Georgian Card და სხვა...

იმისათვის, რომ გადახდის სისტემა უფრო მოხერხებული გამხდარიყო, მაგთი GSM-მა შექმნა ვრცელი საგადასახადო ქსელი საქართველოს ბანკის ფილიალების ბაზაზე.
მომსახურების საფასურის გადახდა აბონენტს შეუძლია საქართველოს ბანკის 9 ფილიალსა და მაგთი GSM-ის რეალიზაციის და აბონენტთა მომსახურების 11 ოფისში.
ხოლო, თუ თქვენ მაგთი GSM-ის აბონენტი ხართ და ამასთანავე გაქვთ საქართველოს ბანკის პლასტიკური სადებიტო ბარათი, ეგრეთ წოდებული ეორგიან ცარდ, შეგიძლიათ ამ ბარათის ანგარიშიდან საჭირო თანხის მოხსნით დაფაროთ დავალიანება.
პლასტიკური ბარათი, იგივე ელექტრონული ფული, უნაღდო ანგარიშსწორების საუკეთესო საშუალებაა, ამ ბარათის მფლობელს შეუძლია თავის ანგარიშზე არსებული თანხის გამოყენება ბანკში მისვლის გარეშე.
ჩვენში პლასტიკური ბარათი - Georgian Card - პირველად საქართველოს ბანკმა გამოუშვა. სულ ახლახან კი, მასტერ ქარდის ოთხი სახის საერთაშორისო ბარათიც შემოიღო.
მაგთი GSM-ის აბონენტები, რომლებიც საზღვარგარეთ როუმინგული მომსახურებით სარგებლობენ, დავალიანების დაფარვას უკვე მასტერ ქარდის პლასტიკური ბარათებით შეძლებენ.