ინფორმაცია ტექნიკური სამუშაოების შესახებ

31.12.2022

გაცნობებთ, რომ 31.12.22-დან 02.01.23-ის ჩათვლით კომპანია „მანი მუვერსის“ დაგეგმილი ტექნიკური განახლების გამო, მათ არხებზე შეწყდება გადასახადების მიღება. გთავაზობთ კომპანიის განცხადებას უცვლელად:
კომპანია "მანი მუვერსი" 2023 წლის 1 იანვრიდან სრულად ცვლის როგორც არსებულ ტექნიკურ ინფრასტრუქტურას, ასევე - ე.წ. ''ქორს''. იცვლება აქამდე არსებული ყველა ტრანზაქციული და ფინანსური სქემა. ეს ყველაზე დიდი განახლებაა ჩვენი არსებობის ისტორიაში, შესაბამისად, შეწყდება გადასახადების მიღება ჩვენს ყველა არხში 2022 წლის 31 დეკემბრის 22:00-დან 2023 წლის 2 იანვრის 22:00-ის ჩათვლით (გათვალისწინებულია მაქსიმალური ვადა).

11.12.2022

გაცნობებთ, რომ სერვისის გაუმჯობესების მიზნით, მაგთიკომი 11 დეკემბერს 03:00-დან 07:00-მდე, გეგმავს პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას, რამაც დროის მოცემულ მონაკვეთში მომსახურების გაწევისას შესაძლოა, სერვისებზე გამოიწვიოს გარკვეული ხარვეზები. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

17.01.2022

გაცნობებთ, რომ მობილური სერვისის გაუმჯობესების მიზნით, მაგთიკომი 20 იანვარს, 03:00-დან 06:00-მდე, გეგმავს პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას, რამაც დროის მოცემულ მონაკვეთში მომსახურების გაწევისას შესაძლოა, მობილურ სერვისებზე გამოიწვიოს გარკვეული ხარვეზები.

ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

13.01.2022

გაცნობებთ, რომ მაგთისატზე დაგეგმილი ცვლილებების გამო, 15 იანვარს, 01:00-დან 10:00-მდე, მოსალოდნელია შეფერხებები მაუწყებლობასთან დაკავშირებით.

შეფერხების შემთხვევაში, გთხოვთ, გადართოთ ერთ-ერთ არხზე - N104, N106 ან N117 - და დააყოვნოთ 15-20 წუთის მანძილზე, რათა მოხდეს არხების სრული განახლება.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

17.12.2021

გაცნობებთ, რომ სერვისის გაუმჯობესების მიზნით, მაგთიკომი 19 დეკემბერს 03:00-დან 06:00-მდე, გეგმავს პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას, რამაც დროის მოცემულ მონაკვეთში მომსახურების გაწევისას შესაძლოა, გამოიწვიოს გარკვეული ხარვეზები (ეხება მხოლოდ მობილურ სერვისებს). ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.