OTT - მომსახურების წესები და პირობები

შპს „მაგთიკომის“ (შემდგომში - ოპერატორი) -  ს/კ 204876606, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას ქ. N7, 0186 ვებ-გვერდი - www.magticom.ge, ცხელი ხაზი - 11 00 11 (შემდგომში - ცხელი ხაზი), ელ. ფოსტა: office@magticom.ge მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების - MAGTI TV PLAYსარგებლობის წესები და პირობები (შემდგომში - პირობები).

გთხოვთ, პირობების გაცნობამდე არ დააჭიროთ ღილაკს „ვეთანხმები“ ან/და არ გამოიყენოთ მომსახურება რაიმე ფორმითა და მოცულობით. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მოცემულ პირობებს, რადგან იგი წარმოადგენს თქვენსა და ოპერატორს შორის გასაფორმებელ გარიგებას.

მომსახურება განკუთვნილია მხოლოდ სრულწლოვანი ფიზიკური პირებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ არ ხართ სრულწლოვანი, თქვენ არ შეგიძლიათ ისარგებლოთ მომსახურებით ან/და მიაწოდოთ ოპერატორს რაიმე სახის პერსონალური ინფორმაცია.

პირობებზე დათანხმების შესაბამის ღილაკზე დაჭერით ან/და მონიშვნის გაკეთებით (შემდგომში - დადასტურება) ან რაიმე სახით მომსახურებით სარგებლობით, თქვენ ადასტურებთ, რომ წარმოადგენთ სრულწლოვან პირს და გაქვთ სრული უფლებამოსილება და კომპეტენცია დაეთანხმოთ წინამდებარე პირობებს.

ტერმინი „თქვენ“ (მოცემული სიტყვის ყველა შესაძლო ვარიაციით) და „აბონენტი“ აღგნიშნავთ თქვენ – ფიზიკურ, სრულწლოვან, ქმედუნარიან პირს, რომლის სახელითაც ხდება მოცემულ პირობებზე დათანხმება. მოცემულ პირობებზე დათანხმებით ოპერატორსა და თქვენს შორის მომსახურების ხელშეკრულება ითვლება დადებულად.

1. ზოგადი პირობები. პერსონალური მონაცემების დამუშავება.

1.1. თქვენი მხრიდან, პირობების გაცნობა და დათანხმება ხორციელდება დისტანციურად. პირობებზე დათანხმება (შესაბამის ღილაკზე დაჭერა), წარმოადგენს ნების გამოვლენას და უთანაბრდება თქვენს პირად ხელმოწერას. ამდენად, ამ ქმედების შემდგომ თქვენსა და ოპერატორს შორის ხელშეკრულება ითვლება დადებულად.

1.2. მომსახურების მიწოდება ხორციელდება: 1. წინამდებარე ხელშეკრულების; 2 „მომსახურების მიწოდების სტანდარტული პირობების“, 3. „კონფიდენციალურობის პოლიტიკის“ და 4. „კეთილსინდისიერი სარგებლობის წესების“ საფუძველზე. ჩამოთვლილი დოკუმენტები, წინამდებარე დოკუმენტთან ერთად წარმოადგენენ ერთიან (მთლიან) მომსახურების სააბონენტო ხელშეკრულებას (შემდეგში - ხელშეკრულება). აღნიშნული დოკუმენტები განთავსებულია ოპერატორის ვებგვერდზე.

გაფრთხილება! წინამდებარე დოკუმენტზე ხელმოწერით/დათანხმებით თქვენ ადასტურებთ, რომ სრულად გაეცანით და ეთანხმებით 1.2 პუნქტში მითითებულ ყველა დოკუმენტს. შესაბამისად, დათანხმებამდე/ხელმოწერის განხორციელებამდე, თუ თქვენ არ ხართ გაცნობილი ჩამოთვლილ დოკუმენტებს, ვალდებული ხართ სათანადოდ გაეცნოთ მათ და მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელოს ხელმოწერა/დაეთანხმოს მას.

1.3. მომსახურების/დამატებითი სერვისის მიღებისას, ოპერატორის მიერ შეთავაზებული ფორმით/პირობებით (მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინება, USSD, პორტალი, კოდური სიტყვა, ტაბლეტზე ხელმოწერა) თქვენი მხრიდან ნების გამოვლენა: პორტალიდან, სააბონენტო ნომრიდან/საკონტაქტო ნომრიდან/ელ.ფოსტიდან ან თქვენს მიერ ნებისმიერ სხვა ფორმით განხორციელებული დასტური უთანაბრდება თქვენს მიერ გამოხატულ თანხმობას კონკრეტულ გარიგებაზე/ქმედებაზე. თქვენს მიერ ხელმოწერის ტაბლეტით ან სხვა სახით დადასტურებას და ამ საშუალებით შექმნილ ელექტრონულ დოკუმენტს ენიჭება/აქვს იგივე იურიდიული ძალა, რაც თქვენს პირად ხელმოწერას და მატერიალურ დოკუმენტს.

1.4. ოპერატორი გაგიწევთ თქვენ IPTV მომსახურებას პირობებით დადგენილი წესით. მომსახურების მიღება შესაძლებელია ინტერნეტთან თავსებადი ტერმინალურ მოწყობილობის გამოყენებით (მაგ. სმარტფონით). მომსახურების მიღებისათვის აუცილებელია თქვენ გქონდეთ უწყვეტი კავშირი ინტერნეტთან.

1.5. მომსახურებით სარგებლობა შეგიძლიათ Android ან iOS ოპერაციული სისტემებით აღჭურვილი სააბონენტო მოწყობილობით.

1.6. პერსონალური მონაცემების დამუშავება.

1.6.1 ხელშეკრულების გაფორმებისას, ოპერატორი საკუთარ მონაცემთა ბაზაში არეგისტრირებს თქვენს პერსონალური ინფორმაციას (სახელს/გვარს, პირად ნომერს და სხვა ინფორმაციას, რითაც შესაძლებელია თქვენი იდენტიფიცირება). ამასთან, ოპერატორი არ გამორიცხავს, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაცია ოპერატორის პროცესების და გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფების სისტემების ფუნქციონალური სპეციფიკის გათვალისწინებით მის მონაცემთა ბაზაში დაგვიანებით დაფიქსირდეს/აისახოს.

1.6.2 თქვენი იდენტიფიცირების და თქვენთვის მომსახურების გაწევის მიზნით ოპერატორს ესაჭიროება პერსონალური მონაცემების დამუშავება, მაგ. აბონენტის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, სქესი, ასაკი, პირადი და საკონტაქტო ნომერი, მისამართი, ადგილმდებარეობა.

1.6.3 ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით/დადასტურებით, თქვენ აცხადებს თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ოპერატორის მიერ, ისევე როგორც გადამოწმდეს შესაბამის კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოს/პირის მონაცემთა ბაზაში ოპერატორთან დაცული მონაცემების სისწორის/ვალიდურობის დადასტურების ან თქვენი იდენტიფიცირების ან მის შესახებ არსებული მონაცემების მოპოვების მიზნით.

1.6.4 თქვენ ეთანხმებით, რომ ელექტრონული ხელმოწერის განსახორციელებლად გამოყენებული სისტემების ფუნქციონირებისათვის, ელექტრონული ხელმოწერის ავთენტურობის და უტყუარობის დასადგენად, ოპერატორი უფლებამოსილია თავად ან/და მესამე პირის მეშვეობით განახორციელოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, რაც ასევე გულისხმობს თქვენს თანხმობას მისი ბიომეტრიული მონაცემების (ხელმოწერის) დამუშავებაზე.

1.6.5 მომსახურების მიწოდებისათვის ან კანონით დადგენილი ვალდებულების შესასრულებლად, ოპერატორს შესაძლოა დასჭირდეს პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება ავტორიზებულ ან ლიცენზირებულ ოპერატორებზე, ან ოპერატორთან აფილირებულ კომპანიებზე. ასევე, მესამე პირებზე, თუ ეს უკავშირდება თქვენს მიერ მოთხოვნილი მომსახურების გაწევას ან ოპერატორთან არსებული დავალიანების რეპორტინგს, მომსახურების გაუმჯობესებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, ადმინისტრირებას, სააბონენტო ანგარიშის მართვას, თაღლითური ქმედებების თავიდან აცილებას.

1.6.6 ოპერატორის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, გამოყენების, გადაცემის და შენახვის სხვა პირობები დეტალურად მოცემულია „კონფიდენციალურობის პოლიტიკაში“ და ოპერატორი იღებს ვალდებულებას პერსონალური მონაცემები დაამუშაოს ხელშეკრულების და „კონფიდენციალურობის პოლიტიკის“ შესაბამისად.

1.6.7 თქვენ უფლება გაქვთ ოპერატორისათვის მიმართვის გზით ნებისმიერ დროს მოითხოვოთ ხელშეკრულების 1.6.1-1.6.6 ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიზნებით მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, რა დროსაც თქვენ აცნობიერებთ, რომ ამ ქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ცალკეული მომსახურების ან/და ხელშეკრულების შეწყვეტა.

1.7. მხარეები ვთანხმდებით, რომ ელექტრონული დოკუმენტების გაფორმებისას (ხელმოწერისას) შესაძლოა გამოვიყენოთ ოპერატორის კუთვნილი ხელმოწერის ტაბლეტი. თქვენ ადასტურებს, რომ იგი გაცნობილი ხართ და ეთანხმებით ოპერატორის „შეთანხმებას ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებაზე“, რაც განთავსებულია ოპერატორის ვებგვერდზე - magticom.ge;

1.8. თქვენ ადასტურებთ, რომ სრულად გაეცანით და ზუსტად აღიქვამთ ამ ხელშეკრულების პირობებს/შინაარსს, სამართლებრივ შედეგებს და იგი სრულად შეესაბამება თქვენს ნებას (ეთანხმებით მას). ამასთან, თქვენს მიერ ნების გამოვლენა მოხდა ხელშეკრულების პირობის შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობიდან.

1.9. თქვენ ადასტურებთ, რომ ხელშეკრულებაში თქვენს მიერ მითითებული საკონტაქტო მონაცემების ნამდვილობას და სისწორეს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მიერ მითითებული პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) აღმოჩნდება არასწორი, ოპერატორი უფლებამოსილია ასეთი ფაქტის დადგენისთანავე ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე შეწყვიტოს ხელშეკრულება/მომსახურება.

2. ქსელში ჩართვა/მომსახურების აქტივაცია და მომსახურების პირობები

2.1. მომსახურების მიღება შესაძლებელია მხოლოდ აპლიკაციის - MAGTI TV PLAY (შემდგომში - აპლიკაცია) საშუალებით და თუ თქვენ გაქვთ ტერმინალური მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება სავალდებულო ტექნიკურ მოთხოვნებს, საერთაშორისო სტანდარტებს და ამ პირობებით განსაზღვრულ მახასიათებლებს. მომსახურება გააქტიურდება (მომსახურების მიწოდება დაიწყება) ხელშეკრულების ხელმოწერის/დადასტურებიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში.

2.2. პირველ ეტაპზე თქვენ უნდა დაეთანხმოთ პირობებს. ფასიანი პაკეტის ჩასართავად აუცილებელია გაიაროთ ავტორიზაცია ოპერატორის პორტალზე - mymagti.com (შემდგომში - პორტალი), აპლიკაციაში/პორტალზე მითითებული ინსტრუქციის შესაბამისად. ავტორიზაციის ფორმას და მის შინაარსს განსაზღვრავს ოპერატორი საკუთარი შეხედულებისამებრ. შესაძლოა არსებობდეს ავტორიზაციის სხვადასხვა ვარიანტები. მაგალითად:

2.2.1 ავტორიზაცია ოპერატორის ოპერატორის არსებული აბონენტებისათვის - თუ თქვენ სარგებლობთ ოპერატორის სხვა სერვისებით (მობილური ან ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურება) და უკვე დარეგისტრირებული ხართ პორტალზე, ავტორიზაციას გაივლით პორტალის დაშვების კოდის მეშვეობით, ხოლო თუ არ ხართ დარეგისტრირებული პორტალზე, უნდა გიაროთ პორტალზე ავტორიზაცია მობილური ნომრით ან ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურების მომხმარებლის ნომრით (UID);

2.2.2 ავტორიზაცია ახალი აბონენტებისთვის - თქვენ ვალდებული ხართ შეავსოთ აპლიკაციაში/პორტალზე მითითებული სარეგისტრაციო სავალდებულო ველები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელ. ფოსტა, საკონტაქტო ნომერი და ა. შ.) და გაიაროთ ავტორიზაცია პორტალზე.

2.3. ავტორიზაციისას მითითებული მონაცემების, ისევე როგორც საკონტაქტო მონაცემების სისწორეზე, სრული პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ.

2.4. დაშვების კოდის (მომსახურებით სარგებლობისათვის საჭირო ლოგირების მონაცემები: user/password) გამოყენებით ერთდროულად შესაძლებელია მომსახურების მიღება არაუმეტეს 3 ტერმინალური მოწყობილობიდან.

2.5. დაშვების კოდი თქვენ განიჭებთ პერსონალიზირებულ და ექსკლუზიურ წვდომას მომსახურებასთან. ამასთან, მომსახურებას იძენთ მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის და მომსახურების რაიმე სახით გადაყიდვა, შეთავაზება, ან რაიმე ფორმით საჯარო ჩვენება.

2.6. დაშვების კოდის გამოყენებით მომსახურებასთან წვდომა წარმოადგენს უშუალოდ თქვენს პასუხისმგებლობას და მისი გამოყენებით განხორციელებულ ყველა ქმედებაზე პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ.

2.7. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აღმოაჩენთ არასანქცირებულ სარგებლობას, უნდა აღკვეთოთ ასეთი სარგებლობა ან, აღკვეთის შეუძლებლობის შემთხვევაში, უმოკლეს ვადაში შეატყობინოთ ოპერატორს.

2.8. ფასიანი კონტენტის მისაღებად, თქვენ უნდა შეიძინოთ თქვენთვის სასურველი მომსახურების პაკეტი.

2.9. მომსახურებით სარგებლობის პერიოდში, გარკვეულ ტელეარხებზე შესაძლოა შეთავაზებულ იყოს გადახვევა/დაპაუზების ფუნქცია. აღნიშნული ფუნქციებით სარგებლობა ცალკეულ შემთხვევებში დამოკიდებულია ტელეარხის/კონტენტის მომწოდებლებლის სანებართვო პირობასა და ოპერატორის ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე, რომელიც არ წარმოადგენს მომსახურების სავალდებულო ნაწილს. შესაბამისად, ოპერატორი არ იღებს პასუხისმგებლობას ამ ფუნქციებით სარგებლობის შესაძლებლობაზე და უწყვეტობაზე. ამასთან, სხვადასხვა ტელეარხისთვის დროდადრო შესაძლოა გაუქმდეს აღნიშნული ფუნქციები, ასევე შეიცვალოს გადახვევის ხანგრძლივობა, რაზეც ოპერატორი აბონენტს არ გაუგზავნის შეტყობინებას. VoD (Video on Demand) მომსახურებით შესაძლებელია იმ კონტენტის გამოძახება, რომელიც მოცემულია აბონენტის ონლაინ კატალოგში. VoD შემავალი ზოგიერთი კონტენტის გამოძახებისთვის შესაძლოა დადგენილი იყოს დამატებითი საფასური და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინფორმაცია მოცემულ იქნება აპლიკაციაში.

2.10. გაითვალისწინეთ, რომ ოპერატორი, არ წარმოადგენს შეთავაზებული სატელევიზიო პროგრამების შემქმნელს და მის მიერ მიწოდებული მომსახურება წარმოადგენს მაუწყებლობის ტრანზიტს, რაც გულისხმობს მაუწყებლის ტელეგადაცემების უცვლელი ფორმატით მიწოდებას და ოპერატორი არ იძლევა გარანტიას და სრულიად იხსნის პასუხისმგებლობას კონტენტის მიმწოდებლის პროდუქციის (პროგრამები, გადაცემები, ფილმები, რეპორტაჟები, კულტურული ღონისძიებები და ა.შ.) შინაარსზე, ხარისხზე, სიზუსტეზე, ხელმისაწვდომობაზე და დროულობაზე, სამაუწყებლო ბადეში ცვლილებებზე, მაუწყებლების მიერ საქმიანობის დროებით ან საბოლოო შეწყვეტაზე. ოპერატორი პასუხისმგებელია მხოლოდ მის მიერ წარმოებულ სატელევიზიო არხების მაუწყებლობაზე, რომელსაც აქვს ოპერატორის ლოგო.

2.11. 18+ ტელეარხების და ოპერატორის მიერ განსაზღვრული კონტენტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური კოდის შეყვანის შემთხვევაში, რომელიც თქვენ გამოგეგზავნებათ საკონტაქტო ნომერზე ან ელ.ფოსტაზე, ასევე შესაძლოა მითითებული იყოს პორტალზე. არასრულწლოვანებისათვის ასეთი ტელეტელეარხების/კონტენტის ხელმისაწვდომობა, მათ შორის, კოდის დაცულად შენახვა წარმოადგენს თქვენს პასუხისმგებლობას.

3. მომსახურების ხარისხი

3.1. მომსახურების მისაღებად აუცილებელია გქონდეთ ხარისხიანი და უწყვეტი ინტერნეტ კავშირი. ამ ხელშეკრულების ფარგლებში მოწოდებული მომსახურება, არ გულისხმობს ინტერნეტ მომსახურების მიწოდებას.

3.2. უსადენო ტექნოლოგიით ინტერნეტ კავშირისას, ტექნოლოგიის თავისებურებების გამო, მომსახურება შესაძლებელია არ იყოს უწყვეტი ან შეუფერხებელი, მეტეოროლოგიური, გეოგრაფიული (განსაკუთრებით შენობებში, გვირაბებში ან სხვა მიწისქვეშა ნაგებობებში) ან სხვაგვარი თავისებურებებიდან გამომდინარე. მომსახურება და მისი ხარისხი ასევე შეიძლება დამოკიდებული იყოს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების/კონტენტის მიმწოდებელ კომპანიებზე, რაც სცილდება ოპერატორის პასუხისმგებლობის ფარგლებს.

3.3. ოპერატორი გამოიყენებს გონივრულ ძალისხმევას, რათა უზრუნველყოს შეკვეთილი მომსახურების ხელმისაწვდომობა ყოველთვიური 98,3%-იანი მაჩვენებლით, რაც გულისხმობს ყოველი სრული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მომსახურების ჯამში არაუმეტეს 12.25 (თორმეტი საათი და ოცდახუთი წუთი) საათიან შეწყვეტას ან შეფერხებას, რომლისთვისაც ოპერატორს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა და რომელიც ამავდროულად არ არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევა (ისეთი დაზიანება, რომელიც არ ჩაითვლება ზემოაღნიშნულ 12.25 საათიან პერიოდში).

3.4. მომსახურების დროს ხელმისაწვდომობის მაჩვენებელზე გავლენას ახდენს მხოლოდ მომსახურების პაკეტის სრული ხელმიუწვდომლობა (პაკეტში შემავალი ყველა ტელეარხის გათიშვა/შეფერხება და არა რამდენიმე მათგანის, რაც არ ჩაითვლება ხარისხობრივი მაჩვენებლის გაუარესებაში).

3.5. ხელშეკრულებით განსაზღვრული დათქმებისა და „სტანდარტული პირობებში“ მითითებული გამონაკლისი შემთხვევების გათვალისწინებით, თუ მომსახურების შეწყვეტის ან შეფერხების ხანგრძლივობა გადასცდა ამ ხელშეკრულების 3.3 პუნქტით განსაზღვრულ დროს, ოპერატორის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება და განისაზღვრება შემდეგი სახით: სააბონენტო ანგარიშზე გაგიაქტიურდებათ სააბონენტო ლიმიტი, რომელიც ტოლია შესაბამისი წყვეტის დროის პროპორციული მომსახურების საფასურის 8%-ის. გაუგებრობისა და ორაზროვნების თავიდან ასაცილებლად, მხარეები თანხმდებიან, რომ ნებისმიერი მომსახურების შემთხვევაში, ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის გასააქტიურებელი ლიმიტის ოდენობა განისაზღვრება, კონკრეტული დასაკომპენსირებელი მომსახურების დაბრუნების მომენტში არსებული მომსახურების პაკეტის ღირებულებიდან.

3.6. მომსახურების შეწყვეტის ან შეფერხების დრო დაითვლება თქვენს მიერ ხელშეკრულებით დადგენილი წესით ოპერატორის შეტყობინების მომენტიდან მის აღმოფხვრამდე.

3.7. ნებისმიერი ტიპის დაზიანების თუ მომსახურების შეფერხების შესახებ თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ოპერატორს წერილობით ან ზეპირად ცხელი ხაზის საშუალებით.

3.8. მოთხოვნა კომპენსაციის მიღებაზე ოპერატორს უნდა წარუდგინოთ არაუგვიანეს მომსახურების პაკეტის სარგებლობის ვადის ამოწურვიდან 3 (სამი) კალენდარული დღის განმავლობაში.

3.9. ოპერატორი უფლებამოსილია დრო და დრო ჩაატაროს საკუთარი ქსელისა ან/და ინფრასტრუქტურის ან/და პროგრამული მოწყობილობების გადაუდებელი სარემონტო ან/და პროფილაქტიკური სამუშაოები, რომელთაც შესაძლებელია მოჰყვეს მომსახურების შეჩერება, შეზღუდვა ან შეფერხებები და რომელიც ემსახურება მომსახურების ხარისხის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას, ან გამიზნულია ქსელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან ახალი ტექნოლოგიების დასანერგად. ოპერატორი გამოიყენებს ყველა გონივრულ საშუალებას/შესაძლებლობას, რათა ამგვარი სამუშაოები აწარმოოს არასამუშაო დროს, თუმცა გარანტიას არ/ვერ იძლევა რომ ეს ყოველთვის იქნება შესაძლებელი ან მიზანშეწონილი. დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების შესახებ თქვენი შეტყობინება განხორციელდება წინასწარ, ხოლო გადაუდებელი სამუშაოების შემთხვევაში პირველი შესაძლებლობისთანავე.

3.10. ოპერატორი არ არის პასუხისმგებელი მომსახურების შეფერხებების ან ნაკლოვანებებისათვის, იმ შემთხვევაში თუ თქვენ იყენებთ გაუმართავ, დაზიანებულ ან დადგენილ ტექნიკურ ნორმებთან შეუსაბამო ტერმინალურ მოწყობილობას. ამასთან, ოპერატორი პასუხს არ აგებს მომსახურების ფარგლებში ხელმისაწვდომ კონტენტზე, არც რაიმე სახის ზიანზე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამგვარი კონტენტის გამოყენებით.

3.11. ოპერატორი უფლებამოსილია წინასწარი გაფრთხილების გარეშე მოახდინოს აპლიკაციის განახლება, ფუნქციონალის დამატება/გაუქმება, ვიზუალური მხარისა, თუ სტრუქტურის ცვლილება. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა აპლიკაციას დასჭირდეს განახლება (Update), რის თაობაზეც თქვენს გეცნობებათ აპლიკაციის ან სხვა საკონტაქტო არხის საშუალებით.

4. მომსახურების მიწოდების შეზღუდვა/შეწყვეტა/აღდგენა

4.1. ოპერატორი უფლებამოსილია შეზღუდოს მომსახურების მიწოდება შემდეგ შემთხვევებში:

4.1.1 მომსახურების პაკეტით გათვალისწინებული პირობის დადგომის/ვადის ამოწურვისას;

4.1.2 ოპერატორის მიერ შეთავაზებულ ნებისმიერ სხვა მომსახურებაზე დავალიანების არსებობისას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ თქვენ მომსახურება წინასწარ გაქვთ შეძენილი;

4.1.3 სრულად ან ნაწილობრივ „კეთილსინდისიერი სარგებლობის წესების“ დარღვევისას;

4.1.4 დავალიანების არსებობისას;

4.1.5 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

4.2. 4.1 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომისას, თუ არ შეიზღუდა მომსახურების მიწოდება თქვენ ვალდებული ხართ გადაიხადოთ გაწეული მომსახურების საფასური.

4.3. ბალანსის/პაკეტის ამოწურვის, დავალიანების ან დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო მომსახურების შეზღუდვამდე, ტექნიკური და პროგრამულ-აპარატული ფუნქციონალობის სრული ხელმისაწვდომობის და შესაძლებლობების ფარგლებში, თქვენი გაფრთხილების მიზნით ოპერატორი მოახდენს ინფორმირებას, მომსახურების მოსალოდნელი შეზღუდვის შესახებ. სხვა შემთხვევებში (მაგ. ფორს-მაჟორი) ოპერატორი მიიღებს გონივრულ ზომებს თქვენი ინფორმირებისათვის.

4.4. ოპერატორის მიერ გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება ჩაითვლება მიღებულად, გაგზავნის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, აბონენტის მიერ მოხდება თუ არა ასეთი შეტყობინების შინაარსის ფიზიკურად მიღება/წაკითხვა/მოსმენა.

4.5. მომსახურებით სარგებლობა განახლდება შეზღუდვის საფუძვლის აღმოფხვრიდან 24 საათის განმავლობაში.

5. მომსახურების საფასური და ტარიფები

5.1. მომსახურების პაკეტები/ტარიფები შეძენის/გამოყენების და სხვა პირობები მოცემულია ოპერატორის პორტალზე ან/და აპლიკაციაში. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენთვის სასურველი პაკეტი და ისარგებლოთ ოპერატორის მიერ შეთავაზებული აქციებით/სპეციალური შეთავაზებებით. აქციის/შეთავაზების გააქტიურებისას აქციის/შეთავაზების პირობები ხდება ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი და ცვლის ხელშეკრულების პირობებს აქციის/შეთავაზების მოქმედების ვადით.

5.2. ანგარიშსწორება ხორციელდება წინასწარი გადახდის წესით, პლასტიკური (საკრედიტო/სადებეტო) ბარათით ან/და ოპერატორის მიერ განსაზღვრული სხვა მეთოდით. თქვენი სურვილის და ტექნიკური შესაძლებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია ანგარიშსწორება განხორციელდეს ოპერატორის მიერ შეთავაზებული სხვა მომსახურების სააბონენტო ანგარიშიდან (მობილური ან ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურების სააბონენტო ანგარიში), რომლითაც თქვენ სარგებლობთ. ასეთ შემთხვევაში, არ უნდა გქონდეთ შეწყვეტილი/შეჩერებული იმ მომსახურების მიღება, რომლის სააბონენტო ანგარიშიდანაც გსურთ მომსახურების ანგარიშსწორება. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ პლასტიკური ბარათებით/გადახდის აპარატებით გადახდების მიღების ორგანიზებასა და მხარდაჭერას სრულად ახორციელებს შესაბამისი მომსახურე ფინანსური დაწესებულება/ბანკი და ოპერატორი არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი წარუმატებელ გადახდის ოპერაციაზე, გარკვეული კატეგორიის ბარათების მიუღებლობაზე, თანხის ჩარიცხვის დაგვიანებით ასახვასა საბილინგო სისტემაში და სხვა შედეგებზე, რომელიც არ ექვემდებარება ოპერატორის კონტროლს.

5.3. გაწეული მომსახურების მოცულობისა და ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება ოპერატორის საბილინგო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით.

5.4. ფასდაკლებებით ან სპეციალური შეთავაზებებით/აქციებით სარგებლობის პირობები განისაზღვრება ოპერატორის მიერ და ინფორმაციას მისი პირობების და ხელმისაწვდომობის შესახებ ოპერატორი ავრცელებს მის მიერ დადგენილი წესით, მათ შორის, ვებ-გვერდზე ან/და პორტალზე ან/და აპლიკაციაში.

5.5. დავალიანების არსებობის შემთხვევაში, უნდა დაფაროთ იგი მომდევნო თვის 5 რიცხვამდე.

5.6. ტარიფები მოცემულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, თუ კონკრეტული მომსახურების ტარიფით გათვალისწინებული პირობებით, სხვაგვარად არ არის განსაზღვრული.

5.7. ოპერატორი უფლებამოსილია თქვენი ნებისმიერი მომსახურების ანგარიშიდან უაქცეპტო წესით ჩამოჭრას ოპერატორის მიერ გაწეული ნებისმიერი მომსახურების საფასური ან ნებისმიერი სხვა სამართლებრივი ურთიერთობიდან მისაღები თანხა.

6. ხელშეკრულების ძალაში შესვლა/მოქმედების ვადა

6.1. ხელშეკრულება ძალაშია თქვენს მიერ მასზე დათანხმების მომენტიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.

7. მომსახურების/ხელშეკრულების პირობების ცვლილება

7.1. მომსახურების/ხელშეკრულების პირობები ან ტარიფები, სრულად ან ნაწილობრივ შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს ოპერატორის ინიციატივით, ცალმხრივად მინიმუმ 30 დღით ადრე აბონენტის შეტყობინების საფუძველზე.

7.2. თუ ცვლილებების შედეგად იზრდება მომსახურების საფასური ან არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევა, ოპერატორი უზრუნველყოფს თქვენს ინფორმირებას ინდივიდუალური შეტყობინებით, განახლებული ინფორმაციის მიღების საშუალების მითითებით. ყველა სხვა შემთხვევაში, ოპერატორი უფლებამოსილია არ დაიცვას 7.1 პუნქტით გათვალისწინებული ვადა.

7.3. თქვენ შეგიძლიათ ახალი პირობების ან ტარიფების ძალაში შესვლამდე, შეცვალოთ მომსახურების პაკეტი ან შეწყვიტოთ იმ მომსახურების მიღება, რომელსაც ეხება ცვლილებები ან შეწყვიტოთ ხელშეკრულება. თუ თქვენ გააგრძელებთ მომსახურების შეცვლილი პირობებით მიღებას, მიიჩნევა რომ იგი სრულად ეთანხმება ცვლილებებს.

7.4. თქვენი ნების გამოვლენა შესაძლოა დადასტურდეს SMS, USSD პორტალის, აპლიკაციის, საკონტაქტო მონაცემებიდან გამოგზავნილი შესაბამისი დასტურით და ნებისმიერი სხვა ფორმით. მომსახურების პაკეტის/დამატებითი სერვისის/მომსახურების პაკეტის თქვენს მიერ შეცვლა/აქტივაცია გულისხმობს, რომ დეტალურად გაეცანით მის პირობებს და უპირობოდ ეთანხმებით მათ.

7.5. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ამ მუხლით დადგენილი წესით, ხელშეკრულების პირობები შესაძლებელია ოპერატორის მიერ ცალმხრივად შეიცვალოს, ოპერატორის ვებგვერდზე ქვეყნდება ხელშეკრულების ტესტის განახლებული ვერსია ცვლილებების თარიღების მითითებით და ამ ვერსიას ექნება უპირატესი ძალა მხარეთა შორის მანამდე მოქმედ ხელშეკრულებასთან მიმართებით.

8. ხელშეკრულების შეწყვეტა

8.1. წინამდებარე ხელშეკრულება შესაძლოა ვადაზე ადრე შეწყდეს:

8.1.1 თქვენი ინიციატივით აპლიკაციის წაშლით და mymagti ანგარიშის გაუქმებით;

8.1.2 თქვენს მიერ ოპერატორისთვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის გზით;

8.1.3 ოპერატორის მიერ, მომსახურების შეზღუდვის საფუძვლის 45 დღის განმავლობაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში;

8.1.4 ოპერატორის მიერ, თუ ოპერატორი აღმოაჩენს, რომ თქვენს მიერ პერსონალური მონაცემები არასწორად იქნა მითითებული;

8.1.5 ოპერატორის მიერ, ოპერატორთან გაფორმებული წინამდებარე, თუ სხვა ხელშეკრულების ფარგლებში „კეთილსინდისიერი სარგებლობის წესების“ დარღვევის შემთხვევაში;

8.1.6 ოპერატორის მიერ, მომსახურების/ტექნოლოგიის გაუქმების ან მოდიფიცირებისას;

8.1.7 ერთი მხარის ინიციატივით, თუ მეორე მხარე არღვევს ხელშეკრულების პირობებს და დამრღვევი მხარე გაფრთხილების მიუხედავად არ აღმოფხვრის დარღვევას ან გაფრთხილების მიუხედავად განმეორებით დაარღვევს კონკრეტულ ვალდებულებას;

8.1.8 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

8.2. ოპერატორი ასევე უფლებამოსილია, შეწყვიტოს შეკვეთილი მომსახურება იმ შემთხვევაშიც, თუ შეუძლებელი ხდება აბონენტისათვის შეკვეთილი მომსახურების მიწოდება ობიექტური მიზეზების გამო, რაც შეიძლება იყოს მაგალითად: ოპერატორის საკომუნიკაციო ქსელის მნიშვნელოვანი დაზიანება, მესამე პირების მხრიდან ინფრასტრუქტურით/ფართით სარგებლობის შეზღუდვა/აკრძალვა, წინააღმდეგობა უსაფრთხოების სტანდარტებთან, ნებართვის, ავტორიზაციის გაუქმება/შეჩერება, კონკრეტული მომსახურების მიწოდების სრულად შეწყვეტა ან მისი არსებითი მოდიფიცირება და სხვ...

8.3. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ შეწყვეტის მომენტისათვის (შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში) სააბონენტო ანგარიშზე არსებული და გაუხარჯავი თანხის დაბრუნება, რომელიც დაგიბრუნდებათ მოთხოვნიდან 10 დღის განმავლობაში, მომსახურების ხარჯების გამოკლებით.

8.4. ხელშეკრულების შეწყვეტისას უქმდება სააბონენტო ანგარიშზე არსებული ნებისმიერი სახის პაკეტი, ერთეული, საჩუქარი, შეღავათი, ქულა და სხვ...

9. პასუხისმგებლობა

9.1. ოპერატორი აგინაზღაურებთ მიყენებულ ზიანს, რომელიც შეიძლება მოგადგეთ თქვენ ოპერატორის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შედეგად და რომელიც გამოწვეულია, დადასტურებული ბრალეულობისას, ოპერატორის მიერ, მხოლოდ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.

9.2. გარდა ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც მოქმედი კანონმდებლობით არის დაშვებული, არცერთი მხარე არ არის პასუხისმგებელი მეორეს წინაშე არაპირდაპირი ზიანისათვის, მათ შორის, წარმოების ან საქმიანობის შეჩერების, მონაცემთა დაკარგვის, მიუღებელი სარგებლის ან ნაყოფის ან სხვა არაპირდაპირი დანაკარგისათვის ან მათი შედეგებისათვის.

10. პრეტენზიის წარდგენის წესები/დავის გადაწყვეტა

10.1. აბონენტი უფლებამოსილია პრეტენზიით (ზეპირი ან წერილობითი ფორმით) მიმართოს ოპერატორს ცხელი ხაზზე ან ელ. ფოსტაზე ან მისამართზე. საჩივრის ფორმა და მისი განხილვის წესები მოცემულია ოპერატორის ვებგვერდზე. აბონენტის საჩივარი განხილული იქნება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ საჩივარი ეხება მაუწყებლობის სფეროს (ოპერატორის მიერ წარმოებული სატელევიზიო არხების მაუწყებლობას), პრეტენზია განიხილება „საჩივრების განმხილველი საბჭოს და სააპელაციო საბჭოს დებულებით“ დადგენილი წესების შესაბამისად.

10.2. მხარეებს შორის დავა მხარის (პრეტენდენტის) არჩევანით, განსახილველად შესაძლებელია გადაეცეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს (მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე) ან სასამართლოს (თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია წარმოადგენს დავის განმხილველ განსჯად სასამართლოს).