პირველი სატელეფონო ზარი თბილისში 1882 წელს გაისმა. დღეს კი, ოცდამეერთე საუკუნის მიჯნაზე ვდგავართ და საქართველოში მობილური კომუნიკაციის ნამდვილი ბუმია. გულწრფელად გვიხარია, რომ მრავალი ათასი ადამიანისთვის მობილური კომუნიკაცია ჩვენთან - მაგთი GSM -თან არის გაიგივებული.
მაგთი GSM მხოლოდ ორი წელიწადია, რაც არსებობს. ჩვენ საქართველოში მობილური კავშირგაბმულობის ყველაზე ახალგაზრდა კომპანიას წარმოვადგენთ, მაგრამ დღეისთვის მომხმარებელთა ყველაზე დიდ რაოდენობას ვემსახურებით, მათი რიცხვი 50.000-ს აღწევს.
გვაქვს ყველაზე ვრცელი დაფარვის ზონა, მომავალი წლისთვის კი ქვეყნის დასახლებული ტერიტორიის 80 პროცენტი დაიფარება.
ჩვენი როუმინგული მომსახურებით მსოფლიოს 45 ქვეყანაში შეგიძლიათ სარგებლობა.
ჩვენ გამუდმებით ვფიქრობთ თქვენზე და ვცდილობთ, ავამაღლოთ ჩვენი მომსახურების ხარისხი, ამისთვის ადრე არსებული GSM 900 მეგაჰერცი სიხშირის შემდეგ პირველებმა ავამუშავეთ GSM 1800 მეგაჰერცი სიხშირის სტანდარტი.

ეს ჟურნალი თქვენდამი მოძღვნილი ჩვენი მცირედი საჩუქარია. იგი კვარტალში ერთხელ გამოიცემა და კომპანიის სიახლეებს გაგაცნობთ. მისი საშუალებით ვცდილობთ, უფრო მეტად დაგაახლოვოთ მუდმივი კავშირის სამყაროსთან.

შობა-ახალ წელს გილოცავთ, ძვირფასო მეგობრებო!
დიდი მადლობა ერთგულებისა და თანადგომისთვის.