თქვენი ახალი მეგობარი NOKIA 5110

NOKIA მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა კავშირგაბმულობის სფეროში. იგი პიონერია მობილური ტელეფონების მწარმოებელთა შორის და დღეისათვის - აშკარა ლიდერი. ამ ფინურ კომპანიას მსოფლიოს ათ ქვეყანაში მწარმოებელი ქარხნები აქვს, წარმომადგენლობები კი - 45 ქვეყანაში. ნოკიას თანამშრომელთა რაოდენობა ოცდათექვსმეტ ათასს აღწევს.
NOKIA-ს რამდენიმე მოდელს ადრეც შეხვდებოდით მაგთი GSM -ის ოფისებში; დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ ერთ-ერთი უახლესი - ოკია 5110. ეს მოდელი კომპანიამ 1998 წელს გამოუშვა, და სულ ცოტა ხანში, მისი ფუნქციური შესაძლებლობებისა და მისაწვდომი ფასის წყალობით, იგი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოდელად იქცა ევროპაში.
ტელეფონის პირდაპირ დანიშნულებასთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, იგი შეიძლება გამოიყენოთ როგორც კალკულატორი, სათამაშო კომპიუტერი, საათი, მაღვიძარა - მაშინაც კი, როცა აპარატი გათიშულია.
წინა მოდელებისაგან განსხვავებით, NOKIA 5110 აფიქსირებს როგორც ბოლო ათი გამავალი, შემომავალი და გამოტოვებული ზარის ტელეფონის ნომერს, ასევე ზარის მიღების ან დარეკვის ზუსტ დროს. აპარატი შესაძლებლობას იძლევა მენიუ გამოიყენოთ 26 სხვადასხვა ენაზე, ხოლო 30 განსხვავებული ტიპის ზარიდან შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი და სასიამოვნო. NOKIA 5110 ახალგაზრდების განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს მოსახსნელი შავი პანელის გამოც, რომელიც შეიძლება შეიცვალოს წითელი, ყვითელი, მწვანე ან ცისფერი პანელით.
იმისათვის, რომ უფრო იოლად გამოიყენოთ თქვენი NOKIA 5110-ის შესაძლებლობები, ვფიქრობთ, გამოგადგებათ რამდენიმე რჩევა.
- თუკი სხვა აპარატების მფლობელები მენიუში ეძებენ, ესა თუ ის ფუნქცია რომელ ქვემენიუშია, NOKIA 5110-ის შემთხვევაში სათანადო კოდის აკრეფისას ავტომატურად ხვდებით სასურველ ფუნქციაში:

- ბოლო საუბრის ხანგრძლივობა menu 351
- ბოლო 10 მიღებული ნომერი menu 32
- ბოლო 10 გამოტოვებული ნომერი menu 31
- ბოლო 10 აკრეფილი ნომერი menu 33 ან é
- ზარის ხმის სიმაღლის შეცვლა menu 93
- ზარის სახეობის შეცვლა menu 92
- მაღვიძარას ჩართვა menu 81
- საათის გასწორება menu 822
- საათის ჩართვა menu 821
- საათის გამორთვა menu 821
- თამაშებზე გადასვლა menu 6
- კალკულატორის ფუნქციაზე გადასვლა menu 7
- ერთ კლავიშზე ხელის დაჭერით
სწრაფი დარეკვის რეჟიმი
(ამ რეჟიმისათვის აუცილებლად
ჩართეთ menu 4-1-2 ფუნქცია) menu 18
- ტელეფონის ჩართვისას I
კოდის მოთხოვნის მოხსნა
(უნდა შეიტანოთ PIN კოდი) menu 431
- იმისათვის, რომ აპარატის ჯიბით ტარებისას არ მოხდეს კლავიშებზე უნებლიე შეხება და დარეკვა, დააჭირეთ შუა კლავიშს და ღილაკს გამოსახულებით *. ამით თქვენი კლავიატურა ჩაიკეტება. გასახსნელად საჭიროა აკრიფოთ იგივე კომბინაცია.
- აპარატის მეხსიერებაში ტელეფონის ნომრების შესატანად - აკრიფეთ სასურველი ნომერი, დააჭირეთ ღილაკს გამოსახულებით é (ეკრანის შუაში გამოჩნდება Save), დააჭირეთ შუა კლავიშს და კლავიატურის საშუალებით შეიტანეთ იმ პიროვნების სახელი, ვისი ნომრის დამახსოვრებაც გინდათ; დააჭირეთ შუა კლავიშს (ეკრანზე ამ დროს ჩანს OK).
- საჭირო ტელეფონის ნომრის მოსაძებნად დააჭირეთ კლავიშს გამოსახულებით ê. ალფაბეტის მიხედვით მეხსიერებაში ჩაწერილი ყველა ნომრის თანმიმდევრობით დათვალიერება ხდება éê კლავიშების საშუალებით. სახელის პირველი ასოს მიხედვით ტელეფონის ნომრის მოსაძებნად კლავიატურაზე აკრიფეთ ეს ასო, და ეკრანზე დაიწერება ამ ასოთი დაწყებული პირველი სახელი, რომელიც მეხსიერებაში გაქვთ შეტანილი. თუ ისრით გადაადგილდებით, ადვილად მოძებნით საჭირო სახელს.

თქვენი და თქვენი Nokia 5110-ის ურთიერთობა უფრო იოლი და საინტერესო გახდება, თუ ამ რჩევებთან ერთად ყურადღებით გაეცნობით თანდართულ ინსტრუქციას.

დაწვრილებითი რჩევებისათვის კი შეგიძლიათ მოგვმართოთ მაგთი GSM -ის მომსახურების ოფისებში. ჩვენ სიამოვნებით ვუპასუხებთ ყველა თქვენს კითხვას.

ლევან ბუჩუკური,
მაგთიკომის მომხმარებელთა
მომსახურებისა
და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი.