მომხმარებლებისთვის მომსახურების პირობების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

მაგთიკომი მომხმარებლებს სთავაზობს მომსახურებისა და მრავალფეროვანი სერვისების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას სხვადასხვა საშუალებით: ვებ-გვერდი, ცხელი ხაზი, აპლიკაცია MyMagti, სერვისმენიუ, ვებჩატი და ფეისბუქ მესინჯერი.

ცხელი ხაზი - გთავაზობთ სადღეღამისო მომსახურებას, სადღესასწაულო დღეების ჩათვლით. 110011-ზე ან 0322170000-ზე დარეკვა ნებისმიერი ქსელიდან არის შესაძლებელი, მაგთის ქსელიდან კი ზარი უფასოა.

ვებჩატი (ონლაინ დახმარება) და ფეისბუქის მესინჯერი -  შესაძლებელია თქვენთვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაციის მიღება ონლაინ - ყოველდღე, 09:00-დან 24:00-მდე.

აპლიკაცია MyMagti - რომელიც სმარტფონში მაგთის ოფისის ფუნქციას ასრულებს.  სახლიდან გაუსვლელად, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ საკუთარი და სხვისი ანგარიშის შევსება, ბალანსის გაგება, თანხის გადარიცხვა, სასურველი პაკეტების ყიდვა/ავტომატურად განახლება, ბარათით გადახდა, სახლის ინტერნეტისა და ტელევიზიის პაკეტების ყიდვა/შეცვლა, სერვისის დროებით შეჩერება, ნომრის სტატისტიკისა და დეტალური ინფორმაციის მიღება, მიტანის სერვისით მოდემის, SIM ბარათის, დისტანციური მართვის პულტის შეძენა, პორტირება, და სხვა.

სერვისმენიუ - (*111#OK ) მობილური ტელეფონის საშუალებით მაგთის მომსახურებების დისტანციურად მიღების შესაძლებლობას იძლევა.

ვებგვერდი (www.magticom.ge)- მაგთიკომის ოფიციალური სამენოვანი ვებგვერდი საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სასურველი ინფორმაცია და მომსახურებები.

მაგთიკომის ოფისები - მომსახურების მიღება შეგიძლიათ მაგთიკომის მომსახურების ფართო ქსელში - 50 ოფისი (თბილისსა და რეგიონებში) და 87 საზოგადოებრივ ცენტრში.
ოფისების სამუშაო საათები და ზუსტი მისამართები იხილეთ ბმულზე - www.magticom.ge/offices