როუმინგი

თუ თქვენ ხშირად მოგზაურობთ, თუ მობილური ტელეფონი გაქვთ და თანაც მაგთი GSM -ის აბონენტი ხართ, თუ გსურთ დაზოგოთ დრო, რომელიც უცხოეთში განსაკუთრებით ძვირფასია, თუ გინდათ არ გაწვალდეთ და არ გააწვალოთ ახლობლები საერთაშორისო სატელეფონო საუბრების შეკვეთებზე სირბილით, მაშინ უცხოეთში გამგზავრებამდე მობრძანდით მაგთი GSM -ის სარეალიზაციო ოფისში, თან იქონიეთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან უცხოეთის პასპორტი. გააფორმეთ ოფიციალური მოთხოვნა როუმინგული მომსახურების ჩართვის შესახებ. შეიტანეთ სადეპოზიტო თანხა 200 ლარის ოდენობით. (თუ ჩართული გაქვთ საერთაშორისო მომსახურების ხაზი, როუმინგი ჩაგერთვებათ დეპოზიტის შეტანის გარეშე, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე). და თქვენ ევროპისა და აზიის 33 ქვეყანაში (მალე კი უფრო მეტში) საშუალება გექნებათ თქვენი მობილური ტელეფონით ისარგებლოთ.
სხვადასხვა ქვეყანაში როუმინგულ მომსახურებას განსხვავებული ტარიფები აქვს; ანგარიშსწორება ყველა შემთხვევაში მოხდება მაგთი GSM -თან, საქართველოში დაბრუნების შემდეგ; უცხოეთში აბონენტი შემავალი ზარების საფასურსაც იხდის.
როუმინგი-ქართულად ხეტიალს ნიშნავს. იხეტიალეთ ქვეყანაზე "მაგთისთან" ერთად!

ქვეყანა ოპერატორი
1 შვეიცარია სვისკომი
2 რუსეთი მტს, ნორს-ვესტი, დონტელეკომი
3 თურქეთი თურქსელი, ტელსიმი
4 დიდი ბრიტანეთი სელნეტი, ვოდაფონი, ორინჯი
5 ბელგია მობისტარი
6 ესპანეთი მოვისტარი
7 პოლონეთი პლუსი, ერა
8 სლოვაკეთი გლობტელი
9 საფრანგეთი ფრანს ტელეკომი
10 გერმანია ტე-მობილი
11 ლატვია ბალტკომი
12 ფინეთი რადიოლინია
13 ავსტრია მაქსმობილი
14 შვედეთი ევროპოლიტანი
15 რუმინეთი მობილრომი
16 ჰოლანდია ლიბერტელი
17 კვიპროსი სიტა
18 უნგრეთი პანონი
19 აზერბაიჯანი აზერსელი
20 ჩეხეთი რადიომობილი
21 ჰონგ-კონგი სმარტონი
22 იტალია ტიმი
23 ირლანდია ეირსელი
24 საბერძნეთი პანაფონი
25 ავსტრალია ოპტუსი
26 ბულგარეთი მობილტელი
27 არაბთა
გაერთიანებული
საემიროები
ეტისალატი
28 ლუქსემბურგი პი ენდ თი
29 ესტონეთი რიტაბელი
30 უკრაინა უემსი
31 ნორვეგია ნეთკომი
32 ლიტვა ომნიტელი
33 ინდოეთი (ნიუ-დელი) ვირტელი