როუმინგი

თუ ხშირად მოგზაურობთ, თუ მობილური ტელეფონი გაქვთ და თანაც მაგთი GSM -ის აბონენტი ბრძანდებით, თუ გსურთ დაზოგოთ დრო, რომელიც უცხოეთში განსაკუთრებით ძვირფასია, არ გაწვალდეთ და არ გააწვალოთ ახლობლები საერთაშორისო სატელეფონო საუბრების შეკვეთებზე სირბილით, მაშინ უცხოეთში გამგზავრებამდე მობრძანდით მაგთი GSM -ის რეალიზაციისა და მომსახურების ოფისში, თან იქონიეთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან უცხოეთის პასპორტი, გააფორმეთ ოფიციალური მოთხოვნა როუმინგული მომსახურების ჩართვის შესახებ და შეიტანეთ სადეპოზიტო თანხა 500 ლარის ოდენობით.
მაგთი GSM -ს როუმინგული მომსახურება უკვე მსოფლიოს 45 ქვეყანასთან აქვს. მალე მათ რიცხვს ამერიკის კონტინენტიც დაემატება.
იმისათვის, რომ უცხოეთში ყოფნისას ჩაერთოთ მაგთი GSM -ის პარტნიორი ოპერატორის ქსელში და მისი მომსახურებით უპრობლემოდ ისარგებლოთ, მიაკითხეთ მაგთი GSM -ის რეალიზაციისა და მომსახურების ოფისებს, სადაც საშუალება გექნებათ, გაეცნოთ როუმინგული მომსახურების წესებს.
აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ:
* ყოველ GSM ოპერატორს, სხვადასხვა ქვეყანაში, როუმინგული მომსახურების განსხვავებული ტარიფები აქვს და შემავალი ზარიც ფასიანია - ანუ იხდით თანხას, როცა რეკავთ და როცა გირეკავენ;
* ანგარიშსწორება როუმინგულ მომსახურებაზე მაგთი GSM-თან ხდება, საქართველოში დაბრუნებისას;
* როუმინგის დეპოზიტის გატანა შესაძლებელია როუმინგული მომსახურების შეწყვეტიდან ერთი თვის შემდეგ.

როუმინგი ქართულად ხეტიალს ნიშნავს. იხეტიალეთ ქვეყანაზე მაგთისთან ერთად.
ქვეყანა ოპერატორი
1 არაბთა
გაერთიანებული
საემიროები
ეტისალატი
2 ავსტრალია ოპტუსი
3 ავსტრია მაქსმობილი
4 აზერბაიჯანი აზერსელი
5 ბელგია მობისტარი
6 ბელორუსი ემ-დი-სი(ველკომი)
7 ბულგარეთი მობილტელი
8 გერმანია ტე-მობილი
9 დანია ტელე დენმარკი
10 დიდი ბრიტანეთი სელნეტი, ვოდაფონი, ორინჯი
11 ეგვიპტე ქლიქ ჯი-ეს-ემი
12 ესპანეთი მოვისტარი
13 ესტონეთი რიტაბელი
14 თურქეთი თურქსელი, ტელსიმი
15 ინდოეთი ვირტელი
16 ირლანდია ეირსელი
17 ისლანდია ლენდსიმინი
18 ისრაელი ფი-სი-სი
19 იტალია ტიმი, ომნიტელი
20 კვიპროსი სიტა
21 ლატვია ბალტკომი
22 ლიტვა ომნიტელი
23 ლუქსემბურგი პი ენდ თი ლუქსემბურგი
24 მოლდოვა ვოქსელი
25 ნორვეგია ნეთკომი
26 პოლონეთი პლუსი, ერა
27 პორტუგალია ტელესელი, ტი-ემ-ენი
28 რუმინეთი მობილრომი
29 რუსეთი ემ-ტე-ეს (მოსკოვი), ნორს-ვესტი (სანკტპეტერბურგი), დონტელეკომი (როსტოვი),
ქეი-ბი-იმპულსი (მოსკოვის ბილაინი), ეს-სი-ეს-900 (ნოვოსიბირსკი), სტავტელესოტი (სტავროპოლი),
ემ-სი-ესი (ომსკი), სმარტსი (სამარა)
30 საბერძნეთი პანაფონი, სტეტ ჰელასი
31 საფრანგეთი ფრანს ტელეკომი
32 სლოვაკეთი გლობტელი
33 სლოვენია მობიტელი
34 ტაივანი ფი-სი-სი
35 სამხრეთ აფრიკა ემ-ტე-ენი
36 უკრაინა უემსი, გოლდენ ტელეკომი
37 უნგრეთი პანონი
38 ფინეთი რადიოლინია
39 ყაზახეთი კარტელი
40 შვეიცარია სვისკომი
41 შვედეთი ევროპოლიტანი
42 ჩეხეთი რადიომობილი
43 ხორვატია ხრონეტი
44 ჰოლანდია ლიბერტელი
45 ჰონგ-კონგი სმარტონი