ნავთობსადენის ამოქმედება უკვე აღდგენილ "აბრეშუმის გზაზე" პირველი დიდი ქარავანი იყო...
ქარავანი
მეორე -
გაზსადენი
ნავთობსადენის
მშენებლობა
"აბრეშუმის გზის"
აღდგენის დიდი
გეგმის პირველი
ნაბიჯი იყო.
ამ გზის ერთი
მონაკვეთის,
კავკასიის დერეფნის
ფუნქციის განახლების
მრავალმხრივ
პროექტს ბევრი
უმნიშვნელოვანესი
წამოწყება უკავშირდება.
მათ შორის გახლავთ
ინოგეიტი - სახელმწიფოთაშორისი
პროექტები ნავთობ
- და გაზსადენებისათვის.
გაზის
საერთაშორისო
კორპორაციის
პრეზიდენტისა
და სამეთვალყურეო
საბჭოს თავმჯდომარის,
ბატონ ალეკო
გოცირიძის კაბინეტისკენ
დიდი თეთრი
დერეფანი მიგიძღვებათ.
მისაღებში სიმშვიდეა,
მხოლოდ ტელეფონი
რეკავს გაუთავებლად.
ზარის ხმა ისმის
პრეზიდენტის
კაბინეტშიც.
ამჯერად მათ,
ვინც რეკავს,
გაუმართლა - ალეკო
გოცირიძე თბილისშია...
მას მშვიდი
და დამაჯერებელი
საუბარი აქვს,
საუბარი - ქართულად,
საუბარი - რუსულად,
საუბარი - ინგლისურად...
ახლა
ცოტა ხნით ის,
ვინც ურეკავს,
ამ საუბარს
ვეღარ მოისმენს
- ბატონი ალეკო
გოცირიძე გაზსადენის
მშენებლობის
პერსპექტივებზე
გვიამბობს:
"ჩვენი
კორპორაციის
დღევანდელი
საქმიანობა
სწორედ "აბრეშუმის
გზასა" და მისი
ისტორიული ფუნქციის
აღდგენას უკავშირდება.
გაზსადენის
მშენებლობა
ამ უზარმაზარი
პროექტის ერთი
ნაწილია. კარგა
ხნის წინათ
არსებობდა პროექტი,
რომლის მიხედვითაც
რუსეთს გაზი
უნდა მიეწოდებინა
თურქეთისათვის.
ეს პროექტი გარკვეული
მიზეზების გამო
"ჩაძინებული"
იყო. მაგრამ
ბატონ ედუარდ
შევარდნაძის
თურქეთში ვიზიტისა
და თურქეთის
პრეზიდენტ სულეიმან
დემირელთან
ოფიციალური
შეხვედრის შემდეგ
განახლდა ამ
პროექტზე მუშაობა.
ეს გახლდათ გაზსადენის
მშენებლობა
რუსეთ-საქართველო-თურქეთის
მიმართულებით.
ასე შეიქმნა
საქართველოს
გაზის საერთაშორისო
კორპორაცია,
რომელსაც მაშინ
საქართველოს
ბუნებრივი გაზის
ტრანსპორტირების
საერთაშორისო
კორპორაცია
ერქვა. ეს გახლდათ
ორგანიზაცია,
რომელსაც უნდა
ეწარმოებინა
მოლაპარაკებები
თურქეთთანაც
და რუსეთის მხარესთანაც.
საწესდებო კაპიტალში
თითქმის არაფერი
გვქონდა. იმ
პერიოდისთვის
ამ სახის ორი
ორგანიზაცია
არსებობდა -
საქგაზი და
საქტრანსგაზმრეწვი.
ორივე ორგანიზაცია,
ძირითადად,
გაზის მიწოდებით
და ტრანსპორტირებით
იყო დაკავებული,
ორივეს საკმაოდ
მძიმე ფინანსური
მდგომარეობა
ჰქონდა, ბლომად
ვალები თურქმენეთისა,
რუსეთისა და
სხვა.
ამიტომ
უცხოეთის ფირმებთან
ურთიერთობისათვის
საჭირო იყო სუფთა,
ვალებისგან
თავისუფალი
ორგანიზაცია,
რათა ინვესტორები
ფულის ჩადებას
არ მორიდებოდნენ
და პრობლემები
არ შექმნოდათ
სხვათა ვალების
გასტუმრების
გამო.
დაიწყო
მოლაპარაკებები.
პროექტის წინსვლას
დაახლოებით
შვიდი-რვა თვე
დასჭირდა. ამ
ხნის განმავლობაში
კორპორაციამ
წინა ორის თანაბარი
უფლებები შეიძინა.
გამოვიდა საქართველოს
პრეზიდენტის
მეორე განკარგულება
და კორპორაციას
მთლიანად გადაეცა
არსებული მაგისტრალური
მილსადენები
ოცდაათი წლით,
ანუ იმ ვადით,
რომელიც საჭირო
იქნება პროექტის
სათანადოდ
შესრულებისათვის.
მალე მომეცა
პრეზიდენტის
საგანგებო რწმუნებულის
სტატუსი, რათა
მოლაპარაკებები
მეწარმოებინა.
რაკი საქართველოში
არსებული ყველა
მაგისტრალური
მილსადენის
მეპატრონენი
გავხდით, მსოფლიო
ორგანიზაციებისათვის
გამოვიკვეთეთ,
როგორც მოლაპარაკებათა
სუბიექტი.
ამის შემდგომ
გაზპრომის პრეზიდენტი
რემ ვიახირევი
თბილისში ჩამოვიდა,
შეხვდა საქართველოს
პრეზიდენტს.
მათ ხელი მოაწერეს
ოქმს, რომლის
თანახმადაც
უნდა შექმნილიყო
ერთობლივი ორგანიზაცია
საქრუსტრანსპრომი,
რომელიც არსებული
მილსადენების
რეაბილიტაციას
მოახდენდა, საქართველოს
გაზს მიაწოდებდა
და, ამასთანავე
საქართველოს
გავლით, მესამე
ქვეყნებისთვის
გაზის მიწოდებაზე
იმუშავებდა.
ჩვენი გზით რუსეთი
გაზს აწოდებს
სომხეთსაც. ამის
შემდეგ შედგა
სამუშაო გეგმა.
ამ დროს უკვე
დაწყებული იყო
მეორე პროექტიც
- გაზის მიწოდება
მიმართულებით:
თურქმენეთი-კასპიის
ზღვა-აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი.
ამ პროექტზე
მუშაობაც ინტენსიურად
დაიწყო. პროექტთან
დაკავშირებით
საქართველოში
ჩამოვიდა ამერიკული
კომპანიის - ენრონის
პრეზიდენტი,
ბატონი კენ ლეი,
რომელიც მსოფლიოში
მეორე ადგილზეა
გაზის მილსადენების
მფლობელთა შორის.
ეს ისეთივე
დიდი პოლიტიკური
მნიშვნელობის
პროექტი გახლავთ,
როგორიც ნავთობსადენის
ამოქმედებაა.
მის თანახმად,
ენერგორესურსები
შუა აზიიდან
არა რუსეთისა
და ირანის გავლით
გაედინება, არამედ
საქართველოს
ტერიტორიაზე
გაივლის. გასაგებია,
რომ ამ პროექტით
დაინტერესებულია
ამერიკა; მეტიც,
ისინი აცხადებენ,
რომ სხვა ოთხ
პროექტთან ერთად
ეს უკანასკნელი
მათი სასიცოცხლო
ინტერესების
სფეროშია. დაინტერესებულია
თურქმენეთიც.
პროექტი
საკმაოდ მძიმედ
ხორციელდებოდა,
გართულებული
იყო ურთიერთობა
თურქმენეთსა
და აზერბაიჯანს
შორის კასპიის
ზღვის ტერიტორიების
გაყოფის გამო.
ამიტომ გაჭირდა
იმ გადაწყვეტილების
მიღება, რომლის
თანახმად გაზი
ირანის გავლით
კი არა, ტრანსკასპიური
მილსადენით
უნდა წასულიყო.
თურქმენეთის
პრეზიდენტმა
19 აპრილს (თურქმენეთის
თავისუფლების
დღე) გამოაცხადა,
რომ პრიორიტეტს,
ყველა სხვა პროექტთან
შედარებით, ტრანსკასპიურს
ანიჭებს. მსოფლიო
ენერგორესურსების
განაწილების
რუკაზე ახალი
მარშრუტები
ჩნდება.
ჩვენი
პრინციპი ასეთია:
ჩვენ ვართ სატრანზიტო
ქვეყანა და
ჩვენ ღია ვართ
ნებისმიერი
ქვეყნისათვის.
ზემონახსენებ
ორივე პროექტს
საქართველოს
პრეზიდენტი
ხელმძღვანელობს,
ორივე ხელს გვაძლევს
და ვეცდებით,
ორივე განხორციელდეს.
ამასთან დაკავშირებით
მოსკოვშიც გახლდით
და გაზპრომთან
მოვილაპარაკეთ.
მუშა ჯგუფი ჩამოვიდა
გაზპრომიდან,
რამდენიმე საკითხი
დაისვა და, ძირითადად,
ყველა გადაწყდა.
პროექტი დაწყებულია.
რუსეთს სურს
დაახლოებით
9-დან 16 მილიარდამდე
კუბმეტრი გაზის
გატარება საქართველოს
ტერიტორიის
გავლით თურქეთში.
რუსეთს
აქვს კიდევ ერთი
პროექტი: შავი
ზღვის ფსკერზე
გაზსადენის
გაყვანა, რაც
ძალიან დიდ
ხარჯებს უკავშირდება
და ტექნიკურად
და ეკოლოგიურადაც
ძლიერი ექსპერტიზაა
საჭირო. ვნახოთ...
ყველა
შემთხვევაში,
რუსეთის მხარეს
გადაწყვეტილი
აქვს, გაზსადენი
საქართველოს
გავლით გაიყვანოს.
არსებობს ორი
ვარიანტი: საქართველო-სომხეთი-თურქეთი
და საქართველო-თურქეთი.
ვნახოთ, საბოლოოდ
რა გადაწყდება.
გატარებული
გაზის რაოდენობაზე
იქნება დამოკიდებული,
თუ რას მიიღებს
ამ პროექტიდან
საქართველოს
ბიუჯეტი.
რაც
შეეხება თურქმენეთს
ანუ ტრანსკასპიურ
პროექტს, ამერიკის
მთავრობამ მილიონ
დოლარამდე გამოჰყო
ტექნიკურ-ეკონომიკური
დასაბუთების
შესამუშავებლად,
რომლის პრეზენტაცია
თურქმენეთში
შედგა. 19 აპრილს
თურქმენეთის
მთავრობამ გამოაცხადა
ლიდერი კომპანია,
რომელიც პროექტს
განახორციელებდა.
ეს გახლავთ ამერიკული
კომპანია PSG - ორი
მსხვილი ამერიკული
კომპანიის ბექტელის
და ჯენერალ ელექტრიკის
მიერ შექმნილი
ერთობლივი ორგანიზაცია.
PSG -ის
პრეზიდენტის
ჩამოსვლამდე
საქართველოში
იმყოფებოდა
ამ ფირმის ექსპერტთა
რამდენიმე ჯგუფი.
შემდგომ PSG -ის
პრეზიდენტი
პირადად ჩამოვიდა
ბატონ ედუარდთან
შესახვედრად.
საქართველოს
პრეზიდენტმა
გამოხატა აბსოლუტური
მხარდაჭერა
და დიდი ინტერესი
ამ პროექტის
რეალიზაციისადმი.
მან
რეკომენდაცია
მისცა, დრო არ
დაკარგულიყო
მოლაპარაკებათა
პროცესებზე. მსურველი
და კონკურენტი
უკვე საკმაოდ
გამოჩნდა, ხოლო
ბიზნესის კანონები
დაყოვნებას
ვერ ითმენს.
პროექტის
მეშვეობით ჩვენ
შევძლებთ არა
მხოლოდ გაზის
გატარებას ჩვენს
ტერიტორიაზე,
არამედ საქართველოს
საშუალება ეძლევა
ალტერნატიული
გზით მიიღოს
გაზი შიდა სარგებლობისათვის,
რაც, თავის მხრივ,
საგრძნობლად
შეამცირებს
გაზის მოხმარების
ფასებს...
როგორც
მოგახსენეთ,
ამერიკის მთავრობა
დიდ მონაწილეობას
იღებს პროექტის
განხორციელებაში.
ამერიკის საგანგებო
ელჩი კასპიის
ზღვის საკითხებში
რიჩარდ მორნინგსტარი,
რომელიც ამასთანავე
ამერიკის პრეზიდენტის
თანაშემწეა,
ძალზე დიდ როლს
ასრულებს ტრანსკასპიური
მილსადენისა
და იგივე ბაქო-ჯეიჰანის
მილსადენის
მშენებლობაში.
როდესაც თურქეთში
ვიყავით, ერთი
შეხვედრის დროს
მორნინგსტარმა
საქართველოს
პრეზიდენტს
საგანგებოდ
სთხოვა, ეთავა
თურქმენეთსა
და აზერბაიჯანს
შორის სიტუაციის
დარეგულირება
აღნიშნულ საკითხებში.
მერხევის ჯგუფიც
ამ მიზნით იყო
ჩამოსული. ედუარდ
შევარდნაძის
უშუალო მონაწილეობითა
და შუამდგომლობით
საქმე, მართლაც,
წინ წავიდა
და დღეს აზერბაიჯანი
ყოველმხრივ
ხელს უწყობს
ამ პროექტის
განხორციელებას.
დღეისათვის
თურქმენეთისა
და თურქეთის
პრეზიდენტებმა
სტამბულში შეხვედრაზე
ხელი მოაწერეს
გაზის ყიდვა-გაყიდვის
წინა ხელშეკრულებას,
რამაც დიდი
ბიძგი მისცა
პროექტის განვითარებას.
საკმაოდ
მძლავრი ფინანსური
დახმარება
მივიღეთ მსოფლიო
ბანკისგან.
ისინი სოლიდური
გრანტით აფინანსებენ
ჩვენს იურიდიულ
და ტექნიკურ
მომსახურებას.
ასევე ამერიკის
ვაჭრობისა და
განვითარების
სააგენტო TDA -მ
ორასი ათასზე
მეტი დოლარი
გამოჰყო ტექნიკურ
საკითხთა რეკომენდაციების
მომზადების
ხარჯების დასაფარავად.
ამ მხარდაჭერამ
შესაძლებლობა
მოგვცა, მსოფლიოს
უმსხვილესი
ფირმებისა და
ბანკების წარმომადგენელთა
მეშვეობით მოგვემზადებინა
და შეგვექმნა
იურისტების,
ფინანსისტებისა
და ინჟინრების
საკმაოდ ძლიერი
ჯგუფი, რომლის
არსებობა დიდად
გვეხმარება
მოლაპარაკებათა
პროცესების
სწორად წარმართვაში.
დიდად მადლობელი
ვართ ამ ორგანიზაციებისა.
ჩვენი
ვარაუდით, ერთი
წლის შემდეგ
ტრანსკასპიური
პროექტის დაფინანსება
დამთავრდება
და მშენებლობა
დაიწყება.
გაზსადენის
მშენებლობას
საქართველოსთვის,
უპირველესად,
დიდი პოლიტიკური
მნიშვნელობა
აქვს. როდესაც
რუსეთი პროექტში
დაახლოებით
500 მილიონ დოლარს
ჩადებს და ექნება
ინტერესი, რომ
ყოველწლიურად
16 მილიარდი კუბმეტრი
გაზი გაყიდოს,
რაც დაახლოებით
წლიურად 160 მილიონ
შემოსავალს
მოუტანს, ცხადია,
ის დაინტერესებული
იქნება ამ მილსადენის
უსაფრთხო მუშაობითაც.
ტრანსკასპიური
პროექტის საქართველოს
ნაწილიც დაახლოებით
იგივე თანხა
ჯდება. ამდენად,
ამერიკის წილიც
დიდი იქნება.
გასაგებია, რომ
გაზსადენის
მშენებლობა
პოლიტიკურად
ძალზე მომგებიანი
იქნება.
ხელსაყრელი
იქნება პროექტი
ეკონომიკურადაც.
საქართველოზე
რომ 25-მა მილიარდმა
კუბმეტრმა გაზმა
გაიაროს, ეს ნიშნავს,
რომ 2 მილიარდ
კუბმეტრზე მეტი
საქართველოში
დარჩება. ეს მთლიანად
მოხსნის ჩვენი
ქვეყნის გაზით
მომარაგების
საკითხს და
ელექტროენერგიის
მიწოდების პრობლემაც
ასე მწვავედ
აღარ იდგება.
მთავარი
მუშაობა კი იქით
არის მიმართული,
რომ ჩვენ მხოლოდ
სატრანზიტო
ქვეყანა კი არ
ვიყოთ, არამედ
ამ პროექტების
თანამონაწილეც.
ეს კი იმის იმედს
გვიტოვებს, რომ,
როდესაც მხარეებს
ჩადებული თანხის
ამონაგები დაუბრუნდებათ,
საქართველოს
უკვე მოგების
რაღაც ნაწილი
ექნება. თავიდან
რუსეთის მხარე
კატეგორიულად
წინააღმდეგი
იყო, რომ ჩვენთვის
მილსადენით
სარგებლობის
უფლება მოეცა.
თურქეთის ბაზარზე
ჩვენი შეშვება
არ უნდოდა, მაგრამ
როდესაც ამერიკის
მხარესთან
მოლაპარაკება
დავიწყეთ და
ახალი პროექტის
გეგმა დაისახა,
ურთიერთობები
უფრო რბილი გახდა.
ან ერთი მხარე
დატოვებს გაზს
და ფულს, ან მეორე;
და შეიძლება
გაზის გაყიდვის
ბაზარზეც გამოვჩნდეთ.
ვნახოთ...
ამას
გარდა, შეიქმნება
უამრავი სამუშაო
ადგილი. ჩვენ
ორივე მხარეს
ვუყენებთ იმ
მოთხოვნას, რომ
საქართველოს
ტერიტორიაზე
მიმდინარე
მშენებლობებში
სათანადო კვალიფიკაციის
მქონე ქართულმა
ფირმებმა მიიღონ
მონაწილეობა.
ტენდერის გზით
მოხდება მათი
შერჩევა და ბევრი
ადამიანი დასაქმდება.
ორივე მხარე
თანახმაა ამაზე.
მშენებლობა
რომ დამთავრდება,
ორივე მილსადენს
მომსახურება
დასჭირდება.
ეს კი, მუდმივი
სამუშაო ადგილების
გარანტიაა.
დღეს არსებულ
მილსადენებს
დაახლოებით
900 ადამიანი ემსახურება.
ვერ ვიტყვი, რამდენი
იქნება საჭირო
შემდგომ, მაგრამ
სხვა იქნება
მომსახურების
ტექნოლოგიები
და მაღალი კვალიფიკაციის
მუშახელი დაგვჭირდება.
ეს გამოიწვევს
ამ პერსონალის
გადამზადებას
და მათი დონის
ამაღლებას. მაღალი
დონის პერსონალს
კი შესაბამისი
ანაზღაურება
ექნება.
გაზსადენის
მშენებლობას
სხვა ბევრი საქმეც
დაერთვება. კავშირების
გაძლიერებას
კაბელური კავშირის
სისტემებიც
მოჰყვება. მშენებლობა,
თავისთავად,
სხვადასხვა
სახის ბიზნესის
დაწყებასაც
გამოიწვევს,
შემდგომი ექსპლუატაცია
კი - თავისას.
ხალხს შრომის
საშუალება მიეცემა
და ანაზღაურება
იქნება მაღალიც
და დროულიც.
ვფიქრობ,
მართლაც კარგი
საქმე კეთდება.
პროდუქცია ლიკვიდურია,
გადამხდელიც
არსებობს და
ამდენად, საინტერესოა
როგორც სამუშაოს,
ისე შედეგის
თვალსაზრისით.
ივნისის
ბოლოს გაიმართა
კონფერენცია
სახელწოდებით
"თქმულება სამი
ზღვის შესახებ",
რომელიც კემბრიჯის
ენერგორესურსების
ასოციაციამ
ჩაატარა სხვა
სპონსორებთან
ერთად. კონფერენცია
ეხებოდა სამი
ზღვის გარემო
სივრცის ენერგეტიკის
მომავალს. ამ
კონფერენციაზე
აზერბაიჯანის
წარმომადგენლებმა
საგანგებოდ
აღნიშნეს: "მთელი
მსოფლიოს გასაგონად
ვაცხადებთ,
რომ რამდენიმე
წელიწადში აზერბაიჯანი
გაზის ერთ-ერთი
ყველაზე დიდი
ექსპორტიორი
გახდება". ამის
საფუძველს მათ
მსოფლიოს უდიდესი
ფირმების მიერ
ჩატარებული
გეოლოგიური გამოკვლევები
აძლევს.
ეს მეტად
მნიშვნელოვანი
განცხადებაა;
ახალი ტალღა
და ახალი პერსპექტივები
ამ სფეროში..."
ბატონი
ალეკოს თეთრ
და ნათელ კაბინეტში
ისევ გაისმის
ტელეფონის მუდმივი
ზარი - ადგილობრივი,
საქალაქთაშორისო,
მობილური... ეს
ზარები მოძრაობისა
და მუშაობის
ტონალობაში
ჟღერენ და კიდევ
მიგვანიშნებენ,
რომ მოდის ახალი
ქარავანი...