სასარგებლო რჩევები ინტერნეტმომხმარებლებს

სასარგებლო რჩევები ინტერნეტმომხმარებლებს

ჩვენი ცხოვრების სტილი რადიკალურად შეიცვალა. ბევრი ჩვენგანი ვერც წარმოიდგენდა, რომ სახლიდან მოუწევდა შეხვედრებსა თუ თათბირებზე დასწრება, ბავშვებს და სტუდენტებს - ლექციებსა თუ გაკვეთილებზე ჩართვა, ცეკვა, სიმღერა, ვარჯიშიც კი დისტანციურად, ვიდეო შეერთების საშუალებით.

ინტერნეტმოხმარების ზრდამ დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა სატელეკომუნიკაციო კომპანიები. გაიზარდა საკომუნიკაციო ქსელის გამტარუნარიანობა და სიმძლავრეები,თუმცა მომხმარებელთან სახლში ყველაფერი უცვლელი დარჩა.

დღეს ინტერნეტს, ძირითადად, უსადენო კავშირით ვუერთდებით, ნოუთბუქების, პლანშეტებისა თუ ტელეფონების გამოყენებით. ეს ყველაფერი კი, როგორც წესი,  ჩვენს ბინაში, ერთ წერტილში განთავსებულ WiFi როუტერს უერთდება.

რადგან გაკვეთილები, ლექციები, სამუშაო საათები ძირითადად დროის ერთი და იგივე შუალედშია, ჩვენი ოჯახის ყველა წევრი ერთდროულად იყენებს ინტერნეტს და ხშირად პრობლემაც ამ დროს იჩენს თავს.

აქამდე, თუ ძირითადად ინტერნეტგვერდებს ვათვალიერებდით და ფილმებს ვუყურებდით, ახლა პირდაპირი ვიდეოჩართვები გვაქვს და ამ დროს სულ უმნიშვნელო, წამიერი ხარვეზიც კი თვალით ადვილად შესამჩნევია. ამასთან ერთად, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს მეზობლებსაც იგივე დროს აქვთ ონლაინ გაკვეთილი თუ სამსახურებრივი დისტანციური ვიდეოჩართვა და მათაც იგივე სიხშირულ დიაპაზონში მომუშავე WiFi როუტერი უყენიათ, რაც რადიო ხელშეშლების ხშირი მიზეზი ხდება.

მომხმარებლების პრეტენზიების მოკვლევისა და მონიტორინგის შედეგად დაგროვილმა გამოცდილებამ და სტატისტიკურმა მონაცემებმა ნათლად გვიჩვენა, რომ ხშირად მომხმარებელი არც კი უშვებს, რომ ინტერნეტის ხარვეზის რეალური მიზეზი შესაძლოა მისი WiFi მოწყობილობა იყოს.

გთხოვთ, გაეცნოთ სასარგებლო რჩევებს, რაც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ინტერნეტთან დაკავშირებული შეფერხებები, სწორად შეარჩიოთ, შეამოწმოთ და განათავსოთ  WiFi როუტერი თქვენს ბინაში.

wifi-useful-tips-2

WiFi  როუტერის სწორად შერჩევა და სტანდარტები

თანამედროვე ნოუთბუქებს, ტელეფონებს და პლანშეტებს IEEE 802.11n და IEEE 802.11ac სტანდარტების მხარდაჭერა აქვთ.

უმჯობესია შეიძინოთ 802.11 ac სტანდარტის როუტერი.

ინტერნეტის სიჩქარის დაცვა პაროლით

გირჩევთ, დაადოთ პაროლი თქვენს WiFi-ს, რათა სხვებმა არ ისარგებლონ თქვენი ინტერნეტით, რაც სიჩქარის შემცირებას გამოიწვევს.

wifi-useful-tips-3
wifi-useful-tips-4

ინტერნეტის უკეთესი სიჩქარის მისაღებად ბინაში WiFi როუტერის ადგილმდებარეობის გათვალისწინება

პარამეტრების მიუხედავად, WiFi როუტერისდიდ მანძილზე მუშაობას აფერხებს ნებისმიერი ბარიერი:კედელი, კარი, კარადა, მინა, მეზობლის WiFi მოწყობილობის მიერ წარმოქმნილი რადიო ხელშეშლები და სხვა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია თავიდანვე გაითვალისწინოთ თქვენი ბინისა თუ სახლის წყობა, რადგან შესაძლოა გერჩივნოთ ერთზე მეტი როუტერის დაყენება ან 2-3 წერტილიანი WiFi ქსელის გამართვა.

ინტერნეტის სიჩქარის შემოწმება შეფერხების მიზეზის გასარკვევად

იმის გასარკვევად, შეფერხება პროვაიდერის მიზეზით ხდება თუ WiFi როუტერის ბრალია, აუცილებელია ინტერნეტის სიჩქარის შემოწმება.

სიჩქარის შესამოწმებლად გამოიყენეთ speedtest.net ან ანალოგიური რესურსები და ოპერატორების ჩამონათვალიდან აირჩიეთ მაგთიკომი.

შედეგის სიზუსტისთვის, სიჩქარის შემოწმება უნდა განახორციელოთ ქსელური კაბელით მიერთებული კომპიუტერით.

სიჩქარის შემოწმების დროს  სხვა კომპიუტერი თუ ტელეფონი არ უნდა მოიხმარდეს ინტერნეტს.

wifi-useful-tips-1