ყველაფერი 1997 წლის 22 სექტემბერს დაიწყო...

ეს ფოტო მაგთი GSM - ის პრეზენტაციაზეა გადაღებული. მასზე აღბეჭდილნი არიან ამ კომპანიის დამფუძნებლები, ბატონები - სტიუარტ სუბოტნიკი, ჯონ კლუგე, რიჩარდ შერვინი და გია ჯოხთაბერიძე მეუღლეებთან ერთად.
ბატონი ჯონ კლუგე უდიდესი იმპერიის - METROMEDIA INTERNATIONAL GROUP - ის თავკაცი გახლავთ. კომპანია მაგთი GSM - ის დაფუძნების დღეებში გაზეთი "ნიუ იორკ თაიმსი" წერდა: "ბატონმა კლუგემ დიდი დრო დაუთმო ამ კავშირების დამყარებას და არც ფული დაიშურა... მისი მიდგომა საქართველოს რესპუბლიკისადმი დიპლომატიისა და ფინანსური გულუხვობის შეჯერების კარგი მაგალითია."