენებული ზიანი.
    6. 5.6 თქვენი უფლებების და ინტერესების დაცის მიზნებისათვის, ოპერატორს უფლება აქვს დაბლოკოს ან შეაჩეროს პორტალით სარგებლობა თუ ოპერატორის აზრით ადგილი აქვს თქვენი პორტალით არასანქცირებულ სარგებლობას.
    7. 5.7 ოპერატორი არ აგებს პასუხს ისეთ მოთხოვნაზე და პრეტენზიაზე ან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე, რაც დაკავშირებულია ან წარმოიშობა თქვენი მხრიდან ოპერატორის მომსახურების მიწოდების სტანდარტული პირობების/მომსახურების პირობების/მომსახურების ხელშეკრულების, წინამდებარე სარგებლობის წესების ან კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევიდან.
    8. 5.8 ოპერატორის პასუხისმგებლობა გამოირიცხება მიყენებული არაპირდაპირი ზიანისათვის ან ისეთი ზიანისათვის რაც თავის მხრივ გამოწვეულია მონაცემთა სრული ან ნაწილობრივი დაკარგვით ან განადგურებით ან თუ მის მიერ ვალდებულებების შეუსრულობელობა ან არაჯეროვანი შესრულება გამოწვეულია ისეთი გარემოებებით, რაც სცდება ოპერატორის გონივრული კონტროლის ფარგლებს, მათ შორის გამოწყვეულია ფორს-მაჟორული გარემოებებით.
    9. 5.9 თქვენ მიერ პორტალით გამართული და შეუფერხებელი სარგებლობა დამოკიდებულია თქვენს ხელთ არსებული ტერმინალური მოწყობილობის თავსებადობაზე, ტექნიკურ გამართულობაზე და ასეთი მოწყობილობის ფუნქციონალობაზე, აქედან გამომდინარე ოპერატორი პასუხს არ აგებს თქვენ მიერ პორტალით სარგებლობის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების დროულობაზე, გამართულობაზე და ხელმისაწვდომობაზე.