თქვენი მობილური ტელეფონი Motorola d160
"მოტოროლა" უდიდესი კომპანიაა, რომელსაც თავისი პროდუქციის მიმართ ხარისხის მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმები აქვს. იგი, ჩვენში თუ სხვაგან, სტაბილურობისა და საიმედოობის სიმბოლოა.
თუ თქვენ ხართ საქართველოში ყველაზე პოპულარული მოდელის - Motorola d160- ის მფლობელი, მაშინ თქვენთვის ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს მცირე ინფორმაცია მის შესახებ.
Motorola d160-ის ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა ლოდინის რეჟიმში 70-80 საათია. ანუ, თუ თქვენ არ ილაპარაკებთ, ბატარეა ამ ხნის განმავლობაში არ დაიცლება, ხოლო უწყვეტი საუბრისას ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა 4-5 საათს აღწევს. ამ მონაცემებით Motorola d160 გაცილებით ჯობნის ბევრ სხვა მოდელს. თუმცა აპარატი კომპაქტურობით არ გამოირჩევა და მისი წონა 235 გრამია, ამოსაწევი ანტენის საშუალებით თქვენ შეძლებთ დარეკოთ და მიიღოთ ზარები ისეთ ადგილებში ყოფნისას, სადაც სხვა აპარატს მეტად გაუჭირდება.
ახლა ორიოდე სიტყვით იმ ძირითადი ფუნქციების ანუ შესაძლებლობების შესახებ, რომელიც Motorola d160-ს გააჩნია.
1. ტელეფონის ნომრებისა და მფლობელების ვინაობის მახსოვრობაში შეტანა.
თქვენ შეგიძლიათ SIM ბარათის მახსოვრობაში შეიტანოთ 100 ტელეფონის ნომერი და მფლობელის სახელი იმისათვის, რომ ნებისმიერ დროს მოძებნოთ შეტანილი ინფორმაცია და განახორციელოთ ზარი დამახსოვრებულ ნომერზე. ტელეფონის ნომრისა და სახელის დასამახსოვრებლად უნდა დააჭიროთ ღილაკებს é გამოსახულებით და 2, და შემდეგ თანმიმდევრულად შეიყვანოთ ნომერი და სახელი და გვარი. აბონენტის მოძებნა სახელის მიხედვით ხდება é და 1-ის აკრეფის საშუალებით.
2. თქვენ საშუალება გეძლევათ, აირჩიოთ ზარის სახეობა და მისი ხმის სიძლიერე. ზარის სახეობის ამოსარჩევად უნდა დააჭიროთ მენიუს ღილაკს Menu და მთავარი მენიუდან აირჩიოთ Phone Setup, შემდეგ კი Set Ringer Tone ქვემენიუში è გამოსახულების ღილაკის საშუალებით გადაადგილდეთ თქვენთვის სასურველ ზარზე და არჩევანი დაადასტუროთ ღილაკით OK.
3. თქვენ შეგიძლიათ, სურვილისამებრ, მთლიანად გათიშოთ ზარი ღილაკების é და 8-ს აკრეფით, ხოლო შემდგომ ამავე კომბინაციის საშუალებით აღადგინოთ იგივე ზარი.
4. საუბრის დროს მიკროფონის დროებითი გამორთვა სულ ორ კლავიშზე თითის დაჭერით ხდება: é და 6. იგივე ოპერაციის საშუალებით შეგიძლიათ კვლავ ჩართოთ მიკროფონი.
5. თუ აპარატის ყოველი ჩართვისას გიხდებათ ოთხნიშნა PIN კოდის შეყვანა და ეს ოპერაცია თქვენთვის მოსაბეზრებელი ხდება, შეგიძლიათ მისი მოხსნა მენიუს საშუალებით Phone Setup-ში შესვლით - მოძებნით Require SIM card PIN და დააჭერთ OK-ს. კოდის მოსახსნელად უნდა დააყენოთ Off-ზე, OK, შემდეგ შეიყვანთ PIN კოდს და OK.
6. "მოტოროლამ" იზრუნა იმაზეც, რომ მობილური ტელეფონით სარგებლობისას შეგეძლოთ დანახარჯების გაკონტროლება. (ხანდახან ხომ ისე გავერთობით საუბრით, რომ დროს ვეღარ ვგრძნობთ). ამისათვის გაააქტიურეთ მრიცხველი და ყოველი ნალაპარაკები 30 წამის დამთავრებამდე 10 წამით ადრე ტელეფონი მოგცემთ ტონალურ სიგნალს იმის შესახსენებლად, რომ თქვენი თანხები სწრაფად არ ამოიწუროს.
მრიცხველის ჩასართავად მენიუდან შეხვალთ ფუნქციაში Call Meters, დააჭერთ OK-ს, გადაადგილდებით და
დააყენებთ Set Audiable Call Timers, შემდეგ კი Single Alert Timer-ში Off-დან è ისრის საშუალებით გადახვალთ On-ზე და ორჯერ დააჭერთ OK-ს.
ჩვენ შემოგთავაზეთ ზემოთ აღნიშნული ფუნქციების გამოყენების ყველაზე იოლი გზა. სხვა ფუნქციები დაწვრილებით აღწერილია ინსტრუქციაში, რომელიც რუსულ ენაზეა და ყოველ აპარატს მოჰყვება. შეგიძლიათ, აგრეთვე, დაგვირეკოთ მომხმარებელთა მომსახურების განყოფილებაში: 25 00 00 ან 25 11 11.
იმედი გვაქვს, ჩვენი ინფორმაცია გამოგადგებათ. იგი ხომ საშუალებას გაძლევთ, უფრო სრულად გამოიყენოთ თქვენი მობილური ტელეფონის - Motorola d160-ის შესაძლებლობები.