Linux სისტემის ადმინისტრატორი

შპს “მაგთიკომი“ აცხადებს ვაკანსიას Linux სისტემების ადმინისტრატორის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი სერვერების ტექნიკური მახასიათებლების ჩამოყალიბება და დაგეგმვა;
  • Linux ოპერაციული სისტემების და მასზე მომუშავე პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, კონფიგურაცია და ადმინისტრირება;
  • ოპერაციულ სისტემასა და სერვისებთან დაკავშირებული პრობლემების ანალიზი, დიაგნოსტიკა და გადაწყვეტა;
  • არსებული სერვერების წარმადობის მონიტორინგი და ოპტიმიზაცია;
  • სისტემების უსაფრთხოების, განახლებებისა და სარეზერვო ასლების მართვა;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და განახლება.

 

მოთხოვნები და უნარები:

  • სერვერული სისტემების არქიტექტურის ცოდნა;
  • კომპიუტერული ქსელის ინფრასტრუქტურის ცოდნა;
  • გამოცდილება სერვერების ადმინისტრირებაში;
  • ვირტუალიზაციის არქიტექტურის და მუშაობის პრინციპების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • შემდეგი სერვისების ადმინისტრირების გამოცდილება: DNS, DHCP, NTP, SNMP, AAA, Diameter, LDAP, Kerberos, Nginx/Apache, HAProxy, PostgreSQL/MySQL, NFS/Samba, Postfix, firewalld/nftables/iptables, SELinux, LVM, systemd, ასევე ავტომატიზაცია (Bash/Python/Ansible) და მონიტორინგი (Zabbix/Prometheus/Grafana);
  • ანალიტიკური აზროვნება და პრობლემის ლოგიკურად გადაჭრის უნარი;
  • მოტივირებულობა, ახლის ძიებისა და განვითარების ინიციატივა;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დროის სწორად განაწილებისა და ახალი ცოდნის სწრაფად ათვისების უნარი;
  • რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად, პრიორიტეტების სწორად გადანაწილებით მუშაობის უნარი;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

 

უპირატესობად ჩაითვლება:

  • სკრიპტინგისა და ავტომატიზაციის გამოცდილება (Bash, Python, Ansible);
  • კონტეინერიზაციისა და ორკესტრაციის ცოდნა (Docker, Kubernetes);
  • შესაბამისი სერტიფიკატები (RHCSA, RHCE, LFCS).

 

სამუშაო პირობები:

  • მუშაობის მოქნილი გრაფიკი;
  • კონკურენტული ანაზღაურება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით;

 

მონაცემები  (CV)  გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე vakansia@magticom.ge. გთხოვთ, Subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - Unix/Linux სისტემის ადმინისტრატორი.  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.

vakansia@magticom.ge-ზე თქვენი მონაცემების (CV)  გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით,  რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს „მაგთიკომის“  მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. 
გამოგზავნილი მონაცემები (CV)   შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით.
ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ  ელ-ფოსტის მისამართზე- vakansia@magticom.ge. დამუშავებაზე უარის შემთხვევაში თქვენ მიერ წარმოდგენილი CV ვერ განიხილება.
შპს „მაგთიკომი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.