Unix/Linux სისტემის ადმინისტრატორი
შპს "მაგთიკომი" აცხადებს ვაკანსიას Unix/Linux სისტემის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
დასაქმებულმა უნდა გაუწიოს ადმინისტრირება Unix/Linux სერვერებს, უზრუნველყოს მათი მხარდაჭერა და გამართული მუშაობა
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი სერვერების მახასიათებლების ჩამოყალიბება
- Unix/Linux ოპერაციული სისტემების და მასზე მომუშავე პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, კონფიგურაცია და ადმინისტრირება
- ოპერაციულ სისტემასთან და სერვისებთან დაკავშირებული პრობლემების ანალიზი და გადაწყვეტა
- არსებული სერვერების ოპტიმიზაცია
მოთხოვნები და უნარები:
- სერვერული სისტემების არქიტექტურის ცოდნა
- კომპიუტერული ქსელის ინფრასტრუქტურის ცოდნა
- გამოცდილება სერვერების ადმინისტრირებაში
- ვირტუალიზაციის არქიტექტურის და მუშაობის პრინციპების საბაზისო ცოდნა
- შემდეგი სერვისების ადმინისტრირების გამოცდილება: DNS, DHCP, NTP, SNMP, AAA, Diameter
- კომპიუტერული სისტემების და ქსელების აპარატურის მუშაობის პრინციპების და ოქმების საბაზისო ცოდნა
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემის ლოგიკურად გადაჭრის უნარი
- მოტივირებულობა, ახლის ძიებისა და განვითარების ინიციატივა
- კომუნიკაბელურობა და გუნდურად მუშაობის უნარი
- დროის სწორად განაწილებისა და ახლის სწრაფად ათვისების უნარები
- შემოსული დავალებების დროში ოპტიმალურად განაწილება
- რამდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის უნარი
- ინგლისური ენის ცოდნა
სამუშაო პირობები:
მუშაობის ფიქსირებული გრაფიკი
კონკურენტული ანაზღაურება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით
მონაცემები(CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე vakansia@magticom.ge და გთხოვთ, Subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება