ფიქსირებული ტელეფონია

VoIP ტელეფონიის ჩართვა შესაძლებელია მხოლოდ მაგთის IP ტელევიზიასა ან/და ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტთან ერთად, FTTH ტექნოლოგიით ჩართულ მისამართებზე.

ნომრის სტატუსი და ვადები
აქტიური
  • როდესაც მაგთის IP ტელევიზიისა ან/და ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტის ანგარიში აქტიურია (ან სარგებლობთ კრედიტით), ისარგებლებთ VoIP-ის 3/5 ლარიანი პაკეტით;
  • როდესაც მაგთის IP ტელევიზიისა ან/და ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტის ანგარიში ცალმხრივად ან ორმხრივად გათიშულია, ან ორივე სერვისი დაპაუზებული, თუმცა VoIP-ის ანგარიში დადებითია ისარგებლებთ მხოლოდ „სტანდარტული ტარიფით“;
  • მხოლოდ ერთი სერვისის დაპაუზების შემთხვევაში (როდესაც მეორე აქტიურია) ისარგებლებთ VoIP-ის 3/5 ლარიანი პაკეტით.
ცალმხრივად გათიშული
  • როდესაც მაგთის IP ტელევიზია ან/და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი არის ცალმხრივად ან ორმხრივად გათიშული, ან დაპაუზებული და VoIP-ის ანგარიშზე არ არის დადებითი ბალანსი, VoIP-ი არის ცალმხრივად გათიშული.
ტერმინირებული
  • თუ მაგთის IP ტელევიზიისა ან/და ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტი დატერმინირდა.

VoIP ტელეფონიის მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით ხელშეკრულებას ან დარეკეთ ცხელ ხაზზე:

11 00 11 - მობილური ქსელიდან
+995 32 217 00 00 - ნებისმიერი ქსელიდან
მაგთიკომის ქსელიდან ზარი უფასოა