არჩევანი
მოდელი
Motorola L7089
Nokia 7110
Siemens S25
ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა ლოდინის რეჟიმში (სთ-ში)
210
260
200
ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა საუბრის რეჟიმში (წთ-ში)
150
210
300
ზარების ტიპების რაოდენობა
11
35
42
აპარატის მეხსიერება
100
1000
50
ვიბროზარი
Yes
No
Yes
ზომები (მმ-ში)
18x107x46
125x53x24
117x47x23
წონა (გრამებში)
108
141
125

ჩვენი ჟურნალის წინა ნომერში მობილური ტელეფონების აპარატების ზოგადი მიმოხილვა შემოგთავაზეთ. ამ პუბლიკაციამ მკითხველთა ინტერესი გამოიწვია და ჩვენც გადავწყვიტეთ, პერიოდულად გაცნობოთ, რა სიახლეებია მობილური ტელეფონების ბაზარზე.
ამჟამად თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ Motorola-ს, Nokia-ს და Siemens-ის ბოლო მოდელებზე, რომლებიც უკანასკნელ ხანებში გამოჩნდა საქართველოს ბაზარზე.
უპირველესად წარმოგიდგენთ მობილური ტელეფონების ცნობილი მწარმოებლის - Motorola-ს ახალ მოდელს, L7089-ს, რომელსაც კიდევ ერთი სიახლე შემოაქვს მობილური ტელეფონების ბაზარზე: თუ აქამდე წარმოებაში მხოლოდ ერთ ან ორ სიხშირეზე მომუშავე აპარატები არსებობდა, Motorola-ს ახალი მოდელი სამ სხვადასხვა - 900, 1800 და 1900 მეგაჰერც სიხშირეზე მუშაობს. აღსანიშნავია, რომ არსებული GSM სტანდარტებიდან ამერიკის კონტინენტზე მხოლოდ GSM 1900 სტანდარტი მუშაობს, ამიტომ ადვილი მისახვედრია, რომ L7089 ერთ-ერთი შეუცვლელი თანამგზავრი გახდება მათთვის, ვინც ხშირად მოგზაურობს ევროპასა და ამერიკაში (ამერიკაში საროუმინგო მომსახურების მიღებისთვის უნდა არსებობდეს ხელშეკრულება თქვენს მომსახურე ოპერატორსა და ამერიკის ოპერატორს შორის).

მაშინ, როდესაც Motorola ტექნოლოგიურ სიახლეებს სთავაზობს მომხმარებელს, კომპანია Nokia ცდილობს, დახვეწილი დიზაინითა და სრულყოფილი მენიუთი დაიპყროს ბაზარი. ამ მხრივ ერთ-ერთ საუკეთესო აპარატად შეიძლება ჩაითვალოს კომპანიის ახალი, ორ - 900/1800 მეგაჰერც სიხშირეზე მომუშავე მოდელი, Nokia 7110. ნოკიამ მოდელის რეკლამირება ბაზარზე გამოჩენამდე გაცილებით ადრე დაიწყო. შედეგმაც არ დააყოვნა: უკვე სექტემბერ-ოქტომბერში მოთხოვნა მოდელზე ბევრად აღემატებოდა მიწოდებას. რა თქმა უნდა, ასეთი გაჯერებული ბაზრის პირობებში, ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს.
Nokia 7110 თბილისში მეტად პოპულარულ "ბანანს" (Nokia 8110) და Nokia 6110-ს მოგვაგონებს, თუმცა, ზომებით ორივესთან შედარებით ბევრად მცირეა, ხოლო ფუნქციური შესაძლებლობები ნოკიას (და არა მარტო ნოკიას) ყველა არსებულ მოდელზე გაუმჯობესებულია. ჩვენ აღარ შევჩერდებით აპარატის მენიუს აღწერაზე: იგი კვლავინდებურად სრულყოფილია და აბონენტთათვის ძალზე მოსახერხებელი.
და კიდევ ერთი სიახლე: Nokia 8110-გან განსხვავებით, ახალი მოდელის მოძრავი სახურავის ხელით გახსნა აღარ დაგჭირდებათ, ამისათვის საკმარისია... თუმცა, ჯობს თავადვე ნახოთ და განსაჯოთ.
სიმენსმა კი თავისი გულშემატკივრები ნამდვილად გაახარა ახალი მოდელებით: ბაზარზე თითქმის ერთდროულად გამოჩნდა ორი, წინა აპარატებთან შედარებით მთლიანად სახეცვლილი დიზაინის, ორ სიხშირეზე მომუშავე მოდელები - C25 და S25. ორივე გამოირჩევა კომპაქტური ზომებითა და ამასთანავე საკმაოდ დაბალი ფასებით ამავე კლასის სხვა ტელეფონებთან შედარებით. დამატებულია ახალი ფუნქციებიც, რომლებიც ამ მოდელებს მიმზიდველობას მატებს: საათი, მაღვიძარა, დიქტოფონი ოცწამიანი საუბრის ჩაწერის შესაძლებლობით, მოდემი, კალენდარი და VIP სიის შედგენის საშუალება, რომელსაც შეგიძლიათ საგანგებო, განსხვავებული ზარი მიანიჭოთ.

ლევან ბუჩუკური
მაგთიკომის მარკეტინგის და
აბონენტთა მომსახურების
დეპარტამენტის უფროსი