"დიახ, რა გაინტერესებთ?"

აჩქარდა ჩვენი ცხოვრების რიტმი... უნდა იჩქარო, რომ საქმე მოასწრო; უნდა იჩქარო, რომ ახლობლებს მოეფერო; უნდა იჩქარო, რომ სამოგზაუროდ წასვლაც შეგეძლოს და სამუშაოც არ მიატოვო; უნდა იჩქარო, რომ სპექტაკლი არ გამოტოვო; უნდა იჩქარო, რომ ყველაფერი იცოდე დროულად და სწრაფად; უნდა იჩქარო, რომ არსებობდე...
ჰოდა, აბა როგორ უნდა გადაშალო დიდი ცნობარები, ანდა როგორ უნდა რეკო ათასი წვრილმანისა თუ მსხვილმანის დასადგენად სხვადასხვა ინსტანციებში. მაშინ თქვენ საქმიანი ადამიანი აღარ ყოფილხართ, და შესაბამისად, არც მაგთი GSM-ის აბონენტი.
ხოლო თუ ბრძანდებით, მაშინ თქვენ პრობლემა არ გაქვთ - აიღეთ თქვენი მობილური და აკრიფეთ 215.
აკრიფეთ აეროპორტში, რათა გაიგოთ იმ ქალაქში, სადაც მიფრინავთ, დაგჭირდებათ თუ არა ქოლგა...
აკრიფეთ მანქანაში, რათა გაიგოთ, სადგურიდან როდის გადის თქვენი მატარებელი...
აკრიფეთ ოფისში, რათა სასწრაფოდ დაადგინოთ თქვენთვის საჭირო სახელმწიფო მოხელის ტელეფონის ნომერი თუ ზუსტი თანამდებობა.
აკრიფეთ საქმიან ლანჩზე, რათა პარტნიორს დააკავშიროთ სათანადო უცხოური თუ არასამთავრობო ორგანიზაცია.
აკრიფეთ სავაჭრო გარიგებისას და რომ არ მოტყუვდეთ, იქვე დაადგინეთ საჭირო ქვეყნის წონისა და ზომის ერთეულები ან შტრიხ კოდები.
აკრიფეთ სახლში, ტელევიზორის წინ სავარძელში მოკალათებულმა და აუცილებლად გაარკვიეთ, რა წარმოდგენაა ხვალ რუსთაველის თეატრში, ან სად, როდის და რა გამოფენა იმართება, რათა ხვალ მაინც აღარ დარჩეთ სახლში ტელევიზორის შემყურე.
არ აკრიფოთ, და ღმერთმა ნუ დაგაჭირვოთ ექსპრეს-ტელეფონები: სასწრაფო, სახანძრო, პოლიცია და ასე შემდეგ... მაგრამ თუ მაინცა და მაინც დაგჭირდათ...
იცოდეთ, რომ ყველა ასეთ და სხვა შემთხვევაში, არ მოგიწევთ ცნობარებისა და ბლოკნოტების ფურცვლა ან ნაცნობ-მეგობრების შეწუხება. დაზოგავთ დღეისათვის ყველაზე დიდ სიმდიდრეს - ნერვებსა და დროს.
უბრალოდ აიღეთ ხელში თქვენი მობილური და აკრიფეთ 215. ხოლო სადღაც იქ, სასიამოვნო ხმა სასიამოვნოდ გიპასუხებთ: "დიახ, რა გაინტერესებთ?"