ექსტრემალური (საგანგებო) ნომრები

112 - გადაუდებელი დახმარების ერთიანი მოკლე სპეციალური ნომერი პოლიციის, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების გამოსაძახებლად.

მობილურიდან და მაგთი ფიქსიდან 112-ზე დარეკვა უფასოა და შესაძლებელია მაშინაც კი, როდესაც ნომერი გათიშულია ორმხრივად. ასევე აღნიშნულ ნომერზე მობილური აპარატიდან დარეკვა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტელეფონში არ დევს SIM ბარათი (მთავარია, მობილური იყოს გამართული და იმყოფებოდეს რომელიმე ქსელის დაფარვის არეალში).

VoIP-ის აპარატიდან 112-ზე დარეკვა შესაძლებელია უფასოდ, როგორც ცალმხრივად, ასევე ორმხრივად გათიშული სტატუსის დროს (აუცილებელია, რომ ნომერი რეგისტრირებული იყოს ქსელში).

სხვა უფასო საგანგებო ნომრებზე მობილურიდან ან მაგთი ფიქსიდან დარეკვა შესაძლებელია როგორც ცალმხრივად, ასევე ორმხრივად გათიშული ნომრიდან.

VoIP-ის აპარატიდან სხვა უფასო საგანგებო ნომრებზე დარეკვა შესაძლებელია როგორც ცალმხრივად, ასევე ორმხრივად გათიშული სტატუსის დროს (აუცილებელია, რომ ნომერი რეგისტრირებული იყოს ქსელში).