მონო

თუ გსურთ, განსაზღვროთ და სრულად აკონტროლოთ მობილური ტელეფონით საუბრის დანახარჯები, თავიდან აიცილოთ ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი, ისარგებლოთ გადახდის მარტივი ფორმის უპირატესობით, 24-საათიანი მომსახურებით, შეიძინეთ მაგთი GSM-ის წინასწარი გადახდის ბარათი - "მონო".
"მონო" ბარათის შეძენა შესაძლებელი იქნება თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ ადგილას: მაგთი GSM -ის აბონენტთა მომსახურებისა და რეალიზაციის ოფისში, კომპანიის დილერებთან, "საქართველოს ბანკის" ფილიალებში, სუპერმარკეტებში, ბენზინგასამართ სადგურებსა თუ საგაზეთო ჯიხურებში.
წინასწარი გადახდის საბარათო სისტემა მობილურ მომსახურებას ფართო საზოგადოებისთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის. გაყიდვაში სამი განსხვავებული ღირებულების ბარათი იქნება - 30, 60 და 120-ლარიანი.
დღეისათვის GSM სისტემას მსოფლიოში ორას მილიონზე მეტი აბონენტი ჰყავს. ერთი მესამედი წინასწარი გადახდის საბარათო სისტემით სარგებლობს და მათ რიცხვს ყოველ წამში ერთი აბონენტი ემატება. "მონო" ბარათის შეძენის შემთხვევაში თქვენც გახდებით GSM სამყაროს წევრი.

როგორ გავააქტიუროთ "მონო" ბარათი?

თუ თქვენ უკვე ბრძანდებით მაგთი GSM -ის აბონენტი, სასურველი ღირებულების "მონო" ბარათის შეძენის შემდეგ გადააცალეთ ბარათს ვერცხლისფერი დამცავი საფარი და ამოიკითხეთ 12-ციფრიანი უნიკალური კოდი.
ხოლო მათ, ვინც ჯერ არ არის მაგთი GSM -ის აბონენტი, "მონო" ბარათთან ერთად SIM ბარათიც უნდა შეიძინონ.
თქვენი მობილური ტელეფონიდან დარეკეთ "მონო" ბარათის მომსახურების ცენტრში - 444, ავტომოპასუხის განმარტების მოსმენის შემდეგ აკრიფეთ 12-ციფრიანი უნიკალური კოდი და ბარათზე აღნიშნული ერთეული ავტომატურად ჩაითვლება ავანსად თქვენი ტელეფონის ნომრის ანგარიშზე.

რა უნდა ვიცოდეთ "მონო" ბარათის შესახებ?

თქვენს ანგარიშზე თანხების მოძრაობა მთლიანად ავტომატიზებულია. იმისათვის, რომ ისარგებლოთ თქვენი მობილური ტელეფონით, ბუნებრივია, წინასწარ უნდა გადაიხადოთ საბარათო სისტემის მომსახურების ღირებულება ანუ უნდა შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ნომინალის ?მონო? ბარათი. ბარათის გამოყენების ვადა 60 დღით განისაზღვრება და აითვლება ბარათის გააქტიურების დღიდან. ამ დროისათვის გამოუყენებელი თანხა ავტომატურად ანულირდება. ანგარიშის ამოწურვის შემდეგ საჭიროა ახალი ბარათის შეძენა და გააქტიურება. ამოწურული ავანსის მიუხედავად, 30 დღის განმავლობაში შეგინარჩუნდებათ შემომავალი ზარები, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ 30 დღის გასვლის შემდეგ არ მოხდა ახალი ავანსის შემოტანა, ნომერი ავტომატურად გაუქმდება. ამასთანავე, ყოველი განხორციელებული ზარის შემდეგ შესაძლებლობა გექნებათ, ზუსტი ინფორმაცია მიიღოთ თქვენს ანგარიშზე დარჩენილი თანხის შესახებ.
ბარათის შეძენამდე აუცილებლად უნდა გაეცნოთ წინასწარი გადახდის სისტემის აბონენტთა მომსახურების პირობებს!

რა უპირატესობით ისარგებლებს "მონო" ბარათის მფლობელი?

თუ "მონო" ბარათის მფლობელი ბრძანდებით, დაივიწყეთ რიგში დაკარგული დრო, ანგარიშები, ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი...
წინასწარი გადახდის საბარათო სისტემის აბონენტებს საშუალება აქვთ, შემოტანილი ავანსის ფარგლებში ისარგებლონ საერთაშორისო ხაზის მომსახურებით, რაც არ მოითხოვს დამატებით ხარჯებს. საზღვარგარეთ დარეკვის მსურველნი, დეპოზიტის შეტანის გარეშე, ნომრის ჩვეულებრივი აკრეფით მოხვდებიან მათთვის სასურველ ქვეყანაში. 2000 წლიდან კი "მონო" ბარათის მფლობელებს საშუალება მიეცემათ, მათი მობილური ტელეფონით (ნომრის შეუცვლელად) იმოგზაურონ საზღვარგარეთ და მაგთი GSM-ის როუმინგული მომსახურებით ისარგებლონ.
დაბოლოს, წინასწარი გადახდის საბარათო სისტემა იდეალური საშუალებაა საქართველოში საქმიანი თუ ტურისტული ვიზიტით ჩამოსული ადამიანებისთვის, რომლებსაც ხანმოკლე პერიოდით სურთ მობილური ტელეფონის გამოყენება.

გიორგი ავალიანი
მაგთიკომის რეალიზაციის
დეპარტამენტის უფროსი