მონო

ჟურნალის წინა ნომერში ჩვენ უკვე ვისაუბრეთ წინასწარი გადახდის ბარათის შესახებ, რომელიც ძალზე მოხერხებული გახლავთ, და რომელიც მობილური ტელეფონით სარგებლობას კიდევ უფრო გაგიიოლებთ.
წინასწარი გადახდის საბარათო სისტემა ძალზე პოპულარულია დასავლეთში, თუმცა არც თუ ისე დიდი ხნის ისტორია აქვს: ამგვარი ბარათები პირველად 1995 წელს შვედეთსა და გერმანიაში გამოჩნდა, მაგრამ ნამდვილი ბუმი ერთი წლის შემდეგ იტალიაში დაიწყო. კომპანია "ტელეკომ იტალია მობილე"-მ პირველი სამი თვის განმავლობაში 600 000-ზე მეტი ბარათი გაყიდა, რის გამოც 1997 წელს საერთაშორისო ექსპერტების მიერ დაჯილდოვდა როგორც საუკეთესო პროდუქციის შემქმნელი.
დღეისათვის ევროპის GSM ოპერატორთა უმრავლესობასთან ერთად ინდოეთის, ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკის, არაბთა გაერთიანებული საემიროების რიგი ოპერატორებიც სთავაზობენ თავიანთ მომხმარებელს წინასწარი გადახდის საბარათო მომსახურებას.
მათ რიცხვს მალე მაგთი GSM -იც შეუერთდება.
"მონო" - ასე ეწოდება მაგთი GSM -ის წინასწარი გადახდის ბარათს. იგი საშუალებას მოგცემთ თქვენთვის მისაღები თანხა ნებისმიერ დროს გადარიცხოთ თქვენს ანგარიშზე მომსახურების ოფისში მისვლის გარეშე, სწრაფად, თქვენი დროისა და ნერვების მაქსიმალური დაზოგვით.
გაყიდვაში სამი განსხვავებული ღირებულების ბარათი იქნება - 30-იანი, 60-იანი და 120-იანი. ბარათზე გამოსახული რიცხვი პირობითი ერთეულია, რომელიც შესაბამისად, წუთობრივი ტარიფის ჯერადი იქნება.
ჩვენი კომპანია შექმნის "მონო" ბარათის გაყიდვის ფართო ქსელს: თავდაპირველად იგი გაიყიდება როგორც კომპანიის მომსახურების ოფისებში, ასევე კომპანიის დილერებთან. დროთა განმავლობაში ქსელი გაფართოვდება და მოიცავს სუპერმარკეტებს, საგაზეთო ჯიხურებს, ბენზინგასამართ სადგურებს და სხვა...
დაივიწყეთ რიგში დაკარგული დრო, ანგარიშები, ქვითრები. შეიძინეთ თქვენთვის სასურველი ღირებულების ბარათი, გადააცალეთ დამცავი საფარი და ამოიკითხეთ 12 ციფრიანი კოდი. თქვენი მობილური ტელეფონით აკრიფეთ "მონო" ბარათის მომსახურების ცენტრის ნომერი 444, მოისმინეთ ავტომოპასუხის ინსტრუქცია და აკრიფეთ 12 ციფრიანი კოდი; ამ პროცედურის შესრულების შემდეგ "მონო" ბარათზე აღნიშნული ერთეული ავტომატურად ჩაითვლება ავანსად.

ყურადღება!
მომსახურების ცენტრში დარეკვა უფასოა და შესაძლებელია მაშინაც კი, როცა თქვენი ტელეფონი გათიშულია.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ანგარიში ამოიწურება და ვერ მოახერხებთ ბარათის შეძენასა და ავანსის განახლებას, თქვენი ტელეფონი ცალმხრივად გაითიშება; და ორი თვის განმავლობაში მსურველს თქვენთან დარეკვის შესაძლებლობა ექნება, ხოლო 444-ზე თქვენ ამ პირობებშიც შეძლებთ დარეკოთ.
იმედია ამ ორი თვის განმავლობაში თქვენი მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდება.
კომპანია გირჩევთ, "მონო" ბარათი მხოლოდ მაგთიკომის მიერ ლიცენზირებულ სავაჭრო წერტილებში შეიძინოთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ბარათი სრულყოფილად შეფუთული იყოს. ნუ შეიძენთ "მონო" ბარათს, თუ ცელოფანის საფარი დაზიანებულია!
ბარათს თან ახლავს სარგებლობის წესები; ყურადღებით გაეცანით მათ.
იმედი გვაქვს, "მონო" ბარათი ბევრ პრობლემას მოგიხსნით და, რაც მთავარია, მოგცემთ შესაძლებლობას წინასწარ განსაზღვროთ, როდის რამდენი ილაპარაკოთ.