მაშინაც, როცა თქვენთან დაკავშირება არ ხერხდება...

საოცარი გამოგონებაა მობილური ტელეფონი...
ყოველთვის შენთან არის, ყოველთვის მზადყოფნაშია...
ისე ეჩვევი, უკვე ვეღარ იტან, როცა ხანდახან იძულებული ხარ თავად გამოეთიშო მუდმივი კავშირის სამყაროს.
არა და, რა უნდა ქნა... მართლაც ხომ ვერ გააბამ საუბარს თეატრში, სპექტაკლის მსვლელობის დროს, ან საპასუხისმგებლო შეხვედრაზე გამოსვლას ხომ ვერ შეწყვეტ, რომ ტელეფონს უპასუხო. რამდენი მომენტია ცხოვრებაში, რომელსაც არ უხდება გაუთავებელი ზარის წკარუნი; ან ბოლოს და ბოლოს, ხომ შეიძლება ბატარეა "დაგიჯდეს", ან უბრალოდ, გასული იყო მომსახურების ზონიდან.
გამოსავალი თურმე არსებობს...
მაგთი GSM -ის აუდიომაცნე საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ხმოვანი შეტყობინება, მაშინაც, როდესაც თქვენს მობილურ ტელეფონთან დაკავშირება არ ხერხდება. მაგთი GSM არის თავდები, რომ თქვენ არასოდეს დაკარგავთ თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
აუდიომაცნე იოლი გამოსაყენებელია - იგი იძლევა მოკლე ინსტრუქციებს, რომლებიც, თქვენი სურვილისამებრ, შეიძლება იყოს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე.

როდესაც თქვენი ტელეფონი:
გათიშულია ან გასული ხართ მომსახურების ზონიდან...
დაკავებულია...
ზარს არ პასუხობთ ...
ასეთ დროს თქვენთან დაკავშირების მსურველი, თქვენი მობილური ტელეფონის ნომრის აკრეფის შემდეგ, ავტომატურად უკავშირდება თქვენს "საფოსტო ყუთს", სადაც ჩაიწერება თქვენთვის განკუთვნილი ინფორმაცია. მოგვიანებით შეგიძლიათ მოისმინოთ, შეინახოთ ან წაშალოთ იგი.

ამრიგად, თუ გსურთ, რომ თქვენმა მობილურმა ტელეფონმა შეასრულოს ავტომოპასუხის ფუნქციაც, თანაც მხოლოდ მაშინ, როცა თქვენ ეს დაგჭირდებათ, შეგიძლიათ წინასწარ ჩართოთ მაგთი GSM -ის აუდიომაცნეს მომსახურების თქვენთვის სასურველი ერთი ან რამდენიმე ვარიანტი.
გთავაზობთ ჩართვისა და გამორთვისათვის საჭირო ნიშნებისა და ციფრების კომბინაციას. TN აბრევიატურა აღნიშნავს თქვენი მობილური ტელეფონის ნომერს.
მაგთი GSM-ის
აუდიომაცნეს ფუნქცია
ჩართვა
გამორთვა
ტელეფონი გამორთულია
ტელეფონი დაკავებულია
ზარს არ პასუხობთ
**62*300 TN # OK
**67*300 TN # OK
**61*300 TN # OK
##62# OK
##67# OK
##61# OK
ყველა შემომავალ ზარზე **@1*300 TN # OK ##21# OK

თუ თქვენ დაინტერესდით მაგთი GSM -ის აუდიომაცნეს მომსახურებით, მობრძანდით კომპანიის მომსახურების რომელიმე ოფისში, გადაიხადეთ ჩართვის საფასური და სააბონენტო გადასახადი და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ფუნქციები, რომლებიც ზემოთ გაგაცანით.
იმისათვის, რომ შეიტყოთ, არის თუ არა თქვენს საფოსტო ყუთში ხმოვანი შეტყობინება, აკრიფეთ 311 და OK. ავტომოპასუხე გაცნობებთ, არის თუ არა თქვენთვის შეტყობინება.
პირველი შეტყობინების მოსასმენად აკრიფეთ 1.
თუ გსურთ მოსმენილი შეტყობინების შენახვა, აკრიფეთ 4.
შემდეგი შეტყობინების მოსასმენად აკრიფეთ 6.
მოსმენილი შეტყობინების ხელახლა მოსასმენად აკრიფეთ 1.

გაითვალისწინეთ!
თუ მოსმენილი შეტყობინება არ შეინახეთ, სისტემა მას ავტომატურად წაშლის.

სისტემა აღარ მიიღებს ახალ შეტყობინებას, თუ სამი შეტყობინების მიღების შემდეგ არ მოხდა მათი წაშლა.

მაგთი GSM -ის აუდიომაცნეს მომსახურების პირობებისა და ტარიფების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად
დაგვირეკეთ: 25 00 00, 25 11 11.

ქეთევან ლომაძე,
მაგთიკომის მარკეტინგის
კოორდინატორი