მისალმება
მთელი ჩვენი კომპანიის სახელით მინდა მივესალმო მკითხველს და მივულოცო "მუდმივი კავშირის სამყაროს" პირველი ნომრის გამოსვლა.
განსაკუთრებული სითბოთი ვულოცავთ ამ ლამაზი ჟურნალის გამოცემას მაგთიკომის აბონენტებს. ვფიქრობთ, რომ იგი საუკეთესო საჩუქარი იქნება თქვენთვის და ვიმედოვნებთ: ამიერიდან "მუდმივი კავშირის სამყარო" თითოეული თქვენგანის მეგზური გახდება.
პირველ ნომერში ჩვენ შევეცადეთ გარკვეულწილად შეგვეჯამებინა ის შედეგები, რომლებსაც მაგთიკომმა მიაღწია განვლილი პერიოდის განმავლობაში. შედეგები კი ასეთია:
- GSM ქსელით დაფარვის ყველაზე დიდი ზონა საქართველოში;
- მომსახურების საუკეთესო ხარისხი;
- უახლესი ტექნოლოგიებით დამზადებული მოტოროლა-ს საბაზო სადგურები;
- როუმინგული მომსახურება მსოფლიოს 33 ქვეყანაში;
- წარმომადგენლობითი ოფისები საქართველოს 12 ქალაქში;
- საგადასახადო პუნქტები "საქართველოს ბანკის" 15 ფილიალში;
- ექსკლუზიურ დილერთა 33 სავაჭრო წერტილი;
- მომსახურების ყველაზე დაბალი ფასები;
- მაგთი GSM-ის აუდიო მაცნეს მომსახურება;
- მაგთი GSM + - ის ფასდაკლების ბარათების სისტემა;
- საინფორმაციო სატელეფონო სამსახური;
- Georgian Card-ის პლასტიკური ბარათებით დავალიანების გადახდის შესაძლებლობა.
დაბოლოს, "მუდმივი კავშირის სამყარო" - საქართველოში ყველაზე დიდი ტირაჟის ჟურნალი მაგთიკომის აბონენტებისათვის.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ამერიკული კომპანიების Metromedia International Telecomunications, Western Wireless International-ისა და ქართული მაგთის მიერ დაფუძნდა მობილური ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია მაგთიკომი. 1997 წლის 22 სექტემბერს მაგთიკომის ქსელში ჩაერთო პირველი აბონენტი. მას შემდეგ აბონენტთა რიცხვი დღითიდღე მატულობს. დღეს მაგთიკომის ქსელში გაერთიანებულია ათეულობით ათასი ადამიანი, რომლებიც შესაშური ერთგულებით ჩვენს გვერდით დგანან და სწორედ ეს თანადგომაა ჩვენი კომპანიის კოლექტივისათვის ყველაზე დიდი დაფასება და სტიმული.
მაგთიკომის 200 თანამშრომლის სახელით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი მუშაობის ძირითადი პრინციპი მომავალში კვლავ აბონენტებზე ზრუნვა და მათთვის მომსახურების საუკეთესო პირობების შექმნა იქნება.
ჩვენი მიზანია, რომ 21-ე საუკუნეში საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობა, ისარგებლოს მობილური ტელეფონით, რომელიც ჩართული იქნება მაგთი GSM-ის ქსელში.

გიორგი კიკნაძე
მაგთიკომის გენერალური დირექტორი