საქართველოში
- დიკ შერვინი,
|
"იცით
ამერიკელები
რას მეძახიან?
"Shervin-აიას", ზოგჯერ კი "Shervin-აძეს", რადგან ეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც ჩამოვედი და უამრავი მეგობარი შევიძინე." |
რიჩარდ შერვინი
სასტუმრო "შერატონ
პალასის" ფოიეში
გველოდებოდა.
დაგვინახა
თუ არა, გაგვიღიმა,
როგორც ძველმა
და კეთილმა მეგობარმა.
კაცმა რომ თქვას,
შეხვედრისას
ასე იღიმება
ყველა ამერიკელი;
მაგრამ შემდგომ,
მოგვიანებით,
ჭიქა ყავასთან
მშვიდ და გულითად
საუბარში გაირკვა,
რომ დიკ შერვინი
საქართველოს
მართლაც ნამდვილი
და კეთილი მეგობარია.
დიკ შერვინი
შემთხვევით
არ გვითქვამს.
ახლობლები მას
ასე მიმართავენ,
ასე იხსენიებენ
რიჩარდ შერვინს
საქართველოშიც,
ქვეყანაში, რომლის
მომავალიც მან
ერთ-ერთმა პირველმა
იწამა და რომელსაც
თავისი ცხოვრების
საქმე დაუკავშირა.
რიჩარდ შერვინი,
Metromedia International Telecommunication-ის პრეზიდენტი
- უდიდესი ამერიკული
კომპანიისა,
რომელსაც კომუნიკაციებისა
და მედიის დარგში
მთელ მსოფლიოში
წამყვანი ადგილი
უჭირავს და
42 საერთაშორისო
პროექტს ახორციელებს.
საქართველოში
მისი მონაწილეობით
"მაგთიკომის"
გარდა დაფუძნებულია
"პეიჯინგ 1", "აიეტი
TV", რადიო "ფორტუნა"
და საქართველოს
ტელეკომი.
რიჩარდ შერვინს
"შერატონ პალასის"
ფოიეში შევხვდით,
იქ, სადაც იგი
ხშირად ჩერდებოდა
თბილისში ჩამოსვლისას.
იმ დროსაც, როცა
სასტუმროს "მეტეხი
პალასი" ერქვა
და იმ დროსაც,
როცა ქვეყანაში
სროლის ხმა ისმოდა.
ერთ-ერთი ჩამოსვლისას,
დიკ შერვინი
და მისი მეუღლე
პირდაპირ სასტუმროს
ფოიეში ატეხილ
სროლაში მოყვნენ,
მაგრამ, საქართველოზე
და მის სიყვარულზე
უარი არ უთქვამთ
და ქვეყნისათვის
ზურგი არ შეუქცევიათ.
დიკ შერვინი
ისეთივე ტკივილით
იხსენებს იმ
დღეებს, როგორც
ნებისმიერი
ქართველი, ხოლო
ქვეყნის მომავალს
შეიძლება ბევრ
ქართველზე მეტი
ოპტიმიზმითაც
უყურებს.
- საქართველოზე,
როგორც ჩემთვის
საინტერესო
ქვეყანაზე, პირველად
ამ ათი წლის
წინათ დავფიქრდი.
მაშინ ამერიკაში
ერთ-ერთ საკომუნიკაციო
კომპანიას ვმართავდი.
ძალიან მომწონდა
ეს კომპანია,
მაგრამ რაღაც
მინდოდა გამეკეთებინა,
არ ვიცოდი - რა.
საკმაოდ ბევრი
ფული მქონდა
იმისთვის, რომ
ფეხი-ფეხზე გადადებულს
გარკვეული პერიოდი
კარგად და კომფორტულად
მეცხოვრა. ჩეხოსლოვაკიაში
წასვლა შემომთავაზეს,
რათა გამერკვია,
შესაძლებელი
იყო თუ არა სატელეფონო
ლიცენზიის მოპოვება.
შევიტყვე, რომ
საქართველოში
დიდად დაინტერესებულნი
იყვნენ ამერიკელებისაგან
ინვესტიციების
მოპოვებით სატელეკომუნიკაციო
პროექტებისათვის.
ამიტომ გადავწყვიტე,
ჩეხოსლოვაკიასთან
ერთად მოსკოვიც
მომენახულებინა
და საქართველოშიც
ჩამოვსულიყავი.
თბილისში პირველად
1990 წლის ივნისში
ჩამოვედი. ერთ
წელიწადში ბევრი
მეგობარი გავიჩინე.
მომწონდა მათთან
ურთიერთობა
და გადავწყვიტეთ,
თბილისში საკაბელო
ტელევიზია "აიეტი-
TV" შეგვექმნა.
ასე დაიწყო ყველაფერი...
შემდეგ იყო ომი,
უფრო სწორად,
ომმა დაგვასწრო.
მე და ჩემი მეუღლე
სწორედ ამ ფოიეში
ვისხედით 1991 წლის
22 დეკემბერს, როცა
ორმა ახალგაზრდამ
ერთმანეთს ცეცხლი
გაუხსნა. შუაგულ
სროლაში მოვყევით.
როცა საქართველოდან
წავედით, ომიც
დაიწყო. დაკავშირება
ძალიან გაძნელდა.
ბოლოს თბილისელმა
მეგობრებმა
თვითონ დამირეკეს
და შემატყობინეს
ომი დამთავრდა
და შეგვიძლია
საქმე ვაკეთოთო.
მე და ჩემი მეუღლე
საქართველოში
მარტში დავბრუნდით.
აქ ნამდვილი
საშინელება
დაგვხვდა. რუსთაველზე
რომ
ჩავიარეთ, ძველი
სასტუმრო "თბილისი",
სადაც ვჩერდებოდით
ხოლმე, სრულიად
განადგურებული
დაგვხვდა. ახლომახლო
სხვა შენობებიც
დანგრეული და
დამწვარი იყო.
იგივე ხდებოდა
თავისუფლების
მოედანზეც, სადაც
ჯერ კიდევ ერთი
წლით ადრე ჩემი
თვალით ვუყურე,
როგორ ჩამოაგდეს
ლენინის ძეგლი.
შენობა, სადაც
მაშინ ვმუშაობდი,
კავშირგაბმულობის
სამინისტრო
იყო. ისიც დანგრეული
დამხვდა. ჩემი
ოფისიც მთლიანად
განადგურებული
იყო.
გადავწყვიტეთ,
მაინც გაგვეგრძელებინა
წამოწყებული
საქმე. ივნისში
კვლავ ჩამოვედი
საქართველოში
და ანძაზე საკაბელო
ტელევიზიის
აპარატურა დავამონტაჟეთ.
მაშინვე გადავწყვიტე,
კავშირგაბმულობის
სამინისტროსა
და სხვა პარტნიორების
მეშვეობით პეიჯინგის
სისტემა შემექმნა,
რადგან ქვეყანაში
კომუნიკაციები
ფაქტობრივად
შეუძლებელი იყო
და ეს იქნებოდა
ერთ-ერთი გზა
იმისთვის, რომ
ადამიანებს
ერთმანეთთან
კონტაქტი ჰქონოდათ.
ორი თვის შემდეგ
პეიჯინგის სისტემაც
დავამონტაჟეთ.
1996 წლის ივლისში
თბილისში კვლავ
ჩამოვედი და
პირველად მაშინ
შევხვდი გია
ჯოხთაბერიძეს
და ზურაბ გოჯიაშვილს.
გია დიდად დაინტერესებული
იყო GSM-ის სისტემის
შექმნით, ლიცენზიაც
ჰქონდა, და მეც
ვთქვი - "რატომაც
არა". ასე დაიწყო
"მაგთიკომმა"
კომპანიად ჩამოყალიბება.
დღეს ჩვენს საკაბელო
ტელევიზიასაც
და პეიჯინგსაც
საკმაოდ ბევრი
მომხმარებელი
ჰყავს, მაგრამ
ვფიქრობ, ყველაზე
დიდი ბიზნესი
მაინც "მაგთიკომია".
ამის მიზეზი
ის არის, რომ
საქართველოში
კავშირგაბმულობის
სისტემა კარგად
არ არის განვითარებული,
ხალხს კი ძალიან
უნდა ერთმანეთთან
ლაპარაკი, ურთიერთობა.
ასე რომ, ჩემის
აზრით, სატელეფონო
ბიზნესი საუკეთესო
ბიზნესია.
საკაბელო ტელევიზიის
სამსახურიც
ძალიან მნიშვნელოვანია,
რადგან ქართველი
ხალხისთვის
ეს არის მსოფლიოს
ყველა კუთხეში
გამავალი ფანჯარა.
მაგრამ ამ მომსახურებაზე
მაინც არ არის
ისეთი მოთხოვნილება,
როგორიც სატელეფონოზე.
საკაბელო ტელევიზია
ცალმხრივი კომუნიკაციის
საშუალებაა,
სატელეფონო სამსახური
კი-ორმხრივი.
როცა
პირველად ჩამოვედი
საქართველოში
და დავინახე
განსხვავება,
თუ როგორ ვცხოვრობ
მე და როგორ ცხოვრობს
აქაური ხალხი,
გადავწყვიტე,
რამე გამეკეთებინა.
მე ხუთი შვილი
მყავს და მინდა
ჩემი შვილები
ისეთ მსოფლიოში
გაიზარდონ, სადაც
კონფლიქტები
არ იქნება. კონფლიქტის
ერთ-ერთი მთავარი
მიზეზი კი ორი
ქვეყნის ან
ორი ადგილის
ეკონომიკურ
მდგომარეობებს
შორის არსებული
განსხვავებაა.
მინდოდა, სულ
მცირე წვლილი
მაინც შემეტანა
ყოფილი საბჭოთა
კავშირის ქვეყნების
ეკონომიკური
მდგომარეობის
გამოსწორებაში.
მინდოდა, შეძლებოდათ
ენახათ როგორ
ცხოვრობენ სხვები
და რომ ეს შესაძლებელია.
ასევე მინდოდა
ხალხი დაგვესაქმებინა
და მათთვის
კარგი ანაზღაურება
მიგვეცა. ეს იქნებოდა
პატარა წვლილი,
თუნდაც, ჩემი
შვილების მომავლის
შექმნაში.
თუ ამავე დროს
გავითვალისწინებთ
იმ ფაქტს, რომ
მე
მყავს ინვესტორები,
რომელთაც საქმეში
ჩადებული ფული
უნდა დაუბრუნდეთ,
ორი რამ ნათელი
გახდება: ერთი-მინდა
დაგეხმაროთ,
რომ მდგომარეობა
გამოსწორდეს;
მეორე-ვნახო
მოგება.
ადამიანმა
ალბათ დროდადრო
უნდა შეხედოს
თავის ცხოვრებას
და თქვას: "რას
ვაკეთებ?", ან
- "რისთვის ვაკეთებ
ამას?" ადამიანს
ბედნიერს ხდის
მუდმივი წინსვლა;
ბიზნესშიც ასეა.
მუდმივი წინსვლით
მეც ბედნიერად
ვგრძნობ თავს.
დღეს
ჩვენ 600 000 აბონენტი
გვყავს აღმოსავლეთ
ევროპასა და
ყოფილი საბჭოთა
კავშირის ქვეყნებში,
და ყველა მომსახურება
სხვადასხვაა.
15 რადიო სადგური
გვაქვს, აქედან
2 საქართველოშია
- რადიო "ფორტუნა"
და რუსულენოვანი
რადიო "ერა".
ჩვენი მუშაობის
არსი იმაში
მდგომარეობს,
რომ გავაფართოვოთ
საქმიანობა,
გავზარდოთ აბონენტთა
რიცხვი, გავზარდოთ
შემოსავლები,
კარგად იგრძნონ
თავი ჩვენმა
პარტნიორებმა
და ყველამ, ვინც
ჩვენთან მუშაობს.
საკაბელო
ტელევიზია და
პეიჯინგი უკვე,
ფაქტობრივად,
დამოუკიდებლად
ფუნქციონირებს.
დღეს მათ ძალიან
მცირე ინვესტიცია
სჭირდებათ
ჩვენგან და უკვე
ვალის დაბრუნებაც
დაიწყეს.
"მაგთიკომი"
ჯერ ახალგაზრდა
კომპანიაა და
კიდევ სჭირდება
ინვესტიციები,
მაგრამ უკვე
ძლიერდება და
2000 წლისათვის
ალბათ ვალების
გასტუმრებასაც
დაიწყებს.
ქვეყნის ეკონომიკური
მდგომარეობა
გავლენას ახდენს
საქმიან გარემოზე.
დღეს, როცა საქართველო
გამოსულია კრიზისიდან
და ბევრი რამ
გაუმჯობესდა,
ვფიქრობ, ბიზნესს
კვლავ ესაჭიროება
დიდი ინვესტიციები,
მაგრამ შემოსავლებიც
მატულობს და
მალე ყველა ის
საქმე, რაც აქ
წამოვიწყეთ,
დამოუკიდებლად
შეძლებს წარმატებულ
მუშაობას.
მომწონს აქ მუშაობა.
გულით მიყვარხართ,
მაგრამ პრობლემებსაც
ვხედავ. პირველ
რიგში ეს არის
კლანური დამოკიდებულებები
ბიზნესში, ეს
ხომ ასე აფერხებს
ქვეყნის ეკონომიკურ
აღმავლობას;
საერთაშორისო
კანონებისა
და სტანდარტების
ნაკლები ცოდნა.
ვფიქრობ, თუ მეტი
ახალგაზრდა
მოვა მთავრობაში,
ქვეყანაში ბევრი
რამ შეიცვლება.
იცით,
ამერიკელები
რას მეძახიან?
"Sherwin-აიას", ზოგჯერ
კი "Sherwin-აძეს", რადგან
ეს ერთ-ერთი პირველი
ქვეყანაა, სადაც
ჩამოვედი და
სადაც უამრავი
მეგობარი შევიძინე.
საქართველო
არც ერთ იმ ადგილს
არ ჰგავს, სადაც
ვყოფილვარ. ხალხი
უაღრესად თბილია,
არც ერთ ქვეყანაში
არ იღებენ უცხოელებს
ისე გულთბილად,
როგორც აქ. აღტაცებული
ვარ ქართველი
ხალხით - ისინი
ძალიან კეთილგანწყობილნი
არიან. მათი
სითბოსა და
მეგობრობის
გამო, ძალიან
სასიამოვნოა
საქართველოში
ჩამოსვლა.