იგი
საუკუნის დასაწყისში
დაიბადა და
თითქმის მთელი
საუკუნე იცხოვრა.
დე გოლმა
საპატიო ლეგიონის
ორდენით დააჯილდოვა.
ვაშინგტონში,
თეთრ სახლთან,
ცნობილი ადამიანების
ქანდაკებების
გვერდით მისი
სკულპტურაც დგას,
როკფელერმა
ზღაპრული სასახლე
აჩუქა, სტალინმა
კი ასეთი წერილი
გაუგზავნა: "გîçâðჭøჭéòåñü
íåñòè îòâåòñòâåííîñòü"...
იგი პირადად
იცნობდა საუკუნის
ყველა დიდ მუსიკოსს,
მხატვარს, მწერალს...
ვერ იტანდა ფეხბურთს
და უყვარდა
ღვინო, როგორც
ჭეშმარიტება.
იგი
ბალანჩინი იყო.
1904 წელს
პეტერბურგში
დაიბადა, იმხანად
რუსეთში მოღვაწე
შესანიშნავი
კომპოზიტორის,
ქართული საოპერო
მუსიკის ფუძემდებლის,
ლოტბარისა და
დიდი საზოგადო
მოღვაწის მელიტონ
ბალანჩივაძის
ოჯახში.
პეტერბურგშივე
ორი წლის შემდეგ
დაიბადა მისი
უმცროსი ძმა
ანდრია ბალანჩივაძე
- არაჩვეულებრივი
ქართველი კომპოზიტორი
და მუსიკოსი.
გავა
წლები და მამაც
და შვილებიც
კლასიკოსებად
იქცევიან - მამა
და ერთი ძმა
ქართული საკომპოზიტორო
სკოლის, მეორე
ძმა - ამერიკული
ბალეტისა.
28 წელი
მოღვაწეობდა
რუსეთში მელიტონ
ბალანჩივაძე,
ჯერ პეტერბურგის
კონსერვატორიაში
სწავლობდა ვოკალის
განხრით, შემდეგ
კონსერვატორიის
დირექტორის,
რუბინშტეინის
რჩევით კომპოზიციის
კლასში გადავიდა
რიმსკი-კორსაკოვთან.
მერე კი, პატივცემული
და დაფასებული,
კარგა ხანს
შერჩა პეტერბურგს.
დღენიადაგ ქართული
მუსიკისა და
ხელოვნების
წარმოჩენას
ცდილობდა, აქვე
დაწერა თავისი
ცნობილი ოპერა
"თამარ ცბიერი".
გიორგი
ბალანჩივაძე
რუსეთის სამეფო
კარის საუკეთესო
ტრადიციებზე
აღიზარდა. პეტერბურგის
კონსერვატორიაში
მუსიკის თეორიას,
კომპოზიციასა
და ფორტეპიანოს
ეუფლებოდა. ასევე
წარმატებით
დაასრულა პეტროგრადის
მარიამის თეატრთან
არსებული სასწავლებელი,
მარიუს პეტიპას
საბალეტო კლასი.
მასში თავმოყრილი
იყო ქართული
გენი, რუსული
კლასიკური განათლება,
მსოფლიო კულტურის
შეცნობის სურვილი
და საკუთარი
სათქმელის ნება.
იგი
განუწყვეტლივ
იმეორებდა: "ჩემი
საქმე ბალეტია.
მეტზე ვერაფერზე
ვფიქრობ".
"პეტროგრადსკაია
პრავდა" კი, სასწავლებლის
გამოსაშვებ
საღამოზე მისი
პირველი საჯარო
გამოსვლის შესახებ
წერდა: ?გიორგი
ბალანჩივაძე
ტექნიკურად
რთულ ლეკურში
გამობრწყინდა".
ეს იყო
1921 წლის 26 მაისს...
და მაშინ გიორგი
ბალანჩივაძე
ლეკურს ცეკვავდა...
ქვეყნად არასდროს
არაფერი ხდება
შემთხვევით.
შემდგომ
კი... შემდგომ ბალანჩივაძეების
ოჯახის გზები
გაიყო. გიორგი
პარიზში წავიდა
- ამიერიდან,
იგი უკვე ბალანჩინი
იყო. სულ ერთი
წლის ჩასული
იყო პარიზში,
"დიაგილევის
რუსული ბალეტის"
მთავარი ქორეოგრაფი
რომ გახდა. დიაგილევის
სიკვდილის შემდეგ,
1929 წელს მუშაობდა
პარიზში, კოპენჰაგენში,
ლონდონში. მაგრამ
საოცარია, რომ
ევროპის არც
ერთი დედაქალაქი
ბალანჩინის
შემოქმედებით
არ დაინტერესდა.
ამ პერიოდში
მძიმედ დაავადდა.
ერთხანს უიმედო
მდგომარეობაშიც
კი იყო. პრესა
წერდა, რომ იგი
უკვე ხელმოცარული
აუტსაიდერია;
მაგრამ მხოლოდ
ბალანჩინმა
იცოდა, რომ სცენიდან
არ უნდა ჩამოსულიყო:
?ვისწავლე ცეკვა,
მოძრაობა, უსაზღვროდ
მიყვარდა მუსიკა
და უეცრად სხვათა
აცეკვება და
ამოძრავება
მომინდა".
29 წლის
ასაკში იგი
საკუთარი ამერიკის
აღმოსაჩენად,
უკვე აღმოჩენილ
ამერიკაში მიდის.
ნიუ-იორკში, ლინკოლნ
კირსტეინის
წინადადებით,
იგი ამერიკული
ბალეტის სკოლას
აარსებს. ეს
არის ის ნიადაგი,
რომელზეც შემდგომში
?ნიუ-იორკ სითი
ბელეი? აღმოცენდება.
პირველი წარმოდგენა
უმოკლეს ვადაში
დაიდგა (შემდგომშიც,
იგი პრემიერამდე
3 თვით ადრე იწყებდა
მუშაობას). ბალანჩინმა
კარგად იცოდა,
რომ არასოდეს
მიეცემოდა მეორე
შანსი პირველი
შთაბეჭდილების
დასატოვებლად.
1934 წელს
30 წლის ბალანჩინმა
ამერიკიდან
ევროპას სრულიად
ახალი ხელოვნება
შესთავაზა. ეს
იყო საეტაპო
დადგმა - ჩაიკოვსკის
"სერენადა", რომლითაც
ბალეტის ყველა
სტერეოტიპი დაამსხვრია.
"სერენადა" მართლაც
"თეთრი ბალეტი"
იყო, რომელსაც
ცოტა რამ თუ ჰქონდა
საერთო XIX საუკუნის
"თეთრ ბალეტთან".
აქ ბალეტი არ
იყოფოდა მუსიკად
და ცეკვად. მუსიკა
არ იყო ცეკვის
აკომპანემენტი
ან ფონი - ეს იყო
ერთი მთლიანობა,
როგორც სამყარო.
მუსიკა ქაოსის
მომწესრიგებელ
ძალად გარდაიქმნა.
ცნობიერების
ქორეოგრაფიულ
ნაკადში მოძრაობა
დაუნაწევრებელია,
პაუზის გარეშე
მიისწრაფვის
ფინალისკენ,
ისე, რომ უცნაურ
ცვალებადობას
განიცდის მისი
ფორმა და წყობა.
ამერიკული
პუბლიკა თითქოს
ყველაზე მეტად
მიეჩვია სტერეოტიპების
მსხვრევას, მაგრამ
"სერენადამ"
ამერიკელებიც
დააბნია: ავანგარდული
ბალეტი და ჩაიკოვსკის
მუსიკა? ეს ხომ
აბსურდია... მაგრამ
აშკარაა, რომ
ბალანჩინთან
ეს მუსიკა თანამედროვე
ჟღერადობას
იძენდა. ეს იყო
მისი პირველი
დადგმა, რასაც
"ნიუ-იორკ სითი
ბელეი"-ში დადგმული
148 ბალეტი მოჰყვა.
ბალანჩინი მუშაობდა
კინოში, ტელევიზიაში,
ბროდვეის მუსიკალურ
თეატრებთან,
სხვადასხვა
საოპერო დასებთან.
იყო დირიჟორი,
კომპოზიტორი,
პიანისტი... მაგრამ
როგორც ამერიკული
პრესა წერდა:
"ცეკვისა და
მუსიკის რიტმის
ერთიანობას,
ხედვითი და
სმენითი შთაბეჭდილებების
შესაბამისობას
ამერიკული ბალეტი
ჯორჯ ბალანჩინს
უნდა უმადლოდეს...".
იქნებ,
სიმბოლურიც
კი იყოს ის, რომ
"სერენადას"
რეპეტიციები
სწორედ იმ დარბაზში
მიმდინარეობდა,
სადაც აისედორა
დუნკანი მეცადინეობდა.
ბალერინას ეტალონად
აღიარებული
დუნკანი ბალანჩინს
არ მოსწონდა,
იგი მისთვის
მეტისმეტად
ხორციელი იყო
- მოდუნებული
სილუეტი, ფართო
თეძოები, გაშიშვლებული
მხრები და კიდურები.
ბალანჩინმა
საპირისპირო
სახება შექმნა
- ფოლადის სიმივით
დაჭიმული, ფეხის
წვერებზე შემდგარი
ბალერინების
უდახვეწილესი,
უსხეულო და უწონო
სილუეტი, რომელიც
ზმანებას უფრო
მოგაგონებდათ,
ვიდრე რაიმე
რეალურს. ცეკვა
მისთვის, უპირველესად,
ქალური ფენომენი
იყო: "ბალეტი ქალური
რამაა, მეტიც
- ის ქალია". ბალანჩინის
ბალერინა გამოირჩეოდა
გრძელი ფეხებით,
თხელი ძვლით,
მაღალი მკერდით,
პატარა თავითა
და ძლიერი ზურგით.
ბალანჩინს
სჭირდებოდა
ის, რაც მანამდე
არ ყოფილა - უსიუჟეტო,
ასოციაციური
ბალეტი, მითოლოგიზაცია.
ეს განსაკუთრებით
პარადოქსული
იყო იმ ქვეყნისთვის,
სადაც მასკულტურა
ბატონობდა. იმ
ქვეყნისთვის,
რომელსაც ვარსკვლავების
სიჭახჭახე
უფრო სჭირდება,
ვიდრე ის იდეა,
რომ ხელოვნებას
კი არ უნდა ჩაწვდე
ამერიკის სულთან
ერთად, არამედ
- მიწვდე. ბალეტს
არა აქვს სიუჟეტი,
ისე, როგორც ცხოვრებას
არ შეიძლება
ჰქონდეს კონკრეტული
სიუჟეტი. თუმცა,
ბალანჩინი ყოველთვის
?ახერხებდა?
სიუჟეტის ინსცენირებას;
იმ სიუჟეტისა,
რომელსაც მუსიკა
სთავაზობდა
და არა ლიტერატურა.
ბალანჩინმა
შეძლო თვისობრივად
შეეცვალა ბალეტი.
მან ბალეტში
გააერთიანა
ხელოვნების
ყველა ჟანრი,
ძველი და ახალი
ხელოვნება. სამგანზომილებიანი
სივრცე მთლიანად
აითვისა და
სანახაობას
მეტი დინამიზმი
და ექსპრესია
შემატა. ახალი
საბალეტო რეჟისურა,
თამამი დეკორაციები,
ავანგარდული
კოსტიუმები,
შემსრულებელთა
მაღალი ტექნიკა,
კლასიკური მუსიკა
ბალანჩინის
უზადო სტილს
განაპირობებდა.
ბალანჩინის
შემოქმედების
ამოსავალი სიმარტივე
იყო, ისევე როგორც
ყოველივე გენიალურისა.
მის ბალეტში
არ ყოფილა ყალბი,
არაბუნებრივი
მოძრაობა, რადგან
რამდენადაც
სუფთაა ბგერა,
იმდენად ზუსტია
მოძრაობა.
ბალანჩინმა
კარგად იცოდა
საკუთარი თავის
ფასი, მაგრამ
არასდროს იქცეოდა
გენიოსივით.
მუდამ ხაზს
უსვამდა იმას,
რომ ანსამბლს
ხელმძღვანელობდა
და სპექტაკლების
შექმნა არა
მარტო შთაგონებას,
არამედ გამუდმებულ
რეპეტიციებს,
ხელობის ცოდნას
და დაუღალავ
შრომას მოითხოვს.
თავის თავს
ცეკვის "ხუროს"
უწოდებდა, ხოლო
ბალერინებს
ხუმრობით - "სადოღე
ცხენებს".
ბალანჩინი
ცდილობდა, ყველაფერში
დემოკრატიული
ყოფილიყო. მის
კონცერტებზე
ბილეთებიც კი
ორი დოლარი ღირდა.
მოცეკვავეები
ბალანჩინს აღმერთებდნენ
და ღიმილით
"მისტერ ბი"-ს
ეძახდნენ. ქალებისადმი
გულგრილი არც
მაესტრო იყო.
მან ხუთჯერ იქორწინა
ლამაზ ბალერინებზე,
რომლებმაც სწორედ
მისი წყალობით
მოიხვეჭეს სახელი.
და მაინც,
მიუხედავად
იმისა, რომ მთელი
მსოფლიო მას
რუსული წარმომავლობის
ამერიკელად
იცნობდა, "მისტერ
ბი" ქართველი
იყო, მელიტონ
ბალანჩივაძის
ვაჟი და ანდრია
ბალანჩივაძის
ძმა - გიორგი
ბალანჩივაძე.
და მიუხედავად
იმისა, რომ იგი
რუსულად და ინგლისურად
საუბრობდა, გიორგი
ბალანჩივაძემ
ბავშვობიდან
იცოდა ერთი ქართველი
ბრძენის ნათქვამი
სოფლის ამაოებაზე
და იმაზეც, თუ
ეს სოფელი როგორ
გვაბრუნებს
და როგორ ხდება,
რომ სადაურსა
სად არ წაიყვანს...
უკვე მოწიფულ
ასაკში ჯორჯ
ბალანჩინი ორჯერ
ჩამოვიდა საქართველოში.
ბალანჩივაძეების
ოჯახზე არაჩვეულებრივი
ფილმის სცენარის
ავტორი, ქალბატონი
ლია მაჭუტაძე
იგონებს - როცა
ანდრია ბალანჩივაძემ
თვითმფრინავის
ტრაპზე თავისი
ძმის სილუეტი
დაინახა, თქვა:
"ასე მგონია,
რომ მთელი ცხოვრება
ერთმანეთისკენ
მივდიოდით,
ჩვენ შორის მანძილი
კი სულ უფრო მეტად
იზრდებოდაო".
ბალანჩინი
ქართველი იყო,
მაგრამ არავინ
იცის, საქართველოში
რომ ეცხოვრა,
იქნებოდა თუ
არა ისეთი დიდი,
რომ მისი შემოქმედება
მთელი მსოფლიოს
კუთვნილება
გამხდარიყო.
ამაზე მისი
უმცროსი ძმის,
არაჩვეულებრივი
ქართველი მუსიკოსის
ანდრია ბალანჩივაძის
ცხოვრება და
შემოქმედებაც
დაგვაფიქრებს.
ჟურნალ
"თაიმსის" კრებულში
"მე-20 საუკუნის
გამოჩენილი
ადამიანები"
მის შესახებ
წერილი ასე მთავრდება:
"თუმცა ბალანჩინმა
ბალეტის საკუთარი,
უნიკალური, ნეოკლასიკური
სტილი თავად
გამოძერწა, ის
ექსპერიმენტებს
ყველა ჟანრში
ატარებდა. მას
დაუდგამს რუსული
კლასიკა და უახლესი
ნიმუშები. მან
ხელი შეახო ყველაფერს
- ავანგარდის
აბსტრაქტულობიდან
დაწყებული, იაპონური
სამეჯლისო ცეკვებით
დამთავრებული.
მემკვიდრეობად
ზღაპრულად მდიდრული
ცეკვები დაგვიტოვა
- ცეკვები, რომლებიც
მომავლის საბალეტო
რეპერტუარის
ნიშნებს შეიცავს.
ბალანჩინის
შემოქმედებითი
მასშტაბის
განსაზღვრისას
უნებლიეთ ჩნდება
შედარება, რომელიც
მისი ერთ-ერთი
ნაწარმოების
სახელწოდებასთანაა
დაკავშირებული
- "ზაფხულის ღამის
სიზმართან",
რომლის ქორეოგრაფიული
ვერსია მანვე
შექმნა - ჯორჯ
ბალანჩინი ბალეტის
შექსპირია".
თამარ
ბელქანია