VoLTE - HD ხმა მაგთისგან!
11 / ნოემბერი / 2021
VoLTE სერვისით სარგებლობა უკვე შესაძლებელია Samsung Galaxy S22/S22+/S22 Ultra სმარტფონებისთვის!
- მაქსიმალურად სუფთა HD ხმა - თითქოს, მოსაუბრე თქვენ გვერდით იმყოფება;
- მყისიერი დაკავშირება;
- მრავალფუნქციურობა - საუბრის პარალელურად შეგიძლიათ 4G/4.5G მობილური ინტერნეტით სარგებლობა.
მაგთიკომის ქსელი სრულად აკმაყოფილებს VoLTE-ის სტანდარტებს. შესაბამისად, კომპანიას შეუძლია, უზრუნველყოს VoLTE-ის სერვისი ყველა თანამედროვე სმარტფონისთვის, მაგრამ ამისათვის აუცილებელია, რომ მწარმოებელმა ეს ფუნქცია გაააქტიუროს კონკრეტულად საქართველოს რეგიონისთვის.
Samsung-ის სმარტფონებისთვის VoLTE სერვისის გააქტიურება შესაძლებელია მხოლოდ ჰოლოგრამიან მოდელებზე.