ჩარჩოში ჩატეული სამყარო

ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებაში არსებობენ ნივთები, რომლებთანაც ჩვენ უხილავი ძაფები გვაკავშირებს და რომლებიც ჩვენი ცხოვრების ნაწილად ქცეულან. ზოგიერთისათვის ეს შესაძლოა საყვარელი ადამიანის მიერ ნაჩუქარი ნახატი იყოს, ზოგისთვის - წინაპრების ფოტო, რომელიც ოჯახის რელიქვიაა; ზოგისთვის - კი წარმატების აღმნიშვნელი სიგელი.
ეს ნივთები საოცარი თვისებებით გამოირჩევიან. გადის დრო, იცვლება ჩვენს ირგვლივ გარემო, ვიცვლებით ჩვენ... ისინი კი, მუდამ მდუმარედ გვიმზერენ, საშუალებას გვაძლევენ მივეფეროთ, ვესაუბროთ, ერთად გავიხსენოთ.. თუნდაც ამის გამო, ამ უცნაური ურთიერთობის გამო გვინდა მათ მუდმივად ვუცქიროთ, ცხოვრება მათით გავილამაზოთ.
წლების წინათ მათთვის შესაფერისი ჩარჩოსა და პასპარტუს შოვნა დიდი პრობლემა იყო. ჩვენი არჩევანი მუდამ სტანდარტული ფორმის ხის ჩარჩოსა და ტილოს ერთნაირ ნაცრისფერ პასპარტუზე ჩერდებოდა - სხვაგვარი უბრალოდ არც იყო. დღეს კი... პრობლემებისა და ზედმეტი დაძაბულობის გარეშე შეგვიძლია გემოვნების მიხედვით შევარჩიოთ ჩვენი "საგანძურისათვის" შესაფერისი ფორმის, ფერისა და მასალის გაფორმება აქვე, თბილისში, აღმაშენებლის 119-ში, სადაც მაგთივინის ოფისი მდებარეობს.
იანვრის თვიდან ამ ფირმამ ჩარჩოების წარმოება დაიწყო. ამისათვის შეძენილია დანიური, იტალიური, ამერიკული დანადგარები და დაახლოებით 135 სახის სხვადასხვა ფერისა და ფორმის ბრიტანული ჩარჩოს პროფილი. 50-ზე მეტი ვარიანტი პასპარტუსათვის. მაგთივინი გვთავაზობს ფართო არჩევანს, სადაც ნებისმიერი ადამიანი თავისი გემოვნების მიხედვით შეძლებს შეარჩიოს სასურველი ჩარჩო და გაფორმება, საგანგებო მინა, რომელიც შუქს არ ირეკლავს. ეს მართლაც მშვენიერი სიახლეა ჩვენს ცხოვრებაში და ალბათ ბევრ მსურველსაც მიიზიდავს სილამაზისა და მისაწვდომი ფასის გამო.
ჩარჩოებით დავიწყეთ, თორემ ფირმა მაგთივინი უკვე კარგა ხანია ცნობილია ჩვენში. 1996 წლიდან იგი თურქ პარტნიორებთან ერთად აწარმოებს პოლივინი-ქლორიდის კარ-ფანჯრებს, ტიხრებს. იგი დღეისათვის მსოფლიოში არსებულ ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიას იყენებს. თურქეთში ანალოგიური ტიპის 43 მწარმოებელს შორის სწორედ მაგთივინის მომწოდებელია დაშვებული გერმანიის ბაზარზე, სწორედ ის პასუხობს ევროპული ბაზრის მკაცრ მოთხოვნებს; უპირველესად კი იმას, რომ მომხმარებელს ისეთი პროდუქცია მიაწოდოს რომელიც ჯანმრთელობისათვის საზიანო არ იქნება.

დღეისათვის საქართველოში უკვე ძალზე ბევრ ოფისსა თუ ბინაში იხილავთ მაგთივინის კარ-ფანჯრებს; ეს ხომ ის პროდუქციაა, რომელიც:
-არ იწვის და ხელს არ უწყობს ცეცხლის გავრცელებას;
-არ იცვლის ფერს ექსპლოატაციის დროს;
-არ განიცდის ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებას;
-არასოდეს არ საჭიროებს სამღებრო სამუშაოებს;
-დაგავიწყებთ ხმაურს, მტვერს, გამჭოლ ქარს;
-საგრძნობლად დაგიზოგავთ, თითქმის გაგინახევრებთ, გათბობის ხარჯებს...
მაგთივინი პირველი ფირმაა, რომელმაც საქართველოში ამ პროდუქციის რეალიზაცია დაიწყო. მას შემდეგ თბილისში ამ ტიპის რამდენიმე თურქული და გერმანული საწარმო გაიხსნა, გაიზარდა კონკურენცია, და რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, გაიზარდა მაგთივინის მომხმარებელთა რიცხვიც. ამ ფაქტს მაგთივინის პრეზიდენტი ბატონი ზურაბ გოჯიაშვილი ასე ხსნის: ?ჩვენი მომწოდებელი ორიენტირებულია ხარისხზე, ორიენტირებულია უზარმაზარ ევროპულ ბაზარზე. ჩვენი პროდუქციის მოცულობის ზრდა კი იმაზე მეტყველებს, რომ ქართველები სულ უფრო რწმუნდებიან ხარისხის უპირატესობაში?.
ამრიგად, მაგთივინი გვთავაზობს უმაღლეს ხარისხს და ასეთივე ხარისხის მომსახურებას. აქვე შევნიშნავთ, რომ მაგთიკომის აბონენტები აქ 15% ფასდაკლებით სარგებლობენ.
ჩარჩოებს კი რაც შეეხება... სამომავლოდ დაგეგმილია შეიქმნას საგანგებო სალონი და იქვე განთავსდეს წარმოებაც. ეს შესაძლებელს გახდის უფრო სწრაფად და კარგად მოემსახურონ დამკვეთს.
ჩასვით თქვენი სამყარო მაგთივინის ჩარჩოში. ეს სწორედ ის ერთადერთი შემთხვევაა, როცა სამყაროს ჩარჩო უხდება.

ნათია კალანდაძე