ფოტო


ჩვენ მომავალი თაობები ჩვენივე ფოტოებით გაგვიცნობენ. გაგვიცნობენ სწორედ ისეთებს, როგორებიც დაგვინახა ობიექტივმა. და მათთვის ასეთები დავრჩებით მუდამ...
ახლა უკვე აღარ გვაკმაყოფილებს ატელიეს ხელოვნური "პოზები" და ვქმნით საკუთარ ფოტოარქივს, სადაც ვართ ისეთები, როგორც სინამდვილეში, როგორც "კადრს მიღმა". ვიღებთ ყველაფერს - როგორ გვაცვია, რა ჟესტებს ვხმარობთ, როგორ ვიცინით, როგორ ვდარდობთ და როგორ ველით...
დღეს თითქმის ყველა ადამიანს "შეჩერებული" წამების საკუთარი კოლექცია აქვს. მის შესაქმნელად კი არცერთ ჩვენგანს არ მოეთხოვება პროფესიონალიზმი და ფოტოგრაფობა. ეს სულ სხვა არის - ფოტოგრაფია, როგორც ხელოვნება, როგორც სხვა ცხოვრება, სხვა რეალობა - ალბათ უფრო ნამდვილი და ჭეშმარიტი, ვიდრე ჩვენი ყოველდღიური ყოფა.
ჩვენ კი, უბრალოდ, ჩვენს ცხოვრებას აღვწერთ, ვისაც როგორ შეგვიძლია, და ჩვენებურად ვამკვიდრებთ ფოტოგრაფირების ტრადიციას.
წლების წინ კი ყველას არ ჰქონდა საშუალება, საკუთარი ლამაზი წამები შეეგროვებინა, ისევე, როგორც წლების წინ, ყველას არ შეეძლო ესარგებლა, ვთქვათ, მობილური ტელეფონით. დღეს ერთიც და მეორეც თითქმის ყველასათვისაა ხელმისაწვდომი და უფრო მეტიც, თურმე ამ ორ სიახლეს შორის მეტად სასიამოვნო ურთიერთკავშირია. კერძოდ, დღეს "მაგთი GSM"-ის ყველა აბონენტს შეუძლია ისარგებლოს "FUJI COLOR"-ის საკმაოდ შეღავათიანი სერვისით.
"FUJI COLOR"-ი ორი წლის წინათ გამოჩნდა საქართველოში. ამ დროისათვის ფოტოსერვისი წარმატებულ ბიზნესად ითვლებოდა, დღეს კი უამრავი ასეთი ობიექტია თბილისში და, ბუნებრივია, კონკურენცია გაიზარდა. ამ სიტუაციიდან "FUJI COLOR"-მა კარგი გამოსავალი იპოვა. "მაგთი GSM"-თან დადებული კონტრაქტის საფუძველზე, ყველა აბონენტს შეუძლია "FUJI COLOR"-ის ორ ობიექტში - რუსთაველის ¹ 31-სა და მარჯანიშვილის ¹ 15-ში - 20 %-იანი ფასდაკლებით ისარგებლოს. ამ კონტრაქტმა იმდენად გაზარდა "FUJI COLOR"-ის მუდმივ კლიენტთა რიცხვი, რომ მომსახურე პერსონალი მაგთის აბონენტებს სახეზეც კი ცნობს.
ასე რომ, ისარგებლეთ მობილური ტელეფონით და პატარა მარტივი ფოტოაპარატით - დღეს არც ერთი აღარ არის ფუფუნების საგანი.

ნათია კალანდაძე