წარწერა წიგნზე...

თაკო, - თაკუნა!

ადამიანო, თორმეტი წლისა გახდი?!
ბაბუ, უკვე დიდი ხარ, გილოცავ! რამდენიმე სიტყვასაც გეტყვი, "ჭკუას დაგარიგებ" (მართლა რომ შეიძლებოდეს ჭკუის "დარიგება"!).
ამ წიგნში შენი სამშობლოა ასახული. შეისწავლე და შეიყვარე შენი ქვეყანა, მშობელი ხალხი. სამშობლოს სიყვარული სასწაულმოქმედი გრძნობაა, თაკო. სამშობლოს სიყვარული
ჩვეულებრივ მოკვდავსაც გმირად აქცევს, სამშობლოს სიყვარული მოგანიჭებს მიზანს ცხოვრებაში და რაკი მიზანი გექნება, შეეთვისები შრომას, დაეუფლები ცოდნას,
რამეთუ მხოლოდ შრომა და ცოდნა აგიხდენს ოცნებას.

სამშობლოს სიყვარული აღგამაღლებს, გასწავლის - როგორ იცხოვრო, როგორ არ უნდა შეალიო ნიჭი, ძალა და ენერგია წვრილმანებს, წარმავალს, წუთიერი სიამოვნების ძებნას, როგორ უნდა დაიმორჩილო საკუთარი თავი, საკუთარი ნერვები და მართო შენი გრძნობები.
სამშობლოს სიყვარული სხვა ქვეყნების პატივისცემას ჩაგინერგავს, ეს კი აუცილებელია, რადგან ჩვენი ხალხის ბედნიერება, მომავალი იმაზეც იქნება დამოკიდებული, თუ როგორ შეძლებენ მისი შვილები საკაცობრიო საგანძურის ათვისებას. დაიმახსოვრე: შენი ქვეყნის შვილები შენს ასაკში უკვე ფიქრობდნენ და იღწვოდნენ კიდეც სამშობლოსათვის. ასე იყო ისტორიულად. უზრუნველი ბავშვობა მთავრდება, თაკო.
დგება ჟამი ფიქრისა, ძიებისა, დიდი ცხოვრებისათვის მზადებისა.

ბედნიერი ყოფილიყოს გზა, რომლითაც შენ ივლი.

ედუ (ოდო) ბაბუ
20. 07. 84 წელი