მომსახურების პირობები

ზარის აღრიცხვა:ზარები აღირიცხება და დაანგარიშდება 1-წამიანი სიზუსტით;
ერთიანი, უწყვეტი ზარის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 30 წუთი;
აქტიური სტატუსი:პოზიტიური ბალანსის დროს:
თანხის ბოლო ჩარიცხვიდან ან ბოლო ფასიანი ქმედებიდან 60 დღის განმავლობაში შეძლებთ დარეკვას, შეტყობინების გაგზავნას და ა.შ.
ცალმხრივად გათიშვა:თანხის ამოწურვის შემთხვევაში
რა დროსაც 60 დღის განმავლობაში გარანტირებული გექნებათ შემომავალი ზარები/ SMS;
ორმხრივად გათიშვა:თუ თანხის ბოლო ჩარიცხვიდან ან ბოლო ფასიანი ქმედებიდან ან თანხის ამოწურვიდან 60 დღის განმავლობაში არ შეავსებთ ანგარიშს (დადებითი ბალანსის მიუხედავად);
ხელშეკრულების შეწყვეტა:ნომრის გაუქმება:
ორმხრივად გათიშვიდან 90 დღის შემდეგ (თუ ამ პერიოდში არ შეივსო ანგარიში);

მომსახურებატარიფი (დღგ-ის ჩათვლით)
ქსელში ჩართვა:აქცია:
SIM-ბარათი - 3 ლარი;
ანგარიშზე დაგიბრუნდებათ 1 ლარი;
სურვილის შემხთვევაში, 30 დღით უფასოდ გაგიაქტიურდებათ ტარიფი "ზერო +".

/ანგარიშზე დაბრუნებული 1 ლარით შეძლებთ დარეკვას, SMS-ის გაგზავნას და ინტერნეტის გამოყენებას.
აღნიშნული 1 ლარის განაღდება არ არის შესაძლებელი./

სტანდარტული ფასი:
SIM-ბარათი - 5 ლარი
ორნომრიანი SIM-ბარათი - 10 ლარი
ქსელში ჩართვისას SIM-ბარათზე ავტომატურად ირთვება შემდეგი მომსახურებები:შემავალი და გამავალი ადგილობრივი ზარი
შემავალი და გამავალი საერთაშორისო ზარი
შემავალი და გამავალი SMS
სერვისი ზარის გადატანა
ინტერნეტ სერვისი: თუ რომელი თაობის ინტერნეტით ისარგებლებთ, დამოკიდებულია თქვენი მობილური ტელეფონის მონაცემებზე.
SIM-ბარათის შეცვლა:
SIM-ბარათი:3 ლარი
ორნომრიანი SIM-ბარათი:10 ლარი
ნომერთან დაკავშირებული ტარიფები:
ნომრის შეცვლა:3 ლარი
მფლობელის შეცვლა: 3 ლარი
ნომრის დაპაუზება:
იხილეთ ლინკი
სხვა ტარიფები:
ბალანსის შემოწმება444 - 2 თეთრი
*111*1#OK - უფასო

დეტალური ამონაბეჭდის მიღების პირობები:

  • ნომრის დეტალურის ამონაბეჭდის ან ტელეფონის იმეი კოდის მიღება შეუძლია მხოლოდ ნომრის იურიდიულ მფლობელს.
  • მიმდინარე თვის გამავალი ზარების დეტალური ამონაბეჭდი მოთხოვნის დღესვე გაიცემა უფასოდ.
  • მიმდინარე თვის შემავალი ზარების, ასევე წინა თვეების შემავალი, გამავალი ან შემავალ-გამავალი ზარების დეტალური ამონაბეჭდის ფასი განისაზღვრება გვერდების რაოდენობის მიხედვით:
    • 1- დან 10 გვერდამდე 1 ლარი.
    • თუ ამონაბეჭდის რაოდენობა აღემატება 10 გვერდს, მაშინ ყოველი 1 გვერდის ფასია 10 თეთრი. ამ ტარიფით დეტალური ამონაბეჭდის აღება შესაძლებელია მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის შემდეგ, ხოლო დაჩქარებული წესით მომსახურების საფასურია 3 ლარი (ანუ თუ აბონენტს სურვილი აქვს აიღოს ამონაბეჭდი იმავე დღეს, მან უნდა გადაიხადოს ამონაბეჭდის საფასური გვერდების რაოდენობის მიხედვით და ამას დამატებული დაჩქარებული მომსახურების საფასური 3 ლარი).
    • იმეი-კოდის ერთი თვის დეტალური, მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის შემდეგ - 1 ლარი, ხოლო დაჩქარებული წესით 4 ლარი (ანუ თუ აბონენტს მოთხოვნის დღესვე უნდა დეტალური ამონაბეჭდი, იხდის 4 ლარს, აქედან 1 ლარი დეტალური ამონაბეჭდის, 3 ლარი კი დაჩქარების საფასური).

 

საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი ქსელში ჩასართავად:

მაგთიკომის რეალიზაციისა და მომხმარებელთა მომსახურების ოფისებსა და სადილერო ქსელში, ქსელში ჩართვის ხელშეკრულების გაფორმებისას, ფიზიკურმა პირმა უნდა წარადგინოს ჩამოთვლილი საბუთებიდან ერთ-ერთი მაინც:

საქართველოს მოქალაქემ:

  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა/ID ბარათი;
  • საქართველოს მოქალაქის პასპორტი;
  • ახალი მართვის მოწმობა (პირადი ნომრით);

უცხოეთის მოქალაქემ:

  • უცხოეთის მოქალაქის პასპორტი;
  • ბინადრობის მოწმობა;
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური მისიების თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრთათვის გაცემული ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი დიპლომატიური, სააკრედიტაციო და სამსახურეობრივი ბარათები;
  • ევროკავშირის ქვეყნებისა და თურქეთის მოქალაქეებისთვის შესაძლებელია ქსელში ჩართვა ID ბარათის წარდგენის საფუძველზე

სერვისი "მაგთი CDMA 800"

ულიმიტო ზარები საქართველოს ტერიტორიაზე, ნებისმიერი მიმართულებით!

სერვისით სარგებლობისათვის საჭიროა CDMA 800 სტანდარტის მობილური ტელეფონი.

ქსელში ჩართვა - 100 ლარი.

მომსახურების ღირებულება - თვეში 250 ლარი.


112 გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი