ინფორმაცია ტექნიკური სამუშაოების შესახებ

მომხმარებელთა საყურადღებოდ!

პაკეტები: „რეგიონული“ და „სტანდარტული“

  • პაკეტებს დაემატა არხები: Мульт (510), Телекафе (826).
  • 01.06.26-დან პაკეტებში ხელმისაწვდომი არ იქნება არხები: Карусель (505), Пятница (806).


შეჩერებული დამატებითი პაკეტი: „კომფორტი“ და დამატებითი ახალი პაკეტი: „კოქტეილი“

  • პაკეტს დაემატა არხები: RTVI (803), CTC (809), Перец (811), Мир HD (619).
  • 01.06.26-დან პაკეტში ხელმისაწვდომი არ იქნება არხები: 1 Канал (804), Planeta RTR (805), РЕН ТВ (812), НТВ Мир (813).


შეჩერებული დამატებითი პაკეტი „საბავშვო“

  • პაკეტს დაემატა არხი: Мульт (510).
  • 01.06.26-დან პაკეტში ხელმისაწვდომი არ იქნება არხი: Карусель (505).

შეჩერებული ძველი დამატებითი პაკეტი „კოქტეილი“

  • პაკეტს დაემატა არხები: 4ever Music (702), Психология (428), Мир 24 (620), RTVI (803), CTC (809), Перец (811), Мир HD (619).
  • 01.06.26-დან პაკეტში ხელმისაწვდომი არ იქნება არხები: FON Music (712), Культура (415), Россия 24 (616), 1 Канал (804), Planeta RTR (805), РЕН ТВ (812), НТВ Мир (813).


პაკეტები: „პრემიუმი“ და „პაკეტი 2“

  • 01.06.26-დან პაკეტებში ხელმისაწვდომი არ იქნება არხები: Пятница (806), FON Music (712), Культура (415), Россия 24 (616), 1 Канал (804), Planeta RTR (805), РЕН ТВ (812), НТВ Мир (813), Карусель (505).
მომხმარებელთა საყურადღებოდ!

მთელი საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით თბილისში, კახეთის, იმერეთის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში, უამინდობის შედეგად წარმოქმნილი დაზიანებების გამო „მაგთის“ აბონენტების მნიშვნელოვან ნაწილს ოპტიკურ ინტერნეტსერვისებზე წვდომა დროებით შეზღუდული აქვს.

კომპანიის თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და დაზიანებების ნაწილი უკვე აღმოფხვრილია. თუმცა დაზიანებების მასშტაბისა და უამინდობით გამოწვეული დამატებითი სირთულეების გათვალისწინებით, ყველა შემთხვევაზე დადგენილ ვადებში რეაგირება გართულებულია.

აღდგენითი სამუშაოები ამ ეტაპზეც ინტენსიურად მიმდინარეობს. ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის.

მომხმარებელთა საყურადღებოდ!

დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით იმერეთის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში, უამინდობის შედეგად წარმოქმნილი დაზიანებების გამო „მაგთის“ აბონენტების მნიშვნელოვან ნაწილს ოპტიკურ ინტერნეტსერვისებზე წვდომა დროებით შეზღუდული აქვს.

კომპანიის თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და დაზიანებების ნაწილი უკვე აღმოფხვრილია, თუმცა დაზიანებების მასშტაბისა და უამინდობით გამოწვეული დამატებითი სირთულეების გათვალისწინებით, ყველა შემთხვევაზე დადგენილ ვადებში რეაგირება გართულებულია.

აღდგენითი სამუშაოები ამ ეტაპზეც ინტენსიურად მიმდინარეობს. ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის.

მომხმარებელთა საყურადღებოდ!


დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო მაგთის მომხმარებლებს სერვისებზე დროებითი შეფერხება აქვთ.

კომპანიის თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

მომხმარებელთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ 17 აგვისტოს, 22:00-დან 18 აგვისტოს 02:00-მდე მონაკვეთში, MyMagti-ის აპლიკაციაში დაგეგმილია ტექნიკური სამუშაოების განხორციელება, რის გამოც შეზღუდული იქნება eSIM-ის გააქტიურება.

17.07.2025

გაცნობებთ, რომ სერვისის გაუმჯობესების მიზნით, მაგთიკომი 17 ივლისს, 02:00-დან 07:00-მდე, გეგმავს პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას, რამაც დროის მოცემულ მონაკვეთში მომსახურების გაწევისას შესაძლოა, ოპტიკური ინტერნეტისა და IP ტელევიზიის სერვისებზე გამოიწვიოს გარკვეული ხარვეზები.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

მომხმარებელთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ 23 მარტს, 17:00-დან 23:00-მდე მონაკვეთში, MyMagti-ის აპლიკაციაში დაგეგმილია ტექნიკური სამუშაოების განხორციელება, რის გამოც შეზღუდული იქნება eSIM-ის გააქტიურება.

27.01.2025

მაგთის მობილური და ფიქსირებული ინტერნეტის სერვისებზე დაფიქსირდა შეფერხება.
ამ ეტაპზე შეფერხება აღმოფხვრილია და მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზის დადგენა.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

19.11.2024

ოზურგეთში, მდინარის ადიდებამ გამოიწვია მიწის მასის ჩამოშლა, რამაც დააზიანა მაგისტრალური კაბელები,  შესაბამისად, მაგთის აბონენტების ნაწილს ფიქსირებულ ინტერნეტსა და მობილურ სერვისებზე შეფერხება შეექმნათ. 

აღდგენითი სამუშაოები დროულად ჩატარდა. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

კახეთის საყურადღებოდ!

მომხმარებელთა საყურადღებოდ!

მაგისტრალური კაბელების დაზიანების გამო, კახეთის რეგიონში მაგთის აბონენტების ნაწილს ფიქსირებულ ინტერნეტსა და მობილურ სერვისებზე შეფერხება აქვთ. 

მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.