ერთი ნომერი კარგია, ორი - უკეთესი!

ერთი SIM ბარათი ორი ნომრით

- ისევ ჩემი მობილური რეკავს, უნდა ვიყიდო მეორე ბარათი, რომ სამსახურის შემდეგ მაინც დავისვენო საქმეებისგან, - იტყვის გაუთავებელი ზარებით დაღლილი აბონენტი და მეორე SIM ბარათს შეიძენს. რამდენიმე დღე მართლაც კმაყოფილი იქნება, რადგან სახლში სამსახურის საქმეებზე აღარ შეაწუხებენ, სამსახურის დროს კი - შინაური პრობლემებით. მაგრამ მერე ირკვევა, რომ ეს მაინც არ არის მთლად იოლი: საღამოს უნდა მოხსნა ბატარეა, ამოიღო სამსახურის SIM ბარათი, ჩადო მეორე, საშინაო ბარათი, ააწყო ტელეფონი, დილით საქმიანი ზარებისათვის ისევ დაშალო ტელეფონი, გამოცვალო ბარათი და ასე ყოველ დილა-საღამოს... თანაც, ბარათის ხშირი გამოცვლის დროს მისი არც დაზიანებაა გამორიცხული და არც დაკარგვა. სწორედ ამიტომ მაგთიკომი გთავაზობთ სიახლეს:
2000 წლის თებერვლიდან კომპანიის რეალიზაციისა და მომსახურების ოფისებში გაყიდვაშია SIM ბარათები ორი სატელეფონო ნომრით. კომპანიის აბონენტებს საქართველოში პირველად შეუძლიათ, ისარგებლონ SIM ბარათების პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში არსებული სიახლით. ამიერიდან მაგთიკომის აბონენტებს აღარ დასჭირდებათ ორი SIM ბარათის შეძენა იმისთვის, რომ პერიოდულად გამოცვალონ მობილური ტელეფონის ნომერი.

როგორ მუშაობს SIM ბარათი ორი ნომრით

ორნომრიანი ბარათი, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ SIM ბარათს წარმოადგენს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მასზე ერთდროულად ორი სატელეფონო ნომერია მოთავსებული. ეს ნომრები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მუშაობენ, ზუსტად ისე, თითქოს ისინი ორ სხვადასხვა შI ბარათზე იყვნენ მიბმულნი. არსებული ორი ნომრიდან სასურველი ნომრის არჩევა ხდება PIN კოდის საშუალებით. ბარათის კონვერტში მითითებულ PIN კოდს ემატება 01 ან 02 იმის მიხედვით, თუ რომელი ნომრის არჩევა სურს აბონენტს. ერთი ნომრიდან მეორეზე გადართვისას კი საკმარისია აპარატის ხელახალი ჩართვა და ახალი PIN კოდის შეყვანა.
კიდევ ერთი უპირატესობა, რომელიც უთუოდ გაახარებს ორნომრიანი ბარათის მფლობელებს, ის გახლავთ, რომ ბარათის მეხსიერება გაზრდილია და ამჯერად ბევრად მეტი ტელეფონის ნომრის შენახვის საშუალება არსებობს. თუ ერთნომრიანი ბარათი 100 ან 150 ნომერსა და სახელს იმახსოვრებს. ახალი ბარათის შესაძლებლობა 240-ს აღწევს და ბარათზე ჩაწერილი ნომრების გადასინჯვა შესაძლებელია როგორც პირველი, ასევე მეორე ნომრის გამოყენებისას.
მაგთიკომმა იზრუნა ორნომრიანი SIM ბარათების ისეთი ტექნოლოგიის შერჩევაზე, რომელიც იმუშავებდა ყველა თაობის და ტიპის GSM სისტემის მობილურ აპარატზე.
ბარათის შეძენისას ყოველი აბონენტი მიიღებს ორნომრიანი SIM ბარათის სამახსოვროს, რომელიც დაეხმარება მას ახალი ბარათის შესაძლებლობების სრულად გამოყენებაში.

რა შესაძლებლობებს გთავაზობთ ახალი ბარათები

* ორი ნომერი: - ერთი სამსახურის საქმეებისთვის, მეორე - მეგობრებისთვის. პარასკევ საღამოს, მაგალითად, მობილური ტელეფონის გამორთვის მაგივრად ამიერიდან თქვენ მას გადართავთ მეორე ნომერზე, რომელიც მხოლოდ თქვენმა უახლოესმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა იციან. ორშაბათს კი დასვენებული დაუბრუნდებით სამსახურებრივ საქმეებსა და ტელეფონის ნომერს, ხოლო მაგთი GSM -ის აუდიომაცნის საშუალებით მოისმენთ შაბათ-კვირას დატოვებულ შეტყობინებებს.

* პერიოდულად გიწევთ მობილურზე დარეკვა და არ გსურთ, რომ ადრესატმა იცოდეს თქვენი სამუშაო ნომერი. სულ რამდენიმე წამში გადაერთვებით მეორე ტელეფონის ნომერზე, დარეკავთ და ისევ უბრუნდებით პირველ ნომერს. ადრესატთან კი ფიქსირდება ნომერი, რომელიც თქვენ ჩვეულებრივ გამორთული გაქვთ. ასეთი "მანევრირება" საშუალებას მოგცემთ, თავიდან აიცილოთ არასასურველი ზარები.

* კომპანიებს შეუძლიათ, შეიძინონ ორნომრიანი ბარათები თავისი თანამშრომლებისთვის. როდესაც მობილური ტელეფონი თანამშრომლების პირად სარგებლობაშია, შესაძლებელია, მათი ნომრებიდან განხორციელდეს როგორც საქმიანი, ასევე პირადი ზარები. ამიტომ კომპანიებისათვის მოსახერხებელი იქნება, თანამშრომლებს ახალი ტიპის ბარათების გამოყენებით მისცენ საშუალება, განახორციელონ ზარები პირადი და სამსახურებრივი ნომრებით.

ვიმედოვნებთ, ჩვენ მიერ შემოთავაზებული სიახლე ფართო გამოყენებას პოვებს მაგთიკომის მრავალრიცხოვან აბონენტს შორის.